აშშ ანტიეკოლოგიურ რბოლას ჩაუდგა სათავეში

© AP Photo / Martin Meissner
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
შეერთებულიშტატები ლიდერია მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყანა ახალ 2022 წელში ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი იპოსტასით შევიდა. გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურესად იმედგაცრუებულნი არიან: შეერთებული შტატები, ეკონომიკის აღდგენისა და პანდემიიდან თავის დაღწევის მცდელობებში, უფრო და უფრო შორდება დეკარბონიზაციის დეკლარირებულ მიზნებს.
დათვლილია,რომამერიკაში გამოფრქვეული სათბურის გაზების მთლიანი მოცულობა გასულ წელს თითქმის შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც გამოწვეულიაწიაღისეული ნახშირწყალბადის საწვავის, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ნახშირის როლის მკვეთრი ზრდით. მონაცემები ჯერ კიდევ წინასწარია, მაგრამ ისინი უკვეახლა იწვევს მწუხარებასალტერნატიული ენერგიის ყველა თაყვანისმცემლის გულში — მიუხედავადიმისა, რომ აშშ-ის ენერგობალანსში განახლებადი ენერგიის წილი იზრდება.
Extinction Rebellion-ის ეკოაქტივისტები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
მოსაზრება: რუსეთის წინააღმდეგ ეკოტერორისტებს ამზადებენ
პანდემიისორმა წელმა შოკში ჩააგდო გლობალური ეკონომიკა, მოიტანა დისკომფორტი და მნიშვნელოვნად შეცვალა მილიარდობით ადამიანის ცხოვრება, მაგრამ მწვანე ენერგეტიკის დამცველებისთვის ეს იყო წმინდა ბედნიერების პერიოდი. 2019-2020 წლებში შეერთებულ შტატებში სათბურის გაზების დონე დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა, ანუ ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდთან იყო შესაბამისობაში. 2021 წელიც კი (ეკონომიკური ჩაძირვის აღმოფხვრის სასტიკი მცდელობებითაც კი), კატასტროფული არ ყოფილა. გამონაბოლქვი მაინც ხუთი პროცენტით იმაზე დაბალიიყო, ვიდრე გლობალური პანდემიის დაწყებამდე წლებში.
ყველაფერიმაქსიმალურად კარგად მიდიოდა. პირველად შეერთებული შტატების ისტორიაში, ალტერნატიული გენერაციის წილმა წარმოების მეხუთედი, ანუ დაახლოებით 820 ტერავატ-საათი შეადგინა წელიწადში და ამ მაჩვენებლით ბირთვულ სექტორს გაუტოლდა — ხოლო შეერთებული შტატები, შეგახსენებთ, რომ ყველაზე ბირთვული ქვეყანაა მსოფლიოში. გასული წლის ოქტომბრის მონაცემებით, იქ ოთხმოცდაცამეტი რეაქტორი მუშაობდა.
ზამთარი ბერლინში - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
რუსეთს ევროპის გამყინვარება არაფერში სჭირდება: ის ამას თავისით ახერხებს
შედარებისთვის: ამ მაჩვენებლით მეორე ქვეყანას — საფრანგეთს, თითქმისნახევარი, მხოლოდ 56 ენერგობლოკი აქვს. აქ აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომ ამერიკელები განახლებადი წყაროების სეგმენტში, ქართან, მზესა და ბიომასასთან ერთად, ჰიდროენერგიასაც რთავენ. ამერიკული ჰიდროელექტროსადგურებიმთელი ელექტროენერგიის სულ მცირე ექვს პროცენტს აწარმოებენ, ხოლო სახელმწიფო Energy Information Administration ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ზრდას მინიმუმ კიდევ ერთი პროცენტით პროგნოზირებს.
პოზიტიურიამბები ამით არ დასრულებულა. ქარისა და მზის სადგურების მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი 2022 და 2023 წლებში 29 და 28 გიგავატი საწარმოო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანას გეგმავენ. ფაქტობრივად, საუბარიაპოტენციური შესაძლებლობების გაორმაგებაზე – მაგრამ აქ ყველა სასიამოვნო ტენდენცია მთავრდება.
თუენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ანგარიშს ყურადღებით წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ნახშირწყალბადების უარყოფასთან დაკავშირებული ყველა მოხსენებას გეგმების, მოლოდინებისა და იმედების ხასიათი აქვს. აი წიაღისეული საწვავის მოპოვებისა და მოხმარების შედეგების წინასწარი მაჩვენებლები — ეს ფიზიკურიფაქტია, რომელიც საქვაბეებისგაცხელებით მივიდა სახლებამდე ელექტროენერგიისა და სითბოს სახით.
