https://sputnik-georgia.com/20210809/poloneTs-kaliningradi-sWirdeba-252542274.html
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
Sputnik საქართველო
პირდაპირ ახლა ყოფილი ვარშავის ბლოკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფართო პუბლიკისთვის შემჩნევლად ვითარდება მოვლენები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია სრულიად შეცვალოს... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T16:32+0400
2021-08-09T16:32+0400
2023-07-20T15:43+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
ავტორები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252542232_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_01d7b9a742050cfde9b1bc783e457491.jpg
სერგეი სავჩუკისაუბარია პოლონეთზე. როგორც ევროპული მედიასაშუალებები წერენ, ქვეყნის ენერგეტიკული გადაიარაღებისთვის რბოლაში ორი ადგილობრივი ოლიგარქი და მათი კუთვნილი კომპანიები ჩაერთო. ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი მიხაილ სოლოვოვი და მისი კომპანია Synthos-ია, რომლის ინტერესთა სფეროშიც ქიმიური მრეწველობა შედის. მისი ოპონენტია პოლონელი მედიამაგნატი ზიგმუნდ სოლორჟ-ჟაკი, რომელსაც კონცერნი ZE PAK ეკუთვნის.ერთი თვის წინ სოლოვოვმა პრონციპული შეთანხმების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა კონცერნმა GE Hitachi Nuclear Energy-მ ვალდებულება აიღო, რომ 2033-2043 წლებში პოლონეთის ტერიტორიაზე ოთხ მცირე ატომურ რეაქტორს ააგებს — თითოეულის სიმძლავრე ერთიდან 1,6 გიგავატამდე იქნება. მისი ვიზავის ინიციატივა კი უფრო ლოგიკურია და რეალურად განსახორციელებელი, მაგრამ მას გზას ქრონიკული პოლონური რუსოფობია უღობავს. სოლორჟ-ჟაკი კალინინგრადის ოლქში მდებარე ბალტიის აეს-ის მშენებლობაში ფულის ჩადების წინადადებას აყენებს, რითიც არა მარტო დაიხურება პოლონეთის ყველა პრობლემა, არამედ ქვეყანა საკვანძო რეგიონული მოთამაშეც კი გახდება ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე.მთელი საქმე ახალმოდურ ეკოლოგიურ ენერგეტიკაშია. საქმე ისაა, რომ პოლონეთი ვარშავის პაქტის წევრი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აწ გარდაცვლილი სსრკ-სგან ერთი ძველი ატომური ელექტროსადგურიც კი არ რგებია მემკვიდრეობით. პოლონური ენერგეტიკა მთლიანად და სრულად ქვანახშირზეა ბაზირებული. 2019 წლის მონაცემებით, წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 74% სწორედ ქვანახშირზე მოდის — იმ ქვანახშირზე, რომელიც დასავლეთში (და არა მარტო) ეკოლოგიის უბოროტეს მტრად და პოლარული მყინვარების მკვლელად გამოცხადდა.არსებული ვითარება, ბუნებრივია, ძალიან არ აწყობს ევროკავშირს, მაგრამ პოლონელები წლიდან წლამდე ირიდებენ თავიდან ყველა მოთხოვნას თავიანთი ენერგეტიკის „გამწვანების“ თაობაზე და სამართლიანად მიუთითებენ, რომ არც ისე პატარა ქვეყანაში გენერაციის ორი მესამედის ქარის ელექტროსადგურებითა და მზის პანელებით ჩანაცვლება უბრალოდ არარეალურია. ეს პოლიტიკური „გამიშვი-დამიჭირე“ ბრიუსელსა და ვარშავას შორის უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად იღებს ევროპული ხაზინიდან წარმოუდგენელ დოტაციებს 15-20 მლრდ ევროს ოდენობით, პოლონეთის მთავრობა იძულებულია დონორების დასაკმაყოფილებლად გზები ეძებოს.