SWIFT-ის სიჩქარით: რუსეთზე დარტყმა ყველას დააზარალებს

© AP Photo / GEERT VANDEN WIJNGAERTSWIFT
SWIFT - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
ირინა ბადმაევა
რუსეთის SWIFT-დან გათიშვა — ეს წლიდან წლამდე განმეორებადი მუქარა საფინანსო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ზომად განიხილება, ვინაიდან საერთაშორისო გადახდებს გააძნელებს. მსხვილი სავაჭრო პარტნიორის იზოლაცია მთელ მსოფლიო ეკონომიკას დაარტყამს. РИА Новости გაერკვა, თუ რატომ არ განახორციელებენ მთავარ „საფრთხობელას“ (დიდი ალბათობით), ან არსებობს თუ არა ტრანზაქციებისთვის რუსული ანალოგები.

სადენების ჩაჭრა

ამჯერად ეს თემა უკრაინულ YouTube-არხზე წამოჭრა იან ბჟეზინსკიმ. ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცნობილი იდეოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ვაჟი 2001-2005 წლებში თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე იყო. ახლა კი ექსპერტად გვევლინება.
აშშ-ის და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მსოფლიო დღეს
აშშ-ში რუსეთზე გამაფრთხილებელი დარტყმის მიტანა მოითხოვეს
მაგრამ გადამდგარმა ჩინოვნიკმა მხოლოდ გაიმეორა ის, რაც ვიქტორია ნულანდმა თქვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მსოფლიო ფინანსური სისტემისგან სრული იზოლაციის საკითხს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.
კიდევ უფრო ადრე იგივეზე მსჯელობდა ასევე ტელეარხი CNN: მისი ანონიმი რესპონდენტები ამას „უკიდურეს ზომად“ აფასებდნენ. სიტყვით გამოვიდა აგრეთვე სააგენტო Bloomberg-ი, ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის ონლაინ-კონფერენციის წინ.
მუქარა, რომელიც პირველად შვიდი წლის წინ გაისმა, რეგულარულად ტივტივებს მედიასივრცეში. მაგალითად, შესაბამისი მოწოდების შემცველი რეზოლუცია ევროპარლამენტმა აპრილში მიიღო და მათ იმავდროულად „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებაზე უარის წინადადებაც წამოაყენეს.
ივნისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა SWIFT-ის რუსეთის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რომან ჩერნოვმა: ჩვენ გათიშვას არ აპირებენ. ეს არავისთვის არ არის ხელსაყრელი. განსაკუთრებით, გარე ურთიერთქმედების თვალსაზრისით, ვინაიდან რუსეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორია.
საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
მსოფლიო დღეს
ბელარუსის ყველა ბანკი SWIFT-ის რუსულ ანალოგზე გადაერთო

მსოფლიო ეკონომიკის ფასად

SWIFT – ინფორმაციის გაცვლისა და ტრანზაქციების ბანკთაშორისი სისტემაა, რომელიც 1973 წლიდან მუშაობს. ამ დროისათვის მასში ჩართულია 220 ქვეყნის 11 ათასი საკრედიტო ორგანიზაცია, მათ შორის, დაახლოებით ათასი კორპორაცია. საშუალო ბრუნვა − დღეში 32 მილიონი შეტყობინება.
სისტემიდან გათიშვა ძალიან რადიკალური ნაბიჯია. ეს ყველა იმ დარგს შეეხება, რომლებსაც, ასე თუ ისე, საქმე აქვთ ვალუტასთან. ყველაზე ძლიერად კი − ფინანსურ სექტორსა და ექსპორტს. ნედლეულის მიწოდებაზე საფასურის გადახდა პრობლემური გახდება.
„სავაჭრო ურთიერთობების მონაწილეებს შემოვლითი გზების ძებნა მოუწევთ. დამატებითი სატრანზაქციო ხარჯები გარდაუვლად დაასუსტებს რუბლს“, − განმარტავს Wolfline Capital-ის მმართველი პარტნიორი ნიკიტა დოლგი.
ეროვნულმა ვალუტამ შეიძლება ათ პროცენტამდე დაკარგოს. დაიძირება საფონდო ბაზარიც − უცხოელი ინვესტორების გადინების გამო, რომლებიც რუსული აქტივების თავიდან მოშორებას დაიწყებენ. ეს კი ბანკებს ზარალს მიაყენებს − კორპორაციული და სახელმწიფო ქაღალდების საკვანძო მფლობელებს.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ლავროვი: SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვის წინადადება ახალი არ არის
თუმცა ნაკლებ სარწმუნოა, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთის SWIFT-დან გათიშვაზე წავლენ. ფსონზე ხომ მსოფლიოს ეკონომიკა დევს. ეს თავად დასავლეთის ქვეყნებს დაარტყამს, რომლებიც რუსულ რესურსებზე წვდომას დაკარგავენ, მიაჩნია ფედერაციის საბჭოს ბიუჯეტისა და საფინანსო ბაზრების საკითხთა კომიტეტის წევრს ვასილი იკონნიკოვს.
რუსეთი საკმაოდ მკვიდრად შევიდა საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვაში. „არც ევროპა და არც ამერიკა მზად არ არიან რუსული მხრიდან საგარეო ეკონომიკური გადახდების მკვეთრად შეწყვეტისთვის“, − ამბობს სერგეი გრიგორიანი, საინვესტიციო ფონდ ANIF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რუსეთში.
ნიკიტა დოლგის თქმით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით აშშ-სა და რუსეთს შორის საქონელბრუნვამ რეკორდულ 19,8 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.
რუსეთი ოკენის გაღმა ძირითადად ლითონსა და ნედლეულს გზავნის. ამერიკელებს კი ექსპორტზე ავტომობილები, ელექტრონიკა და უპილოტო საფრენი აპარატები გააქვთ.
SWIFT-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
რუსეთი SWIFT-ის „სანქციების სპირალში“ ჩართვას არ გამორიცხავს
საინტერესო მომენტი: SWIFT ბელგიის იურისდიქციაში მყოფი კოოპერაციული საზოგადოებაა. სისტემა ფორმალურად დამოუკიდებელ კერძო საფინანსო ინსტიტუტებს ეკუთვნის. „ამიტომ ვაშინგტონს არ აქვს უფლება მიუთითოს, ვინ გათიშონ საერთაშორისო სერვისებიდან და ვინ − არა“, − აღნიშნა საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი TeleTrade-ის წამყვანმა ეკონომისტმა პიოტრ პუშკარიოვმა.
მაგრამ არსებობს ორი პრეცედენტი: 2012 წელს ასე მოექცნენ ირანს, 2017-ში კი − ჩრდილოეთ კორეას.
თუმცა რუსეთი ბევრად ძლიერად არის ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში. „არ შეიძლება აიღონ და ასე უბრალოდ გამოგვყარონ, განსაკუთრებით, პანდემიაში. კიდევ ერთი მასშტაბური რყევა ყველასთვის საშიშია“, − მიაჩნია სერგეი გრიგორიანს.
პირველ რიგში ევროპული საწარმოები დაზარალდებიან: ექსპორტზე გადახდების სირთულეები შეექმნებათ.
ფედერაციის საბჭო რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ევროპარლამენტი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ითხოვს: ფედერაციის საბჭოს პასუხი
„ევროპარლამენტის მიერ აპრილში მიღებულ რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ბუნებრივია, ევროკავშირში ამაზე არ წავლენ: საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა არაფერში სჭირდებათ“, − ფიქრობს ვლადიმირ კუზნეცოვი, რეგისტრაციების, ლიკვიდაციების, გაკოტრებისა და სასამართლო წარმომადგენლობის საკითხებში იურისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს

დავუშვათ, ამერიკელებმა თავისი გაიტანეს და რუსეთი SWIFT-დან ჩაჭრეს. ამ შემთხვევაში არსებობს ორი სცენარი.
პირველი სცენარი: ბანკები ორმხრივ გადახდებზე გადავლენ. საკრედიტო ორგანიზაციები ონლაინ-ტრანზაქციების შესრულებას შეძლებენ კორესპონდენციულ ანგარიშებზე.
კიდევ ერთი ვარიანტი − კარგად დავიწყებულ ძველ ხერხთან დაბრუნებაა. 2005 წლამდე საზღვარგარეთ რუსული გადახდების უმეტესობა ბანკთაშორისი სისტემა Telex-ის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამბობს პოიტრ პუშკარიოვი.
საერთაშორისო გადახდების საბანკო ბარათები  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„დაისაჯოს მოსკოვი“: რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ
„ის სარეზერვოდ დარჩა. 2014 წლის სექტემბერში ცენტრობანკმა სტრეს-ტესტირება ჩაატარა და სისტემამ სრულიად საიმედოდ წარმოაჩინა თავი. კი, Telex-ის ბანკთაშორისი საკომისიოები უფრო მეტია, ხოლო სიჩქარე დაბალი, პროცესების აღდგენას კონტრაგენტ ქვეყნებში დრო დასჭირდება, მაგრამ მთლიანობაში ეს შესაძლებელია“, − ამბობს ეკონომისტი.
მეორე სცენარი − სამამულო ანალოგზე გადასვლაა. გააცნობიერა რა პოლიტიკური რისკები, მოსკოვმა უკვე შექმნა ის.
საკუთარი საინფორმაციო ბაზის საფუძველზე ცენტრობანკმა უკვე აამუშავა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS). „ძირითადი ამოცანა − ქვეყნის შიგნით ბანკების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. გათვალისწინებულია შეტყობინებების გადაცემის შესაძლებლობაც SWIFT-ის ფორმატში“, − დააზუსტა გრიგორიანმა.
SPFS ამჟამად 331 საკრედიტო ორგანიზაციას აერთიანებს − ძირითადად რუსულს, თუმცა მათ შორის არიან პოსტსაბჭოთა სივრცის − ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, ასევე კუბის წარმომადგენლები.
საერთაშორისო გადახდების სისტემების საბანკო ბარათები  - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
SWIFT-დან გათიშვის მოლოდინში: რუსეთი ალტერნატიული სისტემის შექმნას გეგმავს
სისტემაში დარეგისტრირებულია ზოგი უცხოური ბანკის ქვეგანყოფილებაც. SPFS შემცირებს ნეგატიურ შედეგებს, თუმცა არა სასურველ მასშტაბებში. საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის კვლავინდებურად მხოლოდ SWIFT-ია ვარგისი და მას ალტერნატივა არ აქვს.
მთავარი საკითხი − რომელ ბანკებს ჩაჭრიან სისტემისგან: მხოლოდ სახელმწიფოს თუ კერძოებსაც? გაურკვეველია, რა ბედი ელით უცხოურ ბანკებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ. თუმცა სრულიად ნათელია ერთი რამ: სანქციების ასეთი ინსტრუმენტი ორლესულია − ის ბაზრის ყველა მოთამაშეს დაარტყამს. ცუდი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო კორონაკრიზისშია ჩაფლული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0