2021 წლის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები რუსეთისა და დსთ-სთვის

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში ბალისტიკური რაკეტა
 ბალისტიკური რაკეტა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
დსთ-ის ქვეყნებში 2021 წელმა სამხედრო შოკების გარეშე ჩაიარა. უსაფრთხოების გამოწვევები და ადგილობრივი სასაზღვრო დაძაბულობა წარმატებით იქნა კომპენსირებული დიპლომატიური და სამხედრო მანევრებით. ამასთან რუსეთი მშვიდობისა და სტაბილურობის საიმედო გარანტორად რჩებოდა მოკავშირეებისა და კეთილი მეზობლებისთვის ევროპასა და აზიაში.
განვიხილოთ ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები დსთ-ის და მეზობელი ქვეყნებისთვის, არა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არამედ მათი მნიშვნელობისა და ტრანსფორმაციის პერსპექტივის გათვალისწინებით.

START III-ის ხელშეკრულების გაგრძელება

მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა 3 თებერვალს 5 წლით გაახანგრძლივეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება (START III), ანუ ის ძალაში 2026 წლის 5 თებერვლამდე დარჩება. რთულ საერთაშორისო ვითარებაში წარმატება რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების — ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო მოლაპარაკებებმა განსაზღვრა. მსოფლიომ ღრმად ამოისუნთქა.
ხელშეკრულება უზრუნველყოფს ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს სტრატეგიული სტაბილურობის, პროგნოზირებადობისა და ღიაობის აუცილებელ დონეს (ხელშეკრულება ითვალისწინებს ყოველწლიურად 18 ინსპექტირებას ადგილებზე აშშ-ის და რუსეთის ჯგუფებისთვის).
რუსული სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
კასპიის ფლოტილიის ხომალდები კასპიისკში გადაბაზირდნენ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ START III-ის ძირითად შეზღუდვებს მიაღწიეს და შემდეგ დონეზე რჩებიან:
700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის განთავსება;
1.550 ბირთვული ქობინი, განთავსებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებში;
800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები მოწყობილობა (ყველა ტიპისა, მძიმე ბომბდამშენების ჩათვლით).
მხარეებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი სტრატეგიული შეტევითი იარაღის, ქობინებისა და მზიდების რაოდენობა.

გათავისუფლებული ავღანეთი

აგვისტოში უცხოური ჯარების (ნატოს) ავღანეთიდან გაყვანამ და თალიბების სწრაფმა დაბრუნებამ ხელისუფლებაში მსოფლიოს შეერთებული შტატების ნამდვილი სახე დაანახა, რომელსაც პლანეტარული არბიტრის პრეტენზია აქვს.
ოცწლიანი ავღანური კამპანია პენტაგონისთვის ძვირადღირებული (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 193 მილიარდი დოლარიდან 978 მილიარდ დოლარამდე) მარცხითა და გეოპოლიტიკური დამცირებით დასრულდა. თუმცა შეერთებული შტატები და ალიანსი ათწლეულების განმავლობაში მარცხდებიან განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე გაუთავებელ ომებში.
სუბმარინა „ვლადიმირ მონომახი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
მიმოხილვა: რუსეთი მშვიდობას კეთილი სიტყვითა და ბირთვული სუბმარინებით განამტკიცებს
შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ დოჰაში 2020 წლის 29 თებერვალს ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ავღანეთიდან უცხოური ჯარების (ნატოს) გაყვანას ითვალისწინებდა დაპირისპირებულ ძალებს შორის პოლიტიკური დარეგულირების სანაცვლოდ. რეალურად კი „თალიბანი“ არ აპირებდა ძალაუფლების ოპონენტებთან გაზიარებას და იარაღის ძალით ორ კვირაში გაანადგურა ქაბულის პროამერიკული მთავრობა.
ამრიგად, ავღანეთში სახელმწიფოს მშენებლობის ამერიკული გამოცდილება კიდევ უფრო დამღუპველი აღმოჩნდა. შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა კატეგორიული უარი განაცხადეს პენტაგონის „ალტერნატიული აეროდრომის“ (ქაოსის პროექციის პლატფორმის) განთავსებაზე მათ ტერიტორიაზე.

