რუსეთს ევროპის გამყინვარება არაფერში სჭირდება: ის ამას თავისით ახერხებს

© AP Photo / Kay Nietfeldზამთარი ბერლინში
ზამთარი ბერლინში - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
დასავლური მედია ფრიად შეშფოთებულია. ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება უახლოეს დღეებში მაინც გააჩერებს ქვეყანაში დარჩენილი ექვსი ატომური ელექტროსადგურიდან სამს.
ეკოლოგიური საზრუნავით შეპყრობილ მსოფლიოს ეს თითქოს უნდა ახარებდეს, მაგრამ ამაოდ. თუ უცხოური გამოცემების სათაურებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ მათი უმეტესი ნაწილი მეტად პირქუში ხასიათისაა. ენერგეტიკული თუ ფინანსური სექტორების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ბერლინმა თავისი მწვანე ამბიციების სარეალიზაციოდ მაქსიმალურად შეუფერებელი დრო შეარჩია.
გერმანია ევროპის მთავარი ეკონომიკაა, ოთხ ტრილონ დოლარზე მეტის მოცულობით. ის ერთდროულად არის ევროპის კოლექტიური ეკონომიკის გაწონასწორებულობისა და საიმედოობის გარანტი, და ასევე ლოკომოტივი, რომელიც მას წინ ექაჩება. ამიტომაცაა, რომ ყველა დაინტერესებული მოთამაშე ესოდენ ყურადღებით აკვირდება პროექტებს, რომლებსაც ბერლინი ახორციელებს და რომელთა შედეგებიც წრიულად გაიშლება, მოედება რა უკლებლივ ყველა მეზობელსა და სავაჭრო პარტნიორს.
თხევადი გაზის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მოსაზრება: ევროპა განწირულია, რომ რუსეთს ფული უხადოს
ყველაზე მეტ შფოთვას იწვევს არა თავად სამი სადგურის — Grohnde-ს, Gundremmingen-ისა და Brokdorf-ის გაჩერება, არამედ ამისთვის შერჩეული მომენტი.
ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობებისა და ბიუჯეტებისთვის 2021 წელი მეტად მინორულ ნოტზა მთავრდება. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის მცდელობებისა და ამინდის პირობების შერწყმამ აქამდე უნახავი ფასები მოიტანა ენერგომატარებლებზე, რომლებმაც ლოგიკურად ჩამოაყალიბა გამუდმებული დეფიციტი, რეზერვების უკმარისობა და ელექტროენერგიაზე ფასები — ბევრად მაღალი, ვიდრე ერთი წლის წინ. ასე მაგალითად, გერმანიაში ერთი მეგავატსაათი უკვე 430 ევროზე მეტი ღირს, რაც 350%-ით მეტია შარშანდელზე. ანალოგიური ფასებია ავსტრიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დეკემბერიში ბირჟებზე მეგავატსაათი ას ევროზე ოდნავ მეტად იყიდებოდა.
პარალელურად აღინიშნება საცავებში საწვავის მარაგების შემცირება. ცნობილია, რომ ნოემბრის დასაწყისიდან ევროპულმა კომპანია-ოპერატორებმა გაზის მიწისქვეშა საცავებიდან 14 მლრდ კუბომეტრ გაზზე მეტი ამოქაჩეს. მიწისქვეშა რეზერვუარების საერთო შევდებადობა 60%-ით ფასდება — და ეს ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. უფრო სამწუხარო ამბავი მხოლოდ 2018 წელს მოხდა, როდესაც კონტინენტის ევროპულ ნაწილზე ყინულოვანი ციკლონი ბობოქრობდა — სახელწოდებით „აღმოსავლელი მხეცი“. ცივი ამინდები მაშინ მარტის დასაწყისამდე გაგრძელდა და თოვლით სამხრეთ რეგიონებიც კი დაფარა, რის გამოც სატრანსპორტო მიმოსვლა დაირღვა, გადაიდო ასობით ავიარეისი.
ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური Drax ჩრდილოეთ ინგლისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
მიმოხილვა: „შავი ბოროტება“ ევროპაში რეკორდებს ხსნის
ეს მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ყინვები, ადრე თუ გვიან უკან დაიხევდა. დღეს კი, იმის წინასწარმეტყველებას, როდის დამთავრდება პანდემია და ფინანსურ-ენერგეტიკული კრიზისი, ვერცერთი ყველაზე თავგადაკლული ასტროლოგი ვერ ბედავს.
უცხოური მედია, იძულებითი ეკოლოგიური დღის წესრიგის ერთგულები, კიდევ ერთ ფაქტს ჩქმალავს, ურომლისოდაც ბირჟების, ელექტროსადგურების მფლობელებისა და საბოლოო მომხმარებლების განგაში არც ისე გასაგებია. მათ რცხვენიათ ახსენონ, რომ გერმანია წლის ბოლომედ, ანუ დარჩენილ ერთ კვირაში, გარდა სამი აეს-ისა, კიდევ ქვანახშირზე მომუშავე 11 თბოელექტროსადგურის გააჩერებას აპირებს — ეკონომიკის დეკარბონიზაციის ნებაყოფლობით მიღებული ვალდებულებების ფარგლებში. ანუ ქვეყანაში ელექტრობის წარმოება სამი გიგავატით კი არა, როგორც ამას ყველგან ამბობენ, არამედ ერთბაშად 6,4 გიგავატით შემცირდება.
ახლა კი ოფიციალური სტატისტიკითა და კალკულატორით შევიარაღდეთ. გერმანია ბოლო ორ წელში ელექტროენერგიის წარმოების სტაბილურ შემცირებას აჩვენებს. 2018-2020 წლებში გერმანელმა ენერგეტიკოსებმა 637, 603 და 567 ტერავატ/საათი გამოიმუშავეს (შესაბამისად). რაც შეეხება მოხმარებას, აქ თითქოს არაფერი საშინელი არ მომხდარა. 2019 წელს გერმანიამ სულ 567 ტერავატ/საათი მოიხმარა, და ეს მთელი 11%-ით ნაკლებია 2010 წელზე.
გაზსადენის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
მოსაზრება: „პაკისტანური ნაკადი“ – რუსეთი სამხრეთისკენ მიიწევს
მაგრამ მთავარი ოფიციალური ანგარიშების დონეზე დაბლა იმალება. ბერლინი ყველა ძალისხმევას იყენებს, რათა თავისი ეკონომიკის შემდგომი ზრდა შეინარჩუნოს და უზრუნველყოს. ეს კი უბრალოდ შეუძლებელია ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდის გარეშე. თუ გერმანელები დასახულ მიზნებს მიაღწევენ, მაშინ უკვე 2030 წლისთვის მათი ინდუსტრიისა და მოსახლეობის ნორმალური ცხოველქმედებისთვის მინიმუმ 700 ტერავატ/საათი იქნება საჭირო.
და ეს იმ ფონზე, რომ გერმანიის ენერგოდამოუკიდებლობა მეტად პირობითია. ქვეყანას ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნების მესამედზე ოდნავ მეტის დაკმაყოფილება შეუძლია, დანარცენს ის უცხოეთში ყიდულობს.
სამი ატომური და ათობით ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვას ხელის ერთი მოსმით გააქვს ენერგობალანსიდან მინიმუმ 50 ტერავატ/საათი, ანუ თითქმის მეათედი ნაწილი. და ეს ცივი ზამთრის პირობებში, როდესაც წინ სიცივეებისა და ენერგომატარებლებზე არაპროგნოზირებადი ფასების კიდევ მინიმუმ ორი თვეა დარჩენილი, რაზეც გერმანია, მიუხედავად „გაზპრომთან“ კონტრაქტისა, ასევე ძალიან არის დამოკიდებული.
ოლაფ შოლცის გუნდის მიერ გატარებული ხაზი მარტო ჩვენთვის არ არის გაუგებარი. როგორ აპირებს ბერლინი ამ ხელთქმნილი შტოპორიდან გამოსვლას, მთელი მსოფლიო მედია არკვევს, ვინაიდან არ არსებობს არანაირი გასაგები ინფორმაცია — თუ ასეთად დეკარბონიზაციის გეგმის შესრულების შესახებ მხნე განცხადებებს არ ჩავთვლით.