არსებული წიაღისეული რესურსებიდან პოლონეთი მხოლოდ ქვანახშირითაა მდიდარი და კიდევ ცოტა ბუნებრივი გაზითაც. ამ უკანასკნელის მარაგები საკმაოდ შეზღუდულია და შიდა მოპოვებები მხოლოდ მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. დანარჩენ საჭირო ცხრა მილიარდ კუბომეტრ გაზს პოლონელები რუსეთიდან იღებენ გაზსადენ „იამალის“ გავლით. ხოლო გათხევადებული აირის მიწოდებები აშშ-დან მაინც ვერ იქცა მხსნელ პანაცეად, ვინაიდან მთლიანი მოთხოვნების მხოლოდ მოკრძალებულ 7%-ს შეადგენს.ამასთან არავისთვისაა საიდუმლო, რომ პოლონეთი ევროპაში ნებისმიერი რუსული ენერგეტიკული პროექტის დაუძინებელი მოწინააღმდეგეა. ვარშავა გამუდმებით აცხადებს, რომ უკვე ძალიან მალე იტყვის სრულიად უარს რუსული გაზის შესყიდვებზე და ბალტიის ქვეყნებთან ერთად შეუქმნის პრობლემებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციას, ანუ გერმანიისა და ავსტრიის იმ მცდელობების ტორპედირებას მოახდენს, რომლის თანახმადაც ეს ქვეყნები ევროპის მთავარი ჰაბები უნდა გახდნენ გაზმომარაგების კუთხით.საკუთარი ანტირუსული პოლიტიკის გამო ვიწრო ჩარჩოებში მოქცეულ ვარშავას არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად ინსტრუმენტების მცირე რაოდენობაღა რჩება. უფრო სწორად, ვარიანტი ერთადერთია — ატომური ენერგეტიკა.ლოგიკა, ეკონომიკა, გეოგრაფია და ფიზიკა გვკარნახობს, რომ პოლონელებს ესაჭიროებათ გვერდზე გადადონ თავინთი სიძულვილი რუსეთის მიმართ და მასთან თანამშრომლობა დაიწყონ. პოლონეთი ენერგოდეფიციტური ქვეყანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებლად იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე ეს ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ციფრები ჯიუტი რამაა. მათ თანახმად კი ვარშავა, ყოველწლიური 165,5 ტერავატ/საათის მოხმარების ფონზე, კიდევ 13-ს საზღვარგარეთ ყიდულობს. უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი მეათე კილოვატი პოლონურ ენერგოსისტემაში იმპორტულია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.თუ პოლონეთის რუკას ავიღებთ და მასზე არსებულ ელექტროსადგურებს დავიტანთ, შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით გენერაციის ობიექტები საერთოდ არ არსებობს. უახლოესი თბოელექტროსადგური ვარშავის სამხრეთით და გდანსკის დასავლეთითაა განთავსებული. ბალტიის ატომური ელექტროსადგური კი, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვასთან საზღვარზე მდებარეობს, გეოგრაფიულად პოლონეთის უფრო სხვა რეგიონებთანაა ახლოს, რომლებსაც ელექტროენერგიის ქრონიკული დეფიციტი აქვთ. ხოლო პოლონეთის საზღვრამდე მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზების აგება სრულად რეალური ამოცანაა ტექნოლოგიების თანამედროვე დონის გათვალისწინებით.თუ ამერიკელების წინადადებასა და კალინინგრადში მდებარე აეს-ს შევადარებთ, აქაც ცალ კარში თამაში გამოვა. ბალტიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, რომლის ფიზიკური ინფრასტრუქტურაც, ოფიციალური შეფასებებით, 12-15%-ია, 7 მილიარდი ევრო დაჯდება. ეს მაშინ, როცა ამერიკული პროექტი, მხოლოდ წინასწარი გათვლებით, 23 მილიარდი ეღირება.კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. თუ კალინინგრადში მდებარე ობიექტის მწყობრში შეყვანა 2028 ან 2029 წელს სრულიად რეალურია, Synthos-ი ამერიკელებთან ერთად მუშაობის დაწყებას მხოლოდ 2030 წლის შემდეგ გეგმავს.და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. აეს-ის მშენებლობა უკიდურესად რთული პროცესია და პირველი პრობლემა — სეისმური მდგომარეობის თვალსაზრისით შესაფერისი ადგილის მოძებნაა. გეოლოგიურ-დაზვერვით სამუშაოებს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. ამერიკული რეაქტორებისთვის სამუშაოების ეს კომპლექსი არათუ არ დაწყებულა, მათი დაგეგმვის ჰორიზონტიც კი არ გაცხადებულა. ბალტიის აეს-ს ასეთი მონაკვეთი აქვს. ის უკვე გამოკვლეულიცაა და საერთაშორისო მარეგულირებლის დამტკიცებაც გაიარა. უფრო მეტიც, სადგურის მშენებლობის ე.წ. ნულოვანი ციკლი უკვე გავლილია.სხვათა შორის, ვითარების მთავარი ირონია ისაა, რომ სწორედ პოლონეთის (და ლიტვის) ქმედებებმა შეაჩერა 2013 წელს აეს-ის მშენებლობა ნემანის რაიონში. ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ვარშავამ და ვილნიუსმა სადგურიდან ელექტროენერგიის შესყიდვებზე შეთანხმებები გააუქმეს. გაუქმდა მთელი რიგი გადამცემი ხაზების მშენებლობაც, მათ შორის NordBalt-ის (ლიტვისა და შვედეთის გავლით), LitPol Link-ის (ლიტვისა და პოლონეთის გავლით), Estlink-ისა (ლიტვიდან ესტონეთსა და ფინეთში) და პოლონეთში პირდაპირი ენერგოხიდის ჩათვლით. აშკარაა, რომ პოლონელ ენერგეტიკოსებს უკვე მაშინ ესმოდათ რუსეთთან თანამშრომლობის უალტერნატოვობა და კალინინგრადიდან ელექტრობის ყიდვა სამარცხვინოდ არ მიაჩნდათ. მაგრამ საქმეში დიდი პოლიტიკა ჩაერია.პოლონეთმა და ბალტიისპირეთმა ფსონი რუსული ექსკლავის მოგუდვასა და ასაგები აეს-ის სიმძლავრეების სიჭარბეზე დადეს, მაგრამ გათვლებმა არ გაამართლა.რუსეთმა ბალტიის აეს-ის მშენებლობა გაყინა — კი არ გააუქმა, არამედ შეაჩერა. ობიექტზე საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა და ის დღემდე ანაბიოზის მდგომარეობაშია, ელოდება რა თავის დროსა და ასევე 2,8 გიგავატის სიმძლავრის მსურველს. დაკარგა რა ორი ატომური რეაქტორი, რუსეთმა საპასუხოდ თავისი ლეგენდარულად ქცეული „ასიმეტრიული ძიუდო“ გამოიყენა — კალინინგრადის ოლქში გასულ წლებში აშენდა ტალახოვსკის, პრეგოლსკისა და მაიაკოვსკის თბოელექტროსადგურები და პრავდინსკის ჰესი. დღეს რეგიონი სრულად უზრუნველყოფილია ენერგიით და ეს ფაქტი პოტენციურ ინვესტორებს შესაძლებლობების პრაქტიკულად შეუზღუდავ მოედანს უხსნის.გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ბაზარზე ბალტიის აეს-ის პროდუქცია საჭირო არ არის, მისი ელექტროენერგიის ექსპორტზე გადამისამართებაა შესაძლებელი. თუ დავუშვებთ, რომ პოლონეთში გონიერება გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთის ჩრდილოელი მეზობლები შემოსავლების წყაროს უმძლავრეს ინსტრუმენტს ჩაიგდებენ ხელში. რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში მიწოდებების გარეშე სადგურის სინქრონიზება ევროკავშირის ენერგოსისტემაშია შესაძლებელი. პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები ზღვა იაფ და ხელმისაწვდომ ენერგიას მიიღებენ, რისი აშკარა დასტურიცაა ბელარუსის აეს-ი.რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობების ზედაპირულმა ანალიზმა და ისტორიამ შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ვარშავა მორიგ ჯერზე უგულებელყოფს აშკარას და რუსოფობიის დანაკარგებიან გზას განაგრძობს. მაგრამ აქ, როგორც ყოველთვის ხდება დიდ პოლიტიკაში, სადაც საკუთარი ინტერესები, დიდი ფული და დიდი შესაძლებლობებია ჩარეული, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნადაც არ არის. სოლორჟ-ჟაკი ბალტიის აეს-ის აგებას მარტო კი არ აპირებს, არამედ უნგრეთის სახელმწიფო კომპანია MVM-სთან ერთად, რომელიც, სრულიად შემთხვევით, უბრალოდ პასუხს კი არ აგებს ქვეყნის ერთადერთი აეს-ის, „პაკშის“ მოდერნიზაციაზე, არამედ „როსატომს“ გადასცა მასზე პრიორიტეტული უფლება. უფრო მეტიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენჯერმე შეხვდა თავის პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავეცკის და საიდუმლო არ არის, რომ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი კალინინგრადში აეს-ის ერთობლივი აგება იყო.