რუსეთის საგარეო უწყება: ყაზახეთი დამოუკიდებლობისთვის უპრეცედენტო გამოწვევეას შეეჯახა

© AFP 2024 / NATALIA KOLESNIKOVAრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყაზახეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდებით დაინტერესებულმა ძალებმა ისარგებლეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ სირომოლოტოვმა РИА Новости ინტერვიუში.

„ყაზახეთი მისი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის უპრეცედენტო გამოწვევებს შეეჯახა... სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით ძალაუფლების ძალადობრივი მიტაცებით დაინტერესებულმა ძალებმა ისარგებლეს. ამისთვის მათ შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია დასჭირდათ“, — თქვა მან.

დიპლომატის თქმით, თავდასხმებში მონაწილეობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და „ცხელ წერტილებში“, გამოცდილებამიღებულმა უცხოელებმა და ბოევიკებმა მიიღეს.
„ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ უცხოური წარმოშობის პირები, ასევე ბოევიკები, რომლებმაც გამოცდილება მიიღეს უცხო ქვეყნებში და „ცხელ წერტილებში“. ამრიგად, საუბარია საერთაშორისო ტერორისტული ბანდების აგრესიაზე, რომლებმაც სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ“, — განაცხადა მან.
ყაზახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
„ორკების რევოლუცია“ ყაზახეთის უშიშროების ძალებს შემთხვევით არ გამოპარვიათ

ვის სჭირდება ეს?

სირომოლოტოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში ბანდიტები ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას და დასძინა, რომ დამკვეთებზე საუბარი ნაადრევია.
„მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთის კომპეტენტური ორგანოები მუშაობენ ამ საკითხზე... ალმათიში მოთარეშეთა მთავარი დამრტყმელი ძალა ზოგი სხვა ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები იყვნენ“, — თქვა დიპლომატმა.

CSTO-ს ფაქტორი

სირომოლოტოვს მიაჩნია, რომ ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO ) აღმოჩნდა ეფექტური მექანიზმი საერთაშორისო ტერორისტული ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მისი თქმით, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების კონტექსტში საუბარია „საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების აგრესიაზე, რომლებმაც სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ყაზახეთში ჩარჩენილი რუსი მილიარდერი ტერორისტი ეგონათ: დაკავების ვიდეო ბლოკპოსტიდან
„სწორედ ამიტომ CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, 6 იანვარს გადაწყვიტა, გაეგზავნა CSTO კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში შეზღუდული ვადით ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, — დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
დიპლომატის განმარტებით, CSTO-ს გამოცდილება ყაზახეთში გაანალიზდება, რათა ორგანიზაციის სხვა ქვეყნებში მსგავსი „სიუჟეტების“ განმეორების მცდელობის შემთხვევაში პრევენციული ზომები გატარდეს.

არეულობა ყაზახეთში

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო — ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად გაზზე ფასების გაორმაგებას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში, სადაც ბოევიკები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაესხნენ თავს, დაიწყო ძარცვა და იარაღის დატაცება.
არეულობა ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
კოლექტიური საფრთხე: რუსეთის მეზობლები დასავლეთის დარტყმის ქვეშ არიან
ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ 19 იანვრამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო. გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არეულობის შედეგად დაშავდა 4578 ადამიანი, დაიღუპა 225 კაცი, მათ შორის უშიშროების 19 თანამშრომელი.
5 იანვრის დილით, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს ჩაუდგა სათავეში. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფის მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ „ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარებისთვის CSTO-ს მიმართა.
CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭომ ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, 7 იანვარს, ტოკაევმა გნაცხადა, რომ ტერორისტები, მათ შორის უცხოეთიდან ჩასულები, წინააღმდეგობას განაგრძობდნენ და ძალოვანებს მათთვის, ვინც იარაღს არ დაყრიდა, გაუფრთხილებლად სროლის ნებართვა მისცა. 13 იანვარს CSTO-ს მისია წარმატებით დასრულებულად გამოცხადდა, სამშვიდობოებმა ყაზახეთიდან გასვლა დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0