მიმოხილვა: ახალი რაკეტმზიდის პირველი ფრენა

© RIA NovostiТу-160М
Ту-160М  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
დიპლომატიური დარწმუნებითათუ სამხედრო-ტექნიკური ძალდატანებით, მოსკოვი აიძულებს აშშ-სა და ნატოს, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან და მის მოკავშირეებთან. ყაზანის ცაზე ნულიდან აწყობილი სტრატეგიული რაკეტმზიდი Tу-160M2 დასავლეთის წესების მიხედვით გეოპოლიტიკური თამაშის დასასრულის ახალი მაღალტექნოლოგიური მტკიცებულება და რუსული კონტრშეკავებისა და კონტრდაშინებისსისტემის ეფექტური განვითარებაა, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განსაზღვრა.
ყაზანის საავიაციო ქარხანაში აგებული ფრთის ცვლადი გეომეტრიის მქონე სტრატეგიულმა რაკეტამზიდმა Tу-160M2-მა პირველი ფრენა 12 იანვარს შეასრულა. 80 პროცენტით მოდერნიზებული თეთრი გედების სერიული წარმოება გარე უსაფრთხოების გამოწვევებს, რთული საერთაშორისო სიტუაციის პირობებს აკმაყოფილებს და განთავსებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით.
 ბალისტიკური რაკეტა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
2021 წლის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები რუსეთისა და დსთ-სთვის
ეს არის ახალი აწყობისპირველი სერიული რაკეტმზიდი2018 წელს შეკვეთილი ათიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა თვითმფრინავი 2027 წლამდე (ჯამური ღირებულება 150 მილიარდი რუბლი) უნდა აიგოს. „ტუპოლევის“ მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ტიპის 50-მდე მანქანის შეძენას გეგმავს. პარალელურად ღრმა მოდერნიზაციას გადის 15 ტუ-160.
ახალი აწყობისმანქანები და ღრმად მოდერნიზებული სამწყობროTу-160 გარეგნულად მხოლოდ მარკირებით განსხვავდება - Tу-160M2 და Tу-160M, შესაბამისად.
საბრძოლო პლატფორმა Tу-160 რუსული ბირთვული ტრიადის მნიშვნელოვანი კომპონენტი დაშემაკავებელი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს პარიტეტს რუსეთსა და ნატოს შორის. რაკეტმზიდი Tу-160M2 რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მაღალტექნოლოგიური პროექტია.
რუსული სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
კასპიის ფლოტილიის ხომალდები კასპიისკში გადაბაზირდნენ
თვითმფრინავი შენდება მოდერნიზებული NK-32-02 ძრავებით, მართვის სისტემებით, ნავიგაციით, შეიარაღების მართვა ფუნდამენტურად ახალ (ციფრულ) ტექნოლოგიურ ბაზაზე აქვს. ყაზანის საავიაციო ქარხანაში (ტუპოლევის ფილიალი) მოდერნიზებულია საამქროებისაღჭურვილობა, საფრენ-საცდელიბაზა, ამოქმედდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონულ-სხივური შედუღებისა და ტიტანის ვაკუუმური ანეილის დანადგარი.
წარმოების სინერგიულ ეფექტსადა მანქანის სიმძლავრისზრდას მეტალურგიის, ავიამშენებლობის, მანქანათმშენებლობის კორპორაცია „როსტექი“უზრუნველყოფს.