ბომბები ნატოს კურსზე

მოსკოვმა ძალიან მკაცრად მონიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის დაშვებული ლიმიტი, როდესაც ბრიტანულმა გამანადგურებელმა Defender-მა 23 ივნისს რუსეთის საზღვარი დაარღვია და ყირიმის კონცხის მახლობლად შევიდა შიდა წყლებში. შავი ზღვის ფლოტმა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა დამრღვევს მარშრუტი გამაფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლითა და დაბომბვით „გაასწორებინეს“.
“ალტიუს უ“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
რუსული იარაღი: მძიმე „ალტიუსი“ მსუბუქად ფრინდება
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ვერსიამ „გამანადგურებლის უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის შესახებ“ საცეცხლე გამოცდას ვერ გაუძლო. მიზანმიმართული პროვოკაცია რუსეთის ყირიმის სანაპიროებთან შეიძლებოდა ბოლო მისია ყოფილიყო ბრიტანული ეკიპაჟის მრავალი წევრისთვის.
ინციდენტმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად დაუცველები არიან ნატოს გემები მაღალტექნოლოგიურ მტერთან საბრძოლო დაპირისპირებაში. რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერითაც კი — 32 გემი, 40 თვითმფრინავი, 5.000 ჯარისკაცი 30 ქვეყნიდან, რომლებიც Sea Breeze-2021 მანევრების ფარგლებში იყვნენ ინტეგრირებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა არადიპლომატიურად, „პარტნიორებისთვის“ დამამცირებლად, მაგრამ მაინც ზუსტად მონიშნა 24 ივნისს რუსეთის საზღვრების ურღვევობა: „ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საღ აზრს, მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. თუ ეს არაფერს უშველის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავბომბოთ არა მხოლოდ კურსის მიმართულებით, არამედ სამიზნეებიც“.

„დასავლეთი-2021“

ბელორუსმა და რუსეთმა სექტემბერში სტრატეგიული მანევრები „დასავლეთი-2021“ ჩაატარეს, რომელშიც 200 ათასამდე სამხედრო, 290 ტანკი, 240 საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, დაახლოებით 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 15 ხომალდი მონაწილეობდა.
აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
ღია ცის ხელშეკრულების ჩაშლა: აშშ-ის ინიციატივა სახიფათო შედეგებით
წვრთნებში პირველად ჩაერთო აღჭურვილობისა და ტაქტიკური ტექნიკის ახალი მოდელები. საბრძოლო ფორმირებებში, მოტომსროლელებთან ერთად, მოქმედებდნენ შემტევი რობოტები „ურან-9“ და „ნერეხტა“, რომლებიც მტრის ცოცხალ ძალას და ჯავშანტექნიკას 5 კმ-მდე მანძილზე ანადგურებდნენ სარაკეტო კომპლექს „ატაკას“, რეაქტიული ცეცხლმფრქვევებისა და 30-მილიმეტრიანი ქვემეხების ცეცხლით.
რუსეთის ჯარებმა დაამუშავეს მასიური საავიაციო შეტევა, რომელშიც 60-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის, ექვსი მძიმე ბომბდამშენი ТУ-22M3. ასევე მოქმედებდნენ მოიერიშე დრონები „ინოხოდეცი“ („ორიონი“) და „ფორპოსტი“. განხორციელდა საჰაერო–სადესანტო ნაწილების ღამით მასიური დესანტირება.
ბარაჟირების გამოყენებამ — ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქებამ 1.500 მ სიგრძის ხაზზე — შესაძლებელი გახადა „მტრის“ რეზერვების მოწყვეტა. მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები წარმატებით შესრულდა.
მანევრები „დასავლეთი 2021“ დამაჯერებელი პასუხი იყო აშშ-ის არმიის ფართომასშტაბიან წვრთნებზე Defender Europe 21, რომელიც მარტში ჩატარდა და მესამე მსოფლიო ომის რეპეტიციას ჰგავდა — 26 ქვეყნის 30.000 ჯარისკაცი ევროპის 12 ქვეყნის 30 პოლიგონზე მოქმედებდა. ამერიკელებმა შეერთებული შტატების ტერიტორიიდან ევროპაში არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ 1.200 ერთეული სამხედრო ტექნიკაც გადაისროლეს.
უკრაინის სამხედრო ხომალდები - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
მოსაზრება: რატომ არ შევიდა „დონბასი“ შავ ზღვაში

