https://sputnik-georgia.com/20220118/ris-esinat-ameriel-samxedroebs-263705115.html
კარიბის კრიზისი2.0: რის ეშინიათ ამერიკელ სამხედროებს?
კარიბის კრიზისი2.0: რის ეშინიათ ამერიკელ სამხედროებს?
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 18.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-18T16:11+0400
2022-01-18T16:11+0400
2022-01-18T16:11+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263701847_0:117:2048:1269_1920x0_80_0_0_91c6c1832e7742b7e76e43aaf6486e95.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაამერიკული მედია კვლავ სავსეა უკრაინის შესახებ ამბებით. ისინი ცდილობდნენ, ეს თემა ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებისთვისაც კი მიებათ. ოთხმოცდაათი ათასი... არა, ასი ათასი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე... არა, უკვე ას ოცდახუთი ათასი, მერე რუსეთის უკუგდების თვრამეტი სცენარი, მარტო ოცდაათი ათასი კურიერი... მოკლედ, გამაყრუებელი ხმაურია.შეერთებული შტატების მოსახლეობას გულმოდგინედ შთააგონებენ, რომ თუ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი მოხდება, ეს სადღაც უპრეცედენტოდ შორს იქნება. სადღაც იქ, ათასობითი კილომეტრის მოშორებით, ზღვებსა და ოკეანეებს გადაღმა, არსებობს ქვეყანა „უქრეინი“, რომელის რუკაზეც მოძებნაც ჭირს. ის ვაჟკაცურად ებრძვის მოსკოველ ტირანს, ხოლო ამერიკელები მას შერეულად უგზავნიან სიკეთის სხივებსა და ჯაველინებს.ზუსტად ასევე მიეწოდებათ მათ ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირებაც. ეს თითქოს შორეულ და ეგზოტიკურ რეგიონში მოხდება, ხოლო ამერიკის ქალაქებს არც კი მიუახლოვდება. კიდევ ერთი ომი სადღც იქ.სინამდვილეში ომი შესაძლოა შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც მივიდეს. ქვეყნის თავდაცვაში მოწყვლადობის დიდი რაოდენობაა. ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს საკითხი ფართოდ უნდაგანიხილებოდეს — დაახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა საამისოდ.მაგრამ არა, ახალი ამბების მენიუში ასეთი კერძი არ არის. ეს მოწყვლადობა მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის სამხედროების მიერ განიხილება მათსავე სპეციალიზებულ გამოცემებში. ფართო საზოგადოება კი კვლავაც განაგრზობს ჰოლივუდური არაკების ყლაპვას იმის შესახებ, თუ როგორ ისვრიან ამერიკელი საზღვაო ქვეითები „პანამკებს“... ვისთვის სროლა მიღებული? რუსების, ჩინელებისა თუ ირანელებისთვის? ჰო, და კიდევ უცხოპლანეტელებისთვის.ამასობაში ამერიკული არმია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს უახლესი რუსული გამოგონებების გამო. ეს ჩვენი ნათელსახიანი საზოგადოებისთვისაა ჰიპერბგერითი იარაღი „პუტინის მულტფილმები“. აი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში კი მათი სერიოზულად ეშინია და აღიარებს, რომ„საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“.ან, როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვაშია ფორმულირებული: „აქტიური სარაკეტო თავდაცვა <...> თავისთავად ვერ დაეხმარება შეერთებულ შტატებს <...