გათვლა უკიდურესად მარტივია: რუსეთს, პოლონეთსა და უნგრეთს შორის სამმხრივი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში პროექტის თითოეულ მხარეს სულ ორი მილიარდი ევროს ჩადება მოუწევს, რათა უახლოეს მომავალში მიიღოს სდგური, რომელიც პოლონეთისა და უნგრეთის ინტერესებში იმუშავებს და ამით რუსეთის ხაზინას შეავსებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პოლონეთს ამ დრომდე არ უთქვამს უარი ამ შეთავაზებაზე.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20200210/poloneti-qvanaxSiri-247697437.html
https://sputnik-georgia.com/20210609/gaerTianeba-ukrainis-winaaRmdeg-gazis-tranziti-251976775.html
https://sputnik-georgia.com/20200724/evropamruseTois-Casanacvleblad-kidev-erTi-qveyana-ipova-249065825.html
https://sputnik-georgia.com/20210805/ruseTi-amerikul-navTobbazreb-ipyrobs-252513181.html
https://sputnik-georgia.com/20210722/CrdiloeTis-nakadi2-garigeba-kievi-varSava-252388647.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252542232_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_728d90e993bb9de463d432812c902e65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, ავტორები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოსაზრება: პოლონეთს კალინინგრადი სჭირდება – კონფლიქტი უკვე დაიწყო
16:32 09.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) პირდაპირ ახლა ყოფილი ვარშავის ბლოკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფართო პუბლიკისთვის შემჩნევლად ვითარდება მოვლენები, რომლებსაც პოტენციურად შეუძლია სრულიად შეცვალოს ევროპის ენერგეტიკული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური რუკა.
საუბარია პოლონეთზე. როგორც ევროპული მედიასაშუალებები წერენ, ქვეყნის ენერგეტიკული გადაიარაღებისთვის რბოლაში ორი ადგილობრივი ოლიგარქი და მათი კუთვნილი კომპანიები ჩაერთო. ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი მიხაილ სოლოვოვი და მისი კომპანია Synthos-ია, რომლის ინტერესთა სფეროშიც ქიმიური მრეწველობა შედის. მისი ოპონენტია პოლონელი მედიამაგნატი ზიგმუნდ სოლორჟ-ჟაკი, რომელსაც კონცერნი ZE PAK ეკუთვნის.
ერთი თვის წინ სოლოვოვმა პრონციპული შეთანხმების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც ამერიკულმა კონცერნმა GE Hitachi Nuclear Energy-მ ვალდებულება აიღო, რომ 2033-2043 წლებში პოლონეთის ტერიტორიაზე ოთხ მცირე ატომურ რეაქტორს ააგებს — თითოეულის სიმძლავრე ერთიდან 1,6 გიგავატამდე იქნება. მისი ვიზავის ინიციატივა კი უფრო ლოგიკურია და რეალურად განსახორციელებელი, მაგრამ მას გზას ქრონიკული პოლონური რუსოფობია უღობავს. სოლორჟ-ჟაკი კალინინგრადის ოლქში მდებარე ბალტიის აეს-ის მშენებლობაში ფულის ჩადების წინადადებას აყენებს, რითიც არა მარტო დაიხურება პოლონეთის ყველა პრობლემა, არამედ ქვეყანა საკვანძო რეგიონული მოთამაშეც კი გახდება ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე.