მაღალტექნოლოგიური ტაქტიკა

Tу-160-ის პერსპექტივები მნიშვნელოვანია, პროექტის შემდგომი განვითარება ახალი ტიპის იარაღის — ჰიპერბგერითი რაკეტების, ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინის მქონე ფრთოსანი რაკეტების ინტეგრაციი საშუალებას გააჩენს, რომლებიც სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლადაა შექმნილი შორეულ გეოგრაფიულ რაიონებში, მტრის ღრმა ზურგში.
“ალტიუს უ“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
რუსული იარაღი: მძიმე „ალტიუსი“ მსუბუქად ფრინდება
Ту-160 არის მსოფლიოში ერთადერთი სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს 2 მახის სიჩქარე დიდი ხნის განმავლობაში. ფრთის უნიკალური დიზაინი საშუალებას აძლევს „თეთრ გედს“, მიაღწიოს ზებგერით სიჩქარეს ფორსაჟისრეჟიმში 2200 კმ/სთ-მდე 45 წუთის განმავლობაში, გადალახავს რამტრის საჰაერო თავდაცვის ხაზებს 45 ტონამდე საბრძოლო დატვირთვით. ამერიკულ ბომბდამშენებს ასეთი შესაძლებლობები არ აქვთ.
სტრატეგიულ Ту-160M-ს შეუძლია იმოქმედოს მტრის საჰაერო თავდაცვის ზონაში შესვლის გარეშე. მბრუნავი გამშვები მოწყობილობები საშუალებას აძლევს, მას, ზიდოს 12 ფრთოსანი რაკეტა. X-101-ის ჩვეულ მოდიფიკაციას აქვს ქობინი, რომლის სიმძლავრეა დაახლოებით 400 კილოგრამი ტროტილი, ხოლო სპეციალური (X-102) აღჭურვილია თერმობირთვული ქობინით, რომლის სიმძლავრეა 250 კილოტონა მეგატონამდე.
Ту -160-ის წინა ბირთვული მოდიფიკაციისგან განსხვავებით, თანამედროვე რაკეტმზიდიმრავალფუნქციურია. Ту-160M ​​არაერთხელ აჩვენა მაღალი ეფექტურობა სირიაში.
სარაკეტო კომპლექსი „ავანგარდი“ - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მიმოხილვა: აშშ-ის რუსეთისგან ჰიპერბგერითი ჩამორჩენა 3 მლრდ დოლარად შეფასდა
მოდერნიზაციის ხარჯზე,НК-32-02-ის ძრავა უფრო ეკონომიური გახდა, რაც ფრენის მაქსიმალურ დიაპაზონს15000 კილომეტრამდე ზრდის. ყველა საბრძოლო ТУ-160 2030 წლამდე ხელახლა აღიჭურვება მეორე სერიის НК-32 ძრავებით.
ავტორიტეტული ამერიკული ჟურნალისб Aviation Week & Space Technology-ის თანახმად, Ту-160 2020 წელს სამხედრო ავიაციის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მიღწევების სიაში შევიდა, მაგრამ Ту-160M2 სრულიად ახალი თვითმფრინავია — თვისობრივად განსხვავებული სარაკეტო არსენალით.
შეგახსენებთ, რომ Ту-160 შეიქმნა სსრკ-ში, როგორც პასუხი ამერიკულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ Rockwell B-1 Lancer-ზე. Ту-95 და M-4 ქვებგერითი ბომბდამშენები ეფექტურად ვერ ლახავდნენ ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემას. შედეგად, შეიქმნა უნიკალური ზებგერითი სტრატეგიული რაკეტმზიდი. „თეთრმა გედმა“46 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
რუსეთში ისევე წარმატებით ვითარდება MiG-31BM გამანადგურებლის და სუპერმძიმე МиГ-31БМ ვერტმფრენის მოდერნიზაციისა და სერიული წარმოების პროექტები. უცხოური ანალოგები არ არსებობს.
ტანკი „არმატა“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
მიმოხილვა: რუსული იარაღი – 2021 წლის წინასწარი შედეგები
ცნობარ World Air Forces 2022-სა და Global Firepower-ის სამხედრო ძალების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში სიდიდით მეორე სამხედრო საავიაციო ფლოტი ჰყავს —4173 ერთეული. თვითმფრინავების რაოდენობის მიხედვით აშშ-ის საჰაერო ძალები ჯერ კიდევ წინ არიან, მაგრამ ლითონში განხორციელებული ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები არ გააჩნიათ. რუსეთში ექსპლუატაციაში რამდენიმე ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებიია შესული. ექსპერტები მათი სიჩქარისა და დიაპაზონის გაზრდაზე მუშაობენ.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!
ყველა ახალი ამბავი
0