> კონფლიქტის მოგებაში. პოტენციური მოწინააღმდეგის უპირატესობის გათვალისწინებით, ჩვენს შეზღუდულ თავდაცვით ინსტრუმენტებთან შედარებით მისი რაკეტების უზარმაზარი ასორტიმენტის გათვალისწინებით, აშშ-მა უნდა…“ გააუმჯობესოს, ინვესტირება მოახდინოს, განავითაროს და ა.შ.დაახლოებით იგივეს ამბობდა ექვსი თვის წინ აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური გლენ ვანჰერკი, რომელიც რუსეთს საფრთხეს თეთრი სახლის მთავარ საფრთხეს უწოდებს: „[რუსებმა] შექმნეს შესაძლებლობები, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა ოცი წლის წინ... ეს არის ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც რადარი ვერ ხედავს, და ჩუმი წყალქვეშა ნავები, რომლებიც ჩვენს წყალქვეშა ნავებზე ნაკლები არ არის“.ან იგივე ვენესუელა ავიღოთ. ამერიკელმა ჟურნალისტებმა დიდად იმხიარულეს, როდესაც სერგეი რიაბკოვისგან გაიგეს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება აშშ-ზე სამხედრო ზეწოლისთვის გამორიცხული არ არის. მაგრამ 2018 წლის დეკემბერში ვენესუელაში რუსული ბომბდამშენი Tу-160-ის გამოჩენამ არანაირად არ გაამხიარულა ამერიკელი სამხედროები. თანაც თვითმფრინავები ზუსტად მას შემდეგ მიფრინდნენ იქ, რაც თეთრი სახლის მორიგი მცდელობა, ჩამოეგდო ქვეყნის ლიდერი ნიკოლას მადურო, წარუმატებელი აღმოჩნდა.აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ანალიტიკური დეპარტამენტის — Rand Corporation-ის თანამშრომლები მაშინ სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ, რომშეერთებული შტატები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა ვენესუელაზე, თუ იგი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას განაგრძობდა რუსეთთან. ბოლივარის რესპუბლიკაში ჩვეულებრივი შეიარაღების განლაგებაზე სანქციებით შეიძლებოდა რეაგირება.მაგრამ ეს ღარიბი და ამაყი ქვეყანა უკვე არის სანქციებით გარშემორტყმული. და რა პასუხი შეიძლება გაეცეს იქ ბირთვული იარაღის განლაგებას? თუ, ვთქვათ, სრული საბღძოლო აღჭურვილობის მქონე რუსული წყალქვეშა ნავი მის ნაპირებს მიადგება? არ დაიჯერებთ, მაგრამ აქ ამერიკის ხელისუფლებას ღრმა შეშფოთების გამოხატვა შესთავაზეს. ესაა და ეს.კუბასთან რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განახლება შესაძლოა ასევე ძალიან მტკივნეული გახდეს ამერიკელი პარტნიორებისთვის. ამერიკელებს არ უყვართ ამაზე ლაპარაკი: კარიბის კრიზისმა, როგორც ჩანს, მრავალწლიანი ტრავმა მიაყენა მათ. თუმცა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Spectator-მა , ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილა შეერთებული შტატები რუსეთს, კუბასა და ვენესუელას შორის სამხედრო ალიანსის საშიშროების შესახებ — ეს ქვეყნები თავისი პარტნიორობით ყოველთვის ახერხებენ შეერთებული შტატების დამარცხებასო.ამერიკელი სამხედროების შეშფოთებათა ჩამონათვალში ვერ იპოვით „არჩევნებში ჩარევას“, პეტროვისა და ბოშიროვის შესახებ ანეგდოტებსა თუ სხვა რუსოფობიურ ნაგავს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შეშფოთების გაცილებით სერიოზული მიზეზები აქვს. სწორედ ახლახან Rand Corporation-მა ამერიკულ ბირთვულ ტრიადაში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გაგვახარა. თუ მოკლედ ვიტყვით, იქ ყველაფერი ძალიან მიშვებულია.