მთელი საქმე ახალმოდურ ეკოლოგიურ ენერგეტიკაშია. საქმე ისაა, რომ პოლონეთი ვარშავის პაქტის წევრი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აწ გარდაცვლილი სსრკ-სგან ერთი ძველი ატომური ელექტროსადგურიც კი არ რგებია მემკვიდრეობით. პოლონური ენერგეტიკა მთლიანად და სრულად ქვანახშირზეა ბაზირებული. 2019 წლის მონაცემებით, წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 74% სწორედ ქვანახშირზე მოდის — იმ ქვანახშირზე, რომელიც დასავლეთში (და არა მარტო) ეკოლოგიის უბოროტეს მტრად და პოლარული მყინვარების მკვლელად გამოცხადდა.
არსებული ვითარება, ბუნებრივია, ძალიან არ აწყობს ევროკავშირს, მაგრამ პოლონელები წლიდან წლამდე ირიდებენ თავიდან ყველა მოთხოვნას თავიანთი ენერგეტიკის „გამწვანების“ თაობაზე და სამართლიანად მიუთითებენ, რომ არც ისე პატარა ქვეყანაში გენერაციის ორი მესამედის ქარის ელექტროსადგურებითა და მზის პანელებით ჩანაცვლება უბრალოდ არარეალურია. ეს პოლიტიკური „გამიშვი-დამიჭირე“ ბრიუსელსა და ვარშავას შორის უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად იღებს ევროპული ხაზინიდან წარმოუდგენელ დოტაციებს 15-20 მლრდ ევროს ოდენობით, პოლონეთის მთავრობა იძულებულია დონორების დასაკმაყოფილებლად გზები ეძებოს.
არსებული წიაღისეული რესურსებიდან პოლონეთი მხოლოდ ქვანახშირითაა მდიდარი და კიდევ ცოტა ბუნებრივი გაზითაც. ამ უკანასკნელის მარაგები საკმაოდ შეზღუდულია და შიდა მოპოვებები მხოლოდ მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. დანარჩენ საჭირო ცხრა მილიარდ კუბომეტრ გაზს პოლონელები რუსეთიდან იღებენ გაზსადენ „იამალის“ გავლით. ხოლო გათხევადებული აირის მიწოდებები აშშ-დან მაინც ვერ იქცა მხსნელ პანაცეად, ვინაიდან მთლიანი მოთხოვნების მხოლოდ მოკრძალებულ 7%-ს შეადგენს.
ამასთან არავისთვისაა საიდუმლო, რომ პოლონეთი ევროპაში ნებისმიერი რუსული ენერგეტიკული პროექტის დაუძინებელი მოწინააღმდეგეა. ვარშავა გამუდმებით აცხადებს, რომ უკვე ძალიან მალე იტყვის სრულიად უარს რუსული გაზის შესყიდვებზე და ბალტიის ქვეყნებთან ერთად შეუქმნის პრობლემებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციას, ანუ გერმანიისა და ავსტრიის იმ მცდელობების ტორპედირებას მოახდენს, რომლის თანახმადაც ეს ქვეყნები ევროპის მთავარი ჰაბები უნდა გახდნენ გაზმომარაგების კუთხით.
საკუთარი ანტირუსული პოლიტიკის გამო ვიწრო ჩარჩოებში მოქცეულ ვარშავას არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად ინსტრუმენტების მცირე რაოდენობაღა რჩება. უფრო სწორად, ვარიანტი ერთადერთია — ატომური ენერგეტიკა.
