მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელარუსის ყველა ბანკი SWIFT-ის რუსულ ანალოგზე გადაერთო

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშისაბანკო ბარათები
საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
თბილისი, 10 დეკემბერი − Sputnik. ბელარუსის ყველა ბანკი უკვე შეუერთდა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის რუსულ სისტემას (SPFS), იუწყება Deutsche Wellle რუსეთის ბანკის წარმომადგენელ დენის ბარიშკოვზე დაყრდნობით.
აღნიშნული განცხადება ბარიშკოვმა VIII ეროვნული საგადასახადო ფორუმის ვიდეოსტრიმზე გააკეთა.
მისი თქმით, 2021 წლის მდგომარეობით, SPFS-ში უკვე ჩართულია 335 მომხმარებელი. აქედან 38 უცხოურია − მსოფლიოს ცხრა ქვეყნიდან, მათ შორის, ბელარუსის ყველა საკრედიტო დაწესებულება.
აშშ-ის და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
მსოფლიო დღეს
აშშ-ში რუსეთზე გამაფრთხილებელი დარტყმის მიტანა მოითხოვეს
SPFS − რუსეთის ბანკის საკუთარი სერვისია, რომელიც SWIFT-ის ფორმატში მუშაობს. რუსული გადახდის სისტემა 2014 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის SWIFT-დან გათიშვის მუქარა პირველად გამოითქვა. SWIFT-ს მსოფლიოს 12 ათასზე მეტი ბანკი და ორგანიზაცია იყენებს 215 ქვეყანაში. კონკრეტულად რუსეთში მისით 600-ზე მეტი ბანკი და ორგანიზაცია სარგებლობს.
რაც შეეხება ბელარუსს, იქაურმა ოპოზიციამ მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში SWIFT-დან შესაძლო გათიშვის თემის განხილვა წამოიწყო, რათა ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლა გაეზარდა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ოფისმა „გოლოსის“ ონლაინ პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, უჭერენ თუ არა მხარს ბელარუსები ქვეყნის SWIFT-დან გათიშვას. შედეგად – 406 ათასი გამოკითხულიდან 60%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას. ბელარუსი SWIFT-ის მომხმარებელია 1994 წლიდან.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
ლავროვი: SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გათიშვის წინადადება ახალი არ არის
აღინიშნება, რომ დღემდე ისეთი უკიდურესი ზომა, როგორიცაა SWIFT-დან გათიშვა, მხოლოდ ორჯერ იყო გამოყენებული ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ. 2012 წელს ევროკავშირმა, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის დაბლოკვას ცდილობდა, გადაწყვიტა, რომ SWIFT-დან 24 ირანული ბანკი, მათ შორის, ცენტრალური ბანკიც გაეთიშა.
მოგვიანებით, 2017 წელს SWIFT-მა სამი ჩრდილოკორეული ბანკი გათიშა სისტემიდან, რომლებიც გაერომ სანქციების სიაში შეიყვანა.
ამა თუ იმ ქვეყნის SWIFT-დან გათიშვაზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია ევროკავშირის საბჭოს აქვს, ხოლო თავად კომპანია, რომელიც ამ საერთაშორისო სისტემას მართავს, ბრიუსელში მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0