ბოლო ოცი წლისგანმავლობაში, როდესაც რუსეთი სწრაფად ახდენდა თავისი არმიის გადაიარაღებასა და მოდერნიზებას, შეერთებული შტატები მშვიდად ხვრინავდა ცივ ომში„გამარჯვების“ გვირგვინებზე. შედეგად, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ წარმოებული მათი„მინითმენები“ ფაქტობრივად სულს ღაფავდნენ.მათი სამსახურის ვადა დიდი ხანია, ამოიწურა და არაერთხელ გაუხანგრძლივდათ. რაკეტებიცა და მთელი მათი ინფრასტრუქტურაც უკიდურესად, უიმედოდაა გაცვეთილი. შემკეთებლებს თან ორი-სამი კომპლექტი აღჭურვილობა დააქვთ იმ იმედით, რომ იქიდან რაღაც მაინც გამოდგება.სხვათა შორის, ამ გამოვლინებებმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ რატომ გაახანგრძლივა ბაიდენის ადმინისტრაციამ ასე სწრაფად და თვინიერად, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე, რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმება.არაერთხელ გაჩნდა იდეები ახალი რაკეტების შექმნის შესახებ — მოძველებული „მინითმენების“ ჩასანაცვლებლად. ახლა ასეთი პროგრამა ნამდვილად გაჩნდა: ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები სერიულ წარმოებაში 2030-2036 წლებში ჩაეშვება.თუმცა ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციას დიდად აფერხებს განხეთქილება „ზემოთ“. ახალი ბალისტიკური რაკეტების შესახებაც კი დიდი დავა იყო. არსებობს გავლენიანი თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, რაკეტების გაშვების სახმელეთო სისტემები საერთოდ არ არის საჭირო და შეერთებულ შტატებს შეუძლია ბომბდამშენებითა და წყალქვეშა ნავებით შემოიფარგლოს.მაგრამ იქაც სრული ვინტაჟი სუფევს. დაგეგმილია „ოჰაიოს“ კლასის წყალქვეშა ნავების უტილიზაციაში ჩაბარება და მათი ახალი, „კოლამბიას“ კლასის წყალქვეშა ნავებით ანაცვლება. მაგრამ ეს პროექტი 2031 წლამდე ვერ განხორციელდება.ბომბდამშენი B-52H კონვეირიდან პირველად 1962 წელს ჩამოვიდა და დღეს, როგორც ანალიტიკოსები რბილად ამბობენ, „ასაკობრივ ეფექტს აჩვენებს“. მის უმცროს ძმას, B-2-ს ასევე უპირებენ შეცვლას.არა, ჩვენ არ მივბაძავთ ამერიკელ პარტნიორებს და მათ ქვეყანას „ჟანგიანი რაკეტების მქონე ზემო ვოლტას“ არ ვუწოდებთ . ძლიერი მოწინააღმდეგის შეურაცხყოფა ეს სისულელეა და ვულგარობა. თუმცა, არ შეიძლება არ გაინტერესებდეს: რეალურად როგორ აპირებს აშშ-ის არმია რუსეთისა და ჩინეთის თანამედროვე არმიებისა და ულტრათანამედროვე იარაღისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასეთი მარაგით?როგორც ჩანს, დასავლეთში ამ რეალობის გარკვეული გაგება ნელ-ნელა მოდის. ჟურნალისტები და ექსპერტები უკვე სთავაზობენ ვაშინგტონს საკუთარ ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ელეგანტურად დათმოს პოზიციები სახის დაკარგვის გარეშე.მიღების ხუთ ეტაპში შტატები სწრაფად გადახტა უარყოფიდან ვაჭრობაზე.დარჩა ორი ეტაპი. თავდაპირველად დეპრესია — აშშ-ის თავდაცვითი უწყებების ანგარიშების კითხვას სავსებით შეუძლია ამერიკელების ამით უზრუნველყოფა. შემდეგ კი — გარდაუვლად — რუსეთის ყველა პირობის მიღება.რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!