თხევადი გაზის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მოსაზრება: ევროპა განწირულია, რომ რუსეთს ფული უხადოს
გასულიფისკალური წლის მაჩვენებლები სტანდარტულად თებერვალში გამოქვეყნდება, მაგრამუკვე ახლაა გასაგები, რომ ნახშირის მოპოვება შეერთებულ შტატებში გაიზარდა. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ამერიკელმა მაღაროელებმა ათი პროცენტით მეტი ნახშირი აწარმოეს, ვიდრე 2020 წელს, ანუ წარმოების წმინდა ზრდამ სადღაც 55-60 მილიონი ტონა შეადგინა.
მოპოვებულიშავი ოქრო ჰაერში არ აორთქლებულა. ქვანახშირზე დაფუძნებულიელექტროენერგიის წარმოებამ, რომელიც მანამდე შემცირდა, ახლა თითქმის 1000 ტერავატსაათს მიაღწია. გზადაგზა ასევე გაიზარდა ნახშირისექსპორტი (პლუს 52 პროცენტი), რომლის ლომის წილი აზიაში გაიგზავნა, კერძოდ, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
შეერთებულშტატებს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაეროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირთვული ენერგიისეკოლოგიურად უვნებლად აღიარებას ეხება, მაგრამ ადგილობრივი გარემოსდამცველები მზად არიან, თავად გააკეთონ ეს. მათდა სამწუხაროდ, ამერიკაში ბირთვული რეაქტორების პარკი ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის მკაფიო პერსპექტივის გარეშე ბერდება. კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული Vogtle NPP-ის უახლესი პროექტი 2012 წლით თარიღდება, სადგური ერთადერთ მშენებარე ობიექტად მიიჩნევა ქვეყანაში, მაგრამპროექტზე სიახლეები არ არის.
ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური Drax ჩრდილოეთ ინგლისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
მიმოხილვა: „შავი ბოროტება“ ევროპაში რეკორდებს ხსნის
. ამასობაში კიდევ ერთხელდადასტურდა ის ფაქტი, რომ კლასიკური ენერგიის წყაროების ჩანაცვლება ქარის წისქვილებითა და პანელებით ჯერჯერობით უბრალოდ შეუძლებელია. ასემაგალითად, აშშ-ისჩრდილოეთ დაკოტას შტატში და კანადის მეზობელ პროვინცია ალბერტაში ნავთობსადენი Keystone გაჩერდაძლიერი ყინვების გამო — სწორედ ის, რომლის დახურვასაც ჯო ბაიდენი აპირებდა ბრძანებულებით. რეკორდულმა მინუს35 გრადუსამდე ტემპერატურამ აიძულა მაგისტრალის მფლობელი კომპანია TC Energy-ის მფლობელები, შეეწყვიტათ ნავთობპროდუქტების გადაქაჩვა, რამაც მაშინვე გამოიწვია ბენზინსა და დიზელზე ფასების ადგილობრივი ზრდა.
მაგრამყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ბუნებრივი აირის წარმოებამ და მოხმარებამ აჩვენა. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მისი წილი ელექტროენერგიის წარმოებაში აშშ-ისმოსახლეობის საჭიროებებისთვის გაორმაგდა, მაგრამ აქ უბრალოდ უნდა გესმოდეთ ზრდის მასშტაბები.
თუ2005 წელს მწარმოებელი კომპანიები ბუნებრივი აირის ბაზაზე 750 ტერავატსაათს აწარმოებდნენ, 2021 წელს კი მისი წილისავარაუდოდ 1600 ტერავატ-საათი იქნება. ეს იმდენივეა, რამდენსაც ატომურიდამწვანე ენერგია ერთად იძლევა.
სხვათაშორის, გაერო ასევე აპირებს ბუნებრივი გაზის შეყვანას უსაფრთხო წყაროების სიაში, რასაც თანამედროვე მწვანეები კატეგორიულად არ ეთანხმებიან — და ამაში მათ უკმაყოფილების ყველამიზეზი აქვთ.
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მწვანე ეკონომიკა — პოლიტიკოსების კრიზისისა და უმეცრების სიმბოლო
U.S. Environmental Protection Agency-ს მონაცემებით, 2019 წელსგაზის მოპოვება, საწვავისა და წარმოებულების წარმოება და ექსპლუატაციიდან გასული ჭაბურღილებიდან გაჟონვა აშშ-ში მეთანის ემისიების მესამედს შეადგენდა. სწორედ იმ მეთანისა, რომელიც ატმოსფეროს ორმოცდაათჯერ უფრო მეტად აცხელებს, ვიდრე სხვა სათბური აირები.