პერლ ჰარბორი II

რუსეთის საზღვაო ძალების თანამედროვე ისტორიაში პირველად, ივნისში მასიური სარაკეტო დარტყმა დამუშავდა შეერთებული შტატების სტრატეგიულ სამიზნეებზე. მანევრების დროს, ამერიკული სამხედრო ბაზა პერლ ჰარბორის მახლობლად, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა, შორი მანძილის რაკეტმზიდ ავიაციასთან ერთად, წარმატებით დაამუშავა პირობითი მტრის ავიამზიდების დაჯგუფების განადგურება ფრთოსანი რაკეტებით ჰავაის სანაპიროდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით.
ამერიკელები სერიოზულად შეაშფოთა „პერლ ჰარბორი II“-მა, და ჰაერში თავიანთი საუკეთესო გამანადგურებლები (F-22 Raptor) ასწიეს.
წყნარი ოკეანის ფლოტმა გემებისა და წყალქვეშა ნავების ოთხი რაზმი (სულ 20 ერთეულზე მეტი) განათავსა, რომლებმაც მაისში დატოვეს ბაზები და ერთდროულად (ფარულად) სხვადასხვა მარშრუტით მივიდნენ თავდასხმის ხაზზე ჰავაის მახლობლად, რუსეთის სანაპიროდან 4.000 კილომეტრზე.
გემებზე 100-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტა „ვულკანი“, „კალიბრი“, „ურანი“ იდგა. წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიან წვრთნებში ჩართული იყო Ту-95МС და Ту-160, ნავსაწინააღმდეგო ავიაციის თვითმფრინავები Ту -142МЗ, და ეს იყო მაღალტექნოლოგიური, შთამბეჭდავი, დამაჯერებელი და უპრეცედენტო რამ.
არავინ უნდა დაივიწყოს: საჭიროების შემთხვევაში რუსეთის საზღვაო ფლოტს შეუძლია ჰიპერბგერითი ან თერმობირთვული „ბრიზი“ მოუწყოს მტერს მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. და ეს მხოლოდ ხილული სპექტრის ნაწილია.
 Су-35С - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
როგორ ხვდებიან Су-30 და „მურმანსკი“ პარტნიორებს რუსეთის საზღვრებზე

კოსმოსური იარაღი

უახლესმა საზენიტო-სარაკეტო სისტემამ С-550 წარმატებით გაიარა სახელმწიფო გამოცდები და საბრძოლო მწყობრში ჩადგა. მისი ძირითადი განსხვავებები წინა სისტემებისგან — რაკეტების მოქმედების დიდი დიაპაზონი და აღმოჩენის უფრო დიდი რადიუსია.
კოსმოსურ იარაღს ყველა გაგებით შეუძლია გაანადგუროს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ქობინები, ჰიპერბგერითი სამიზნეები რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის სიმაღლეზე. ამის დასტურია მიწიდან ძველი თანამგზავრის „ცელინა-D“-ს იუველირული განადგურება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რაც ნოემბერში მოხდა. რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ეს ფანტასტიკური საზღვარი ჯერ კიდევ არ არის ღირსეულად შეფასებული.
აშშ-ის კოსმოსური ძალები რუსეთის მიერ საკუთარი თანამგზავრის განადგურებას გაფრთხილებად აღიქვამენ. თუ ხვალ დიდი ომი იქნება, პენტაგონმა და ნატომ შეიძლება რამდენიმე საათში დაკარგონ ყველა სადაზვერვო და სანავიგაციო კოსმოსური ხომალდი. „პარტნიორებს“ ასეთი სარაკეტო სისტემები არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ ჰიპერბგერითი რაკეტების სერიულ წარმოებაზე, რომელიც ასევე ნოემბერში დაიწყო რუსეთმა.

შორი სამიზნით

რუსეთმა კოლექტიური დასავლეთის ჰიბრიდულ და პირდაპირ სამხედრო საფრთხეებს მოდერნიზებული, ფაქტობრივად ახალი სტრატეგიული რაკეტმზიდების ТУ-160M-ების წარმოებით უპასუხა. რუსული შორი დისტანციური ბომბდამშენები ТУ-22M3 და სტრატეგიული ТУ-160 ნოემბრიდან უფრო აქტიურად აძლიერებდნენ საერთაშორისო უსაფრთხოებას, აპროეცირებდნენ კრემლის კეთილ ნებას ბელარუსის, ხმელთაშუა, იაპონიის და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების თავზე.
ტანკი „არმატა“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
მიმოხილვა: რუსული იარაღი – 2021 წლის წინასწარი შედეგები
მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობა მინსკთან, დამასკთან, პეკინთან მუდმივად ვითარდება და ბევრ საინტერესო მოვლენას გვპირდება.
დეკემბერში რუსეთმა „პარტნიორებს“ მშვიდობისკენ მოუწოდა თანაბარი უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე და შეერთებულ შტატებსა და ნატოს კონკრეტული შეთანხმებების პროექტები შესთავაზა. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის ასიმეტრიული პასუხი კოლექტიური დასავლეთის სამხედრო საფრთხეებზე აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება იყოს კუბასთან, ირანთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით 5.500 კმ-მდე მანძილის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების — X-101 და ბირთვული X-102 (სადესანტო) განლაგება, რომლებიც არ ექვემდებარება START-3-ის ხელშეკრულებას. თითოეულს თავისი შეთანხმების უნარის მიხედვით მიეგება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0