https://sputnik-georgia.com/20220112/rusetis-mezoblebi-dasavletis-dartymis-qves-arian-263563653.html
https://sputnik-georgia.com/20211213/surt-tu-ara-amerikelebs-rusettan-omi-262820036.html
https://sputnik-georgia.com/20211206/ra-undat-amerikelebs-putinisgan-da-rit-daemuqrebian-mas-262628491.html
https://sputnik-georgia.com/20211101/amerikis-prezidenti-ebropasi-261690870.html
https://sputnik-georgia.com/20211018/mosazreba-rusetis-winaarmdeg-ekoteroristebs-amzadeben-260646310.html
https://sputnik-georgia.com/20210920/evropa-rusets-sicivis-eqsportsi-adanasaulebs-259752328.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263701847_100:0:1948:1386_1920x0_80_0_0_e4dd54f733a6b4b1600c344350ef65d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, აშშ
ამერიკული მედია კვლავ სავსეა უკრაინის შესახებ ამბებით. ისინი ცდილობდნენ, ეს თემა ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებისთვისაც კი მიებათ. ოთხმოცდაათი ათასი... არა, ასი ათასი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზე... არა, უკვე ას ოცდახუთი ათასი, მერე რუსეთის უკუგდების თვრამეტი სცენარი, მარტო ოცდაათი ათასი კურიერი... მოკლედ, გამაყრუებელი ხმაურია.
შეერთებული შტატების მოსახლეობას გულმოდგინედ შთააგონებენ, რომ თუ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი მოხდება, ეს სადღაც უპრეცედენტოდ შორს იქნება. სადღაც იქ, ათასობითი კილომეტრის მოშორებით, ზღვებსა და ოკეანეებს გადაღმა, არსებობს ქვეყანა „უქრეინი“, რომელის რუკაზეც მოძებნაც ჭირს. ის ვაჟკაცურად ებრძვის მოსკოველ ტირანს, ხოლო ამერიკელები მას შერეულად უგზავნიან სიკეთის სხივებსა და ჯაველინებს.
ზუსტად ასევე მიეწოდებათ მათ ჩინეთთან შესაძლო დაპირისპირებაც. ეს თითქოს შორეულ და ეგზოტიკურ რეგიონში მოხდება, ხოლო ამერიკის ქალაქებს არც კი მიუახლოვდება. კიდევ ერთი ომი სადღც იქ.
სინამდვილეში ომი შესაძლოა შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც მივიდეს. ქვეყნის თავდაცვაში მოწყვლადობის დიდი რაოდენობაა. ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს საკითხი ფართოდ უნდაგანიხილებოდეს — დაახლა სწორედ რომ შესაფერისი დროა საამისოდ.
მაგრამ არა, ახალი ამბების მენიუში ასეთი კერძი არ არის. ეს მოწყვლადობა მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ის სამხედროების მიერ განიხილება მათსავე სპეციალიზებულ გამოცემებში. ფართო საზოგადოება კი კვლავაც განაგრზობს ჰოლივუდური არაკების ყლაპვას იმის შესახებ, თუ როგორ ისვრიან ამერიკელი საზღვაო ქვეითები „პანამკებს“... ვისთვის სროლა მიღებული? რუსების, ჩინელებისა თუ ირანელებისთვის? ჰო, და კიდევ უცხოპლანეტელებისთვის.
ამასობაში ამერიკული არმია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს უახლესი რუსული გამოგონებების გამო. ეს ჩვენი ნათელსახიანი საზოგადოებისთვისაა ჰიპერბგერითი იარაღი „პუტინის მულტფილმები“. აი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში კი მათი სერიოზულად ეშინია და აღიარებს, რომ„საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“.
ან, როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის სარაკეტო თავდაცვის მიმოხილვაშია ფორმულირებული: „აქტიური სარაკეტო თავდაცვა <...> თავისთავად ვერ დაეხმარება შეერთებულ შტატებს <...> კონფლიქტის მოგებაში. პოტენციური მოწინააღმდეგის უპირატესობის გათვალისწინებით, ჩვენს შეზღუდულ თავდაცვით ინსტრუმენტებთან შედარებით მისი რაკეტების უზარმაზარი ასორტიმენტის გათვალისწინებით, აშშ-მა უნდა…“ გააუმჯობესოს, ინვესტირება მოახდინოს, განავითაროს და ა.შ.
