უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება

CC0 / Pixabay / ქვანახშირის კარიერი
ქვანახშირის კარიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ კორონავირუსის გამო ხელოვნურად გაღვივებულ დაძაბულობას, წინა პლანზე წამოიწევს გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა – რუსეთისა და ბელარუსის მორიგი დავა გაზის მიწოდებისა და ნავთობის ტრანზიტის თაობაზე.

სერგეი სავჩუკი

მინსკმა წლის დასაწყისიდანვე დაიჭირა არაერთგვაროვანი პოზიცია, მოითხოვა რა დამატებითი პრეფერენციები და უარი განაცხადა საგადასახადო რეფორმის შედეგების მიღებაზე, რომელიც რუსეთის ნავთობმომპოვებელ სექტორს ეხებოდა. სოჭში გამართული შეხვედრის შედეგად დაგროვილი უთანხმოებები, შესაძლოა, სრულად ვერ მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ მაინც მოიხსნა დღის წესრიგიდან.

ამის პარალელურად ახალი ამბები გაისმა პოლონეთიდან, რომლის ვიცე-პრემიერმა იაცეკ სასინმა (Jacek Sasin) პოლონური გამოცემისთვის RFM24 მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ შეიძენს რუსულ ნახშირს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პოლონელი მენახშირეების პროფკავშირის „ავგუსტ 80“-ის წარმომადგენლებმა გადაკეტეს სარკინიგზო ხაზი სილეზიის მხარეში და სახელმწიფოს მოსთხოვეს, უარი ეთქვა რუსული ნახშირის შეძენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში 17 თებერვლიდან გაფიცვით, ხოლო 28 თებერვლიდან დედაქალაქში საპროტესტო მარშის მოწყობით დაიმუქრნენ. 

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
მონანიება სსრკ-ის გამო: რას მოაწერა ხელი ზელენსკიმ პოლონეთში

შექმნილი ვითარების წინაპირობები უკეთ გასაგები რომ იყოს, საჭიროა პოლონეთის ენერგეტიკის სტრუქტურისა და ნახშირთან მისი კავშირის ცოდნა.

პოლონეთის მთელი ისტორია, მისი განვითარება და დღევანდელობა სწორედ ნახშირს უკავშირდება. ქვეყნის წიაღი მდიდარია ნახშირით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ენერგეტიკაში აქცენტი საწვავის იმ სახეობაზე კეთდება, რომელიც იქვე მოიპოვება და იაფია. და თუ, მაგალითად, გერმანიაში ჭარბობს მურა ნახშირი, პოლონეთის წიაღი მდიდარია ქვანახშირითაც. ეს უკანასკნელი მოიპოვება სილეზიასა და ლუბლინსკში. მურა ნახშირი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული და დღესდღეობით პოლონელები ოცდაათამდე საბადოს ამუშავებენ.

მაშინ, როცა ძველი სამყაროს ქვეყნები ეკოლოგიური მოძრაობის ზეგავლენით უარს აცხადებენ ნახშირის მოპოვებასა და გამოყენებაზე, პოლონეთი ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას – ნახშირი არის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველი და მასზე უარის თქმის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს – არც ფინანსური, არც ტექნიკური. ამის შესახებ გაეროს დეკემბრის სამიტზე, რომელიც ეკოლოგიის საკითხებს ეძღვნებოდა, ვარშავის წარმომადგენელმა მატეუშ მორავეცკიმ ისაუბრა. ამ პოზიციის გასამყარებლად სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლონეთის ქალაქ ზლოჩევში საზეიმოდ გაიხსნა მურა ნახშირის ახალი უმსხვილესი მაღარო.

ვარშავის არჩევანი ნათელია. 2018 წლისთვის „შავ საიმედო ოქროს“ პოლონეთის გენერაციის საერთო სტრუქტურაში 50% ეკავა, ელექტროენერგიის სექტორში კი – 80%.

“ევროსტატის“ ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2017 წელს პოლონელებმა 73,8 მილიონი ტონა ნახშირი დაწვეს, რაც ოცი მილიონით აღემატება იმავე პერიოდში გერმანიის მიერ მოხმარებულ ნახშირს, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. პოლონეთი ნახშირის მოპოვებითაც ყველას უსწრებს: 65,4 მილიონი ტონა და მთელ ევროპაში მოპოვებული წიაღისეულის 82%. 

შეხვედრა ისრაელში - Sputnik საქართველო
„საუკუნის გარიგება“ ტრამპს, ნეთანიაჰუს და, რაც მთავარია, რუსეთს დაეხმარება

ჯერ კიდევ ორი წლის წინ პოლონეთის ნახშირის იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები პრაქტიკულად თანაბარი იყო. ადგილობრივი ნახშირის მომპოვებელი კომპანიები საზღვარგარეთ საშუალოდ წელიწადში ათ მილიონამდე ტონას ჰყიდდნენ და დაახლოებით ამდენივე შემოჰქონდათ საზღვარგარეთიდან – რუსეთიდან, ავსტრალიიდან, მოზამბიკიდან და, რასაკვირველია, აშშ-დან. ასეთი სქემა ერთდროულად უზრუნველყოფდა სამუშაოთი პოლონელ მაღაროელებს და ავსებდა ამა თუ იმ დარგისთვის აუცილებელი ნახშირის ზოგიერთი სახეობის უკმარისობას.

მაგრამ 2018 წელს პოლონეთის მთავრობამ ნახშირის იმპორტი 20 მლნ ტონამდე გაზარდა. 2019 წლის ცხრა თვეში ქვეყანამ 12,3 მლნ ტონა ნახშირი შეიძინა, რომლის დიდი წილიც, 9 მლნ ტონა, რუსეთიდან შემოიტანა. ამით მთავრობამ თავი დაიზღვია ხანგრძლივი და ცივი ზამთრისგან. თუმცა შემოდგომას ანომალიურად თბილი ზამთარი მოჰყვა. ნახშირის თბოელექტროსადგურებში უზარმაზარი ოდენობის აუთვისებელი საწვავი დაგროვდა. რა თქმა უნდა, არც სხვა ქვეყნებში დასჭირდა ვინმეს პოლონური ნახშირი. სილეზიის მეშახტეები უმუშევრად დარჩნენ.

დამნაშავეც მალე მოიძებნა – რუსეთი. პოლონეთი არჩეული ვექტორის ერთგულია, თანაც არა მხოლოდ XX საუკუნის ისტორიის საკითხებში.

მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ უმსხვილეს პროფკავშირთან ღია დაპირისპირებას მოერიდა და მთელი რისხვა ნავთობის იმპორტიორ სახელმწიფო კომპანიებს – PGE-სა და Tauron-ს დაატეხა თავს. მათ აუკრძალეს რუსეