https://sputnik-georgia.com/20220111/ribakovi-yaxazaxetsi-carca-263521655.html
ყაზახეთში ჩარჩენილი რუსი მილიარდერი ტერორისტი ეგონათ: დაკავების ვიდეო ბლოკპოსტიდან
ყაზახეთში ჩარჩენილი რუსი მილიარდერი ტერორისტი ეგონათ: დაკავების ვიდეო ბლოკპოსტიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რუსი მილიარდერი, კორპორაცია „ტექნონიკოლის“ თანამფლობელი იგორ რიბაკოვი ყაზახეთშია ჩარჩენილი და სამშობლოში გაფრენას ვერ ახერხებს... 11.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-11T13:07+0400
2022-01-11T13:07+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263382623_0:0:3109:1748_1920x0_80_0_0_efa7bd94d13404012c1dde3beefb873a.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რუსი მილიარდერი, კორპორაცია „ტექნონიკოლის“ თანამფლობელი იგორ რიბაკოვი ყაზახეთშია ჩარჩენილი და სამშობლოში გაფრენას ვერ ახერხებს, იუწყება Forbes-ი მილიარდერის PR-სამსახურზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, რიბაკოვი ყაზახეთში 3 იანვარს გაფრინდა, სადაც ერთ-ერთ სამთო-სათხილამური კურორტზე აპირებდა დასვენებას.გარდა ამისა, მას კიდევ ორი ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი − ყაზახურ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნის პრეზენტაცია და ბიზნეს-ფორუმი.რიბაკოვი შინ დაბრუნებას 10 იანვრისთვის აპირებდა, მაგრამ დაგეგმილის განხორციელებას ჯერ ვერ ახერხებს.ამასთან, როგორც რიბაკოვი წერს, 9 იანვარს ერთ-ერთ ბლოკპოსტზე ის ტერორისტად მიიჩნიეს.„ნუთუ ასე გამოვიყურები? მაქვს ვიდეო, როგორ მივდივარ ავტომატების ქვეშ... კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, − ამბობს ბიზნესმენი.როგორც სააგენტო წერს, რიბაკოვის წარმომადგენელმა არ გაამხილა, კონკრეტულად სად იმყოფება ამ დროისათვის მილიარდერი.წყარო: Forbes
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263382623_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_96711f7cabbde1e269b8fd44ed36d271.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი
ყაზახეთში ჩარჩენილი რუსი მილიარდერი ტერორისტი ეგონათ: დაკავების ვიდეო ბლოკპოსტიდან
13:07 11.01.2022 (განახლებულია: 12:44 17.08.2023) თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რუსი მილიარდერი, კორპორაცია „ტექნონიკოლის“ თანამფლობელი იგორ რიბაკოვი ყაზახეთშია ჩარჩენილი და სამშობლოში გაფრენას ვერ ახერხებს, იუწყება Forbes-ი მილიარდერის PR-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რიბაკოვი ყაზახეთში 3 იანვარს გაფრინდა, სადაც ერთ-ერთ სამთო-სათხილამური კურორტზე აპირებდა დასვენებას.
გარდა ამისა, მას კიდევ ორი ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი − ყაზახურ ენაზე გამოცემული საკუთარი წიგნის პრეზენტაცია და ბიზნეს-ფორუმი.
რიბაკოვი შინ დაბრუნებას 10 იანვრისთვის აპირებდა, მაგრამ დაგეგმილის განხორციელებას ჯერ ვერ ახერხებს.
„ვცდილობ გამოვაღწიო ყაზახეთიდან, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ვფიქრობ, ალმათიდან უსაფრთხო ადგილზე გასვლას შევძლებ, საიდანაც მერე თვითმფრინავით გავფრინდები“, − ციტირებს სააგენტო მილიარდერს.
ამასთან, როგორც რიბაკოვი წერს, 9 იანვარს ერთ-ერთ ბლოკპოსტზე ის ტერორისტად მიიჩნიეს.
„ნუთუ ასე გამოვიყურები? მაქვს ვიდეო, როგორ მივდივარ ავტომატების ქვეშ... კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, − ამბობს ბიზნესმენი.
როგორც სააგენტო წერს, რიბაკოვის წარმომადგენელმა არ გაამხილა, კონკრეტულად სად იმყოფება ამ დროისათვის მილიარდერი.