დაახლოებით იგივეს ამბობდა ექვსი თვის წინ აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური გლენ ვანჰერკი, რომელიც რუსეთს საფრთხეს თეთრი სახლის მთავარ საფრთხეს უწოდებს: „[რუსებმა] შექმნეს შესაძლებლობები, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა ოცი წლის წინ... ეს არის ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც რადარი ვერ ხედავს, და ჩუმი წყალქვეშა ნავები, რომლებიც ჩვენს წყალქვეშა ნავებზე ნაკლები არ არის“.
ან იგივე ვენესუელა ავიღოთ. ამერიკელმა ჟურნალისტებმა დიდად იმხიარულეს, როდესაც სერგეი რიაბკოვისგან გაიგეს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება აშშ-ზე სამხედრო ზეწოლისთვის გამორიცხული არ არის. მაგრამ 2018 წლის დეკემბერში ვენესუელაში რუსული ბომბდამშენი Tу-160-ის გამოჩენამ არანაირად არ გაამხიარულა ამერიკელი სამხედროები. თანაც თვითმფრინავები ზუსტად მას შემდეგ მიფრინდნენ იქ, რაც თეთრი სახლის მორიგი მცდელობა, ჩამოეგდო ქვეყნის ლიდერი ნიკოლას მადურო, წარუმატებელი აღმოჩნდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ანალიტიკური დეპარტამენტის — Rand Corporation-ის თანამშრომლები მაშინ სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ, რომშეერთებული შტატები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა ვენესუელაზე, თუ იგი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას განაგრძობდა რუსეთთან. ბოლივარის რესპუბლიკაში ჩვეულებრივი შეიარაღების განლაგებაზე სანქციებით შეიძლებოდა რეაგირება.
მაგრამ ეს ღარიბი და ამაყი ქვეყანა უკვე არის სანქციებით გარშემორტყმული. და რა პასუხი შეიძლება გაეცეს იქ ბირთვული იარაღის განლაგებას? თუ, ვთქვათ, სრული საბღძოლო აღჭურვილობის მქონე რუსული წყალქვეშა ნავი მის ნაპირებს მიადგება? არ დაიჯერებთ, მაგრამ აქ ამერიკის ხელისუფლებას ღრმა შეშფოთების გამოხატვა შესთავაზეს. ესაა და ეს.
კუბასთან რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განახლება შესაძლოა ასევე ძალიან მტკივნეული გახდეს ამერიკელი პარტნიორებისთვის. ამერიკელებს არ უყვართ ამაზე ლაპარაკი: კარიბის კრიზისმა, როგორც ჩანს, მრავალწლიანი ტრავმა მიაყენა მათ. თუმცა გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Spectator-მა , ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილა შეერთებული შტატები რუსეთს, კუბასა და ვენესუელას შორის სამხედრო ალიანსის საშიშროების შესახებ — ეს ქვეყნები თავისი პარტნიორობით ყოველთვის ახერხებენ შეერთებული შტატების დამარცხებასო.
ამერიკელი სამხედროების შეშფოთებათა ჩამონათვალში ვერ იპოვით „არჩევნებში ჩარევას“, პეტროვისა და ბოშიროვის შესახებ ანეგდოტებსა თუ სხვა რუსოფობიურ ნაგავს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შეშფოთების გაცილებით სერიოზული მიზეზები აქვს. სწორედ ახლახან Rand Corporation-მა ამერიკულ ბირთვულ ტრიადაში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გაგვახარა. თუ მოკლედ ვიტყვით, იქ ყველაფერი ძალიან მიშვებულია.
ბოლო ოცი წლისგანმავლობაში, როდესაც რუსეთი სწრაფად ახდენდა თავისი არმიის გადაიარაღებასა და მოდერნიზებას, შეერთებული შტატები მშვიდად ხვრინავდა ცივ ომში„გამარჯვების“ გვირგვინებზე. შედეგად, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ წარმოებული მათი„მინითმენები“ ფაქტობრივად სულს ღაფავდნენ.
მათი სამსახურის ვადა დიდი ხანია, ამოიწურა და არაერთხელ გაუხანგრძლივდათ. რაკეტებიცა და მთელი მათი ინფრასტრუქტურაც უკიდურესად, უიმედოდაა გაცვეთილი. შემკეთებლებს თან ორი-სამი კომპლექტი აღჭურვილობა დააქვთ იმ იმედით, რომ იქიდან რაღაც მაინც გამოდგება.
სხვათა შორის, ამ გამოვლინებებმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ რატომ გაახანგრძლივა ბაიდენის ადმინისტრაციამ ასე სწრაფად და თვინიერად, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე, რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეთანხმება.
არაერთხელ გაჩნდა იდეები ახალი რაკეტების შექმნის შესახებ — მოძველებული „მინითმენების“ ჩასანაცვლებლად. ახლა ასეთი პროგრამა ნამდვილად გაჩნდა: ახალი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები სერიულ წარმოებაში 2030-2036 წლებში ჩაეშვება.
თუმცა ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის მოდერნიზაციას დიდად აფერხებს განხეთქილება „ზემოთ“. ახალი ბალისტიკური რაკეტების შესახებაც კი დიდი დავა იყო. არსებობს გავლენიანი თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც, რაკეტების გაშვების სახმელეთო სისტემები საერთოდ არ არის საჭირო და შეერთებულ შტატებს შეუძლია ბომბდამშენებითა და წყალქვეშა ნავებით შემოიფარგლოს.
მაგრამ იქაც სრული ვინტაჟი სუფევს. დაგეგმილია „ოჰაიოს“ კლასის წყალქვეშა ნავების უტილიზაციაში ჩაბარება და მათი ახალი, „კოლამბიას“ კლასის წყალქვეშა ნავებით ანაცვლება. მაგრამ ეს პროექტი 2031 წლამდე ვერ განხორციელდება.
ბომბდამშენი B-52H კონვეირიდან პირველად 1962 წელს ჩამოვიდა და დღეს, როგორც ანალიტიკოსები რბილად ამბობენ, „ასაკობრივ ეფექტს აჩვენებს“. მის უმცროს ძმას, B-2-ს ასევე უპირებენ შეცვლას.
20 სექტემბერი 2021, 22:09
არა, ჩვენ არ მივბაძავთ ამერიკელ პარტნიორებს და მათ ქვეყანას „ჟანგიანი რაკეტების მქონე ზემო ვოლტას“ არ ვუწოდებთ . ძლიერი მოწინააღმდეგის შეურაცხყოფა ეს სისულელეა და ვულგარობა. თუმცა, არ შეიძლება არ გაინტერესებდეს: რეალურად როგორ აპირებს აშშ-ის არმია რუსეთისა და ჩინეთის თანამედროვე არმიებისა და ულტრათანამედროვე იარაღისთვის წინააღმდეგობის გაწევას ასეთი მარაგით?
როგორც ჩანს, დასავლეთში ამ რეალობის გარკვეული გაგება ნელ-ნელა მოდის. ჟურნალისტები და ექსპერტები უკვე სთავაზობენ ვაშინგტონს საკუთარ ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ელეგანტურად დათმოს პოზიციები სახის დაკარგვის გარეშე.
მიღების ხუთ ეტაპში შტატები სწრაფად გადახტა უარყოფიდან ვაჭრობაზე.
დარჩა ორი ეტაპი. თავდაპირველად დეპრესია — აშშ-ის თავდაცვითი უწყებების ანგარიშების კითხვას სავსებით შეუძლია ამერიკელების ამით უზრუნველყოფა. შემდეგ კი — გარდაუვლად — რუსეთის ყველა პირობის მიღება.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!