ბალტიის აეს-ის მშენებლობა კალინინგრადში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
სპეციალისტებს ახალი კანცლერის ნაბიჯები აბნევს — დაწყება იმით, რომ გერმანია ნებაყოფლობით და დამოუკიდებლად ამბობს სრულ უარს ატომურ ენერგეტიკაზე „ფუკუშინას“ ავარიის შემდეგ. სანამ მსოფლიო ბაზრებს შტორმი არ უტევდა, მანამ ამ გადაწყვეტილებას ყველა მიესალმებოდა, მაგრამ ახლა ის საკუთარი თავისთვის ორმოს გათხრას ჰგავს. იაპონია, სადაც ავარიის მომენტში 54 ატომური რეაქტორი მუშაობდა და რომლებიც მოგვიანებით თითქმის სრული შემადგენლობით გააჩერეს უსაფრთხოებაზე შესამოწმებლად, მეტად აქტიურად აბრუნებს მათ მწყობრში. უბრალოდ იმიტომ, რომ ენერგეტიკული კმარობის უზრუნველყოფა მათ გარეშე სეუძლებელია.
ამ დროისათვის ხელისუფლებასა და აეს-ების მფლობელებს უკვე კანონმდებლობით აქვთ მიღებული და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული ათობით რეაქტორის ამუშავება, და იაპონია კვლავ ოპერირებს 37 რეაქტორით. ანუ, ბერლინს რომ ოდნავ დაემუზრუჭებინა თავისი გეგმები აეს-ების გაჩერებასთან დაკავშირებით, მსოფლიო თანამეგობრობა მხოლოდ მსუბუქად აბუზღუნდებოდა, ვინაიდან მსგავსი პრობლემები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არსებობს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ეკოლოგიის ფაქტორიც. ატომური ენერგეტიკის ეკოლოგიურად სუფთად ცნობას უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ვინაიდან აეს-ების მუშაობის პროცესში მინიმალური რაოდენობის სათბური გაზები გამოიყოფა — მაგრამ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ბიუროკრატიის ოკეანეში იძირება.
Арктическая экспедиция Кара-зима 2015 - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
დასავლეთს ჩრდილოეთისკენ სვლა სურს, მაგრამ იქ ადგილი უკვე დაკავებულია
დასავლელი ეკოაქტივისტები აღნიშნავენ, რომ გადადგმული ნაბიჯების ფონზე გერმანიას ალტერნატივა არ აქვს — მხოლოდ ნახშირის მოხმარების ზრდა, რომლის წილი ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში ბოლო სამი წლის განმავლობაში 22-დან 16 პროცენტამდე შემცირდა. ეს კი, თავის მხრივ, გარანტირებულად ჯვარს ასვამს 2050 წლისთვის უკარბონო ეკონომიკაზე გადასვლის ყველა გეგმას.
ამას ირიბად ადასტურებს თავად გერმანიიდან მოსული ახალი ამბები. სანამ ახალი პოლიტიკური გუნდი ყველასთვის გაუგებარ კულბიტებს აწყობს, გერმანელი ენერგეტიკოსები მოქმედებენ. მაგალითად, კომპანია Uniper-მა უკვე განაცხადა, რომ უარს ამბობს მისი კუთვნილი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურ Sholven-B-ის დახურვაზე და მზად არის, ამ საკითხის განხილვას დაუბრუნდეს მომავალი წლის ბოლოს დაუბრუნდეს. ეჭვგარეშეა, რომ მფლობელები უკვე გაეცნენ ევროპული ენერგეტიკული ბირჟა EEX-ის კვოტებს, სადაც 1 იანვრიდან ერთი მეგავატის ღირებულება 600 ევროდან იწყება.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ Uniper-ი და მათი კოლეგები ამას აკეთებენ არა უკიდურესი სიხარბის გამო, არამედ იმისთვის, რომ დღევანდელი პოზიციები მაინც შეინარჩუნონ. ანალიტიკური სააგენტო BloombergNEF-ის ცნობით, გერმანული ენერგეტიკული კომპანიების მარჟები ისტორიულ ფსკერზე დაეცა. 2017 წელს ბაზრის მოთამაშეების მომგებიანობა 27 პროცენტს შეადგენდა, მომდევნო წელს მისი დონე ათ პროცენტზეა მოსალოდნელი, ხოლო 2023 წელს ოპერატორებს თითოეულ ჩადებულ ცენტზე არაუმეტეს სამი ცენტის მოგება შეეძლებათ.
ნავთობტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
მიმოხილვა: რუსეთი ამერიკულ ნავთობბაზრებს იპყრობს
მიმდინარე ტენდენციებს სწორად აფასებენ მსოფლიოს მეორე ბოლოში. ავსტრალიის მთავრობამ, მსოფლიოში ქვანახშირის მთავარმა ექსპორტიორმა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წლიური ფინანსური გეგმების გადახედვას აპირებს. კანბერა ელოდება, რომ ენერგორესურსების გაყიდვიდან და ექსპორტიდან ამ წელს მიღებული შემოსავლები 22 პროცენტით გაიზრდება და 272 მილიარდ დოლარს შეადგენს. მარტო ენერგეტიკული ნახშირის გაყიდვიდან ავსტრალიელები თითქმის 40 მილიარდს გამოიმუშავებენ. ფაქტობრივად, გერმანია, რომლის ახალ ხელმძღვანელობაში „მწვანეები" მაქსიმალურად ფართოდ არიან წარმოდგენილი, ერთი ხელით კლიმატისთვის უსაფრთხო ატომურ ელექტროსადგურებს ხურავს, ხოლო მეორე ხელით ბაზრის მოთამაშეებს უბიძგებს, დაუბრუნდნენ ნახშირის წვას.
და კიდევ ერთი ფაქტი მრეწველებისა და ფინანსისტების შფოთვების ყულაბაში.
ერთი კვირის წინ საფრანგეთიდან არცთუ სასიამოვნო სიახლე მოვიდა. იქ ბირთვული უსაფრთხოების ზედამხედველმა აეს „სივოზე“ ბზარები აღმოაჩინა პირველი კონტურის წყლის ცირკულაციის მილებში. სადგური სიმძლავრით უანალოგო PWR-რეაქტორებს იყენებს და ორივე მათგანი სასწრაფოდ გააჩერეს ავარიის ალბათობის აღმოსაფხვრელად. ეს დროებითი სიძნელე იქნებოდა, მაგრამ „სივოს“ ტყუპი ჰყავს — აესი „შო“ (Chooz), რომელიც ანალოგიური პროექტით აშენდა იმავდროულად. რეგულატორმა საღად განსაჯა და ბრძანა, იქაც გაეჩერებინათ სამი PWR-რეაქტორი.
ელექტროენერგიის მთავარი ევროპელი ექსპორტიორის, საფრანგეთის ენერგობალანსიდან დათვლილ დღეებში ამოვარდა ხუთი გიგავატი, რაც მისი მოქალაქეების უზრუნველყოფას კითხვის ნიშანს უსვამს, რომ აღარფერი ვთქვათ ექსპორტზე.
ევროპას, ზამთრის ყინვებთან ერთად, ბნელი მომავალი უახლოვდება, სადაც ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ საღამოს მათი ნათურები აინთება, და ვერც იმას იტყვის, რა ციფრები იქნება ასახული მთვლელზე თვის ბოლოს. ევროპელებმა ეს მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა დააბრალონ. მათ თავად აირჩიეს პოლიტიკური ხელმძღვანელები, რომლებიც საკუთარ ფანტაზიებში არიან ჩაფლული და ფიზიკისა და ბაზრის კანონებს უგულვებელყოფენ.
შეიძლება ამ ხელთქმნილ კრიზისზე ოდესმე წიგნებიც დაწერონ — ჩვენ კი მხოლოდ მისი გადატანაღა დაგვრჩენია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0