ნახშირბადისგან თავისუფალი მომავლის ოცნებაში ბოლო ლურსმანი იყო პირადი და სხვა ავტოტრანსპორტის შესახებ სტატისტიკა. როგორც კი შტატებში მკაცრი კარანტინი გაუქმდა, კომპანიებმა მაშინვე დაკარგული მოგებისანაღაურებაზე დაიწყეს მუშაობა, რამაც ტვირთებისგადაზიდვის უპრეცედენტო ბუმი გამოიწვია. გასული წელი სატვირთო მანქანებიდან გამოფრქვეული სათბური და სხვა გაზების რეკორდული ზრდით დასრულდა, რაც აშშ-ს ლოჯისტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ყველაეროვნული ემისიის ოცდაათ პროცენტზე მეტი, ზრდა — ერთდროულად ათიპროცენტი.
აბი ვერც ამერიკის ადმინისტრაციის საჩუქარმა ვერ დაატკბო. ნოემბერში მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ტექნიკური ობიექტების მშენებლობის ნებართვას იძლევა ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღებაზე მისი შემდგომი სათანადო უტილიზაციის მიზნით. ამ საჭიროებებისთვის ბიუჯეტიდან სამ მილიარდნახევარი დოლარის გამოყოფა იგეგმება.
გაზის მანომენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
იუშკოვი: რეალურად ვინ არის დამნაშავე ევროპის ენერგეტიკულ კრიზისში?
საუბარია ორ ტექნოლოგიაზე. პირველი — ეს ეგრეთ წოდებული ჰაერიდან უშუალო ამოღებაა (direct air capture), მეორეს კი capture and storageეწოდა.
პირველიგულისხმობს გიგანტური ვენტილატორების დამონტაჟებას, რომლებიც ჰაერს სპეციალურ რეზერვუარებში შეიტანს, სადაც ნახშირბადიშეკრული იქნება სპეციალური ქიმიური ხსნარების გამოყენებით, ხოლო დარჩენილი აირები კვლავ ატმოსფეროში გამოიყოფა. შემდეგ მიღებული ნარევი გაცხელდება სუფთა CO2-ის გამოსათავისუფლებლად, შეერევა წყალხსნარებს, კრისტალიზდება და ჩაიმარხება მიწაში.
მეორე მეთოდი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც მენავთობეებმა გამოფიტულ ჭაბურღილებში ნახშირორჟანგის ჩატვირთვა დაიწყეს, აძევებდნენ რა ამ სახით იქიდან ძვირადღირებული სითხის დამატებით მოცულობებს.
აღმოჩნდა, რომ გაზის გარკვეული ნაწილი მაინც რჩებოდა მიწისქვეშა სიცარიელეებში. თუმცა იმის თქმა, თუ როგორ მოქმედებს ეს ეკოლოგიაზე, უსტად არავის შეუძლია.
მიიჩნევა, რომ 2050 წლისთვის ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მისაღწევად კაცობრიობამ უკვე ხვალ უნდა დაიწყოს წელიწადში არანაკლებ 7,5 მლრდ ტონა გაზის ამოღება და უტილიზაცია, ანუ კაცობრიობის მიერ წარმოებული მოცულობის დაახლოებით ერთი მეხუთედი. ამასთან მიმდინარე მომენტში, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი, ატმოსფეროდან ამოიღება დაახლოებით 40 მლნ ტონა ნახშირბადი, ანუ სულ დაახლოებით 0,01 პროცენტი.
უფრო მეტიც, დღეს არ არსებობს CO2-ის ამოღები არცერთი ინდუსტრიული და, რაც მთავარია, ეკონომიკურად გამართლებული ტექნოლოგია, ანუ კონგრესის მიერ მიღებული კანონი სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია, რომელიც შექმნილია ამერიკის გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წარუმატებლობის დასაფარად ახალ ეკონომიკურ რეალობაში.
ბოლოს შეილება აშკარა ფაქტი კონსტატაცია მოვახდინოთ. თუ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ამერიკული გავლენის შემცირების შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვაშინგტონის სრული და უპირობო ფიასკო გლობალურ დათბობასთან ბრძოლის სფეროში — ეს მომხდარი ფაქტია. და ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც კიდევ ერთხელ დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ არ გვინდა ვიბრძოლოთ ნათელი, ნახშირბადისგან თავისუფალი მომავლისთვის.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე!
ყველა ახალი ამბავი
0