ლოგიკა, ეკონომიკა, გეოგრაფია და ფიზიკა გვკარნახობს, რომ პოლონელებს ესაჭიროებათ გვერდზე გადადონ თავინთი სიძულვილი რუსეთის მიმართ და მასთან თანამშრომლობა დაიწყონ. პოლონეთი ენერგოდეფიციტური ქვეყანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებლად იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას აწარმოებს, ვიდრე ეს ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ციფრები ჯიუტი რამაა. მათ თანახმად კი ვარშავა, ყოველწლიური 165,5 ტერავატ/საათის მოხმარების ფონზე, კიდევ 13-ს საზღვარგარეთ ყიდულობს. უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი მეათე კილოვატი პოლონურ ენერგოსისტემაში იმპორტულია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
თუ პოლონეთის რუკას ავიღებთ და მასზე არსებულ ელექტროსადგურებს დავიტანთ, შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით გენერაციის ობიექტები საერთოდ არ არსებობს. უახლოესი თბოელექტროსადგური ვარშავის სამხრეთით და გდანსკის დასავლეთითაა განთავსებული. ბალტიის ატომური ელექტროსადგური კი, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვასთან საზღვარზე მდებარეობს, გეოგრაფიულად პოლონეთის უფრო სხვა რეგიონებთანაა ახლოს, რომლებსაც ელექტროენერგიის ქრონიკული დეფიციტი აქვთ. ხოლო პოლონეთის საზღვრამდე მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზების აგება სრულად რეალური ამოცანაა ტექნოლოგიების თანამედროვე დონის გათვალისწინებით.
თუ ამერიკელების წინადადებასა და კალინინგრადში მდებარე აეს-ს შევადარებთ, აქაც ცალ კარში თამაში გამოვა. ბალტიის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება, რომლის ფიზიკური ინფრასტრუქტურაც, ოფიციალური შეფასებებით, 12-15%-ია, 7 მილიარდი ევრო დაჯდება. ეს მაშინ, როცა ამერიკული პროექტი, მხოლოდ წინასწარი გათვლებით, 23 მილიარდი ეღირება.
კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. თუ კალინინგრადში მდებარე ობიექტის მწყობრში შეყვანა 2028 ან 2029 წელს სრულიად რეალურია, Synthos-ი ამერიკელებთან ერთად მუშაობის დაწყებას მხოლოდ 2030 წლის შემდეგ გეგმავს.
და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. აეს-ის მშენებლობა უკიდურესად რთული პროცესია და პირველი პრობლემა — სეისმური მდგომარეობის თვალსაზრისით შესაფერისი ადგილის მოძებნაა. გეოლოგიურ-დაზვერვით სამუშაოებს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. ამერიკული რეაქტორებისთვის სამუშაოების ეს კომპლექსი არათუ არ დაწყებულა, მათი დაგეგმვის ჰორიზონტიც კი არ გაცხადებულა. ბალტიის აეს-ს ასეთი მონაკვეთი აქვს. ის უკვე გამოკვლეულიცაა და საერთაშორისო მარეგულირებლის დამტკიცებაც გაიარა. უფრო მეტიც, სადგურის მშენებლობის ე.წ. ნულოვანი ციკლი უკვე გავლილია.
სხვათა შორის, ვითარების მთავარი ირონია ისაა, რომ სწორედ პოლონეთის (და ლიტვის) ქმედებებმა შეაჩერა 2013 წელს აეს-ის მშენებლობა ნემანის რაიონში. ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ვარშავამ და ვილნიუსმა სადგურიდან ელექტროენერგიის შესყიდვებზე შეთანხმებები გააუქმეს. გაუქმდა მთელი რიგი გადამცემი ხაზების მშენებლობაც, მათ შორის NordBalt-ის (ლიტვისა და შვედეთის გავლით), LitPol Link-ის (ლიტვისა და პოლონეთის გავლით), Estlink-ისა (ლიტვიდან ესტონეთსა და ფინეთში) და პოლონეთში პირდაპირი ენერგოხიდის ჩათვლით. აშკარაა, რომ პოლონელ ენერგეტიკოსებს უკვე მაშინ ესმოდათ რუსეთთან თანამშრომლობის უალტერნატოვობა და კალინინგრადიდან ელექტრობის ყიდვა სამარცხვინოდ არ მიაჩნდათ. მაგრამ საქმეში დიდი პოლიტიკა ჩაერია.
პოლონეთმა და ბალტიისპირეთმა ფსონი რუსული ექსკლავის მოგუდვასა და ასაგები აეს-ის სიმძლავრეების სიჭარბეზე დადეს, მაგრამ გათვლებმა არ გაამართლა.
რუსეთმა ბალტიის აეს-ის მშენებლობა გაყინა — კი არ გააუქმა, არამედ შეაჩერა. ობიექტზე საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა და ის დღემდე ანაბიოზის მდგომარეობაშია, ელოდება რა თავის დროსა და ასევე 2,8 გიგავატის სიმძლავრის მსურველს. დაკარგა რა ორი ატომური რეაქტორი, რუსეთმა საპასუხოდ თავისი ლეგენდარულად ქცეული „ასიმეტრიული ძიუდო“ გამოიყენა — კალინინგრადის ოლქში გასულ წლებში აშენდა ტალახოვსკის, პრეგოლსკისა და მაიაკოვსკის თბოელექტროსადგურები და პრავდინსკის ჰესი. დღეს რეგიონი სრულად უზრუნველყოფილია ენერგიით და ეს ფაქტი პოტენციურ ინვესტორებს შესაძლებლობების პრაქტიკულად შეუზღუდავ მოედანს უხსნის.
გამომდინარე იქიდან, რომ შიდა ბაზარზე ბალტიის აეს-ის პროდუქცია საჭირო არ არის, მისი ელექტროენერგიის ექსპორტზე გადამისამართებაა შესაძლებელი. თუ დავუშვებთ, რომ პოლონეთში გონიერება გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთის ჩრდილოელი მეზობლები შემოსავლების წყაროს უმძლავრეს ინსტრუმენტს ჩაიგდებენ ხელში. რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში მიწოდებების გარეშე სადგურის სინქრონიზება ევროკავშირის ენერგოსისტემაშია შესაძლებელი. პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები ზღვა იაფ და ხელმისაწვდომ ენერგიას მიიღებენ, რისი აშკარა დასტურიცაა ბელარუსის აეს-ი.
რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობების ზედაპირულმა ანალიზმა და ისტორიამ შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ვარშავა მორიგ ჯერზე უგულებელყოფს აშკარას და რუსოფობიის დანაკარგებიან გზას განაგრძობს. მაგრამ აქ, როგორც ყოველთვის ხდება დიდ პოლიტიკაში, სადაც საკუთარი ინტერესები, დიდი ფული და დიდი შესაძლებლობებია ჩარეული, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნადაც არ არის. სოლორჟ-ჟაკი ბალტიის აეს-ის აგებას მარტო კი არ აპირებს, არამედ უნგრეთის სახელმწიფო კომპანია MVM-სთან ერთად, რომელიც, სრულიად შემთხვევით, უბრალოდ პასუხს კი არ აგებს ქვეყნის ერთადერთი აეს-ის, „პაკშის“ მოდერნიზაციაზე, არამედ „როსატომს“ გადასცა მასზე პრიორიტეტული უფლება. უფრო მეტიც, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენჯერმე შეხვდა თავის პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავეცკის და საიდუმლო არ არის, რომ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი კალინინგრადში აეს-ის ერთობლივი აგება იყო.
გათვლა უკიდურესად მარტივია: რუსეთს, პოლონეთსა და უნგრეთს შორის სამმხრივი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში პროექტის თითოეულ მხარეს სულ ორი მილიარდი ევროს ჩადება მოუწევს, რათა უახლოეს მომავალში მიიღოს სდგური, რომელიც პოლონეთისა და უნგრეთის ინტერესებში იმუშავებს და ამით რუსეთის ხაზინას შეავსებს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პოლონეთს ამ დრომდე არ უთქვამს უარი ამ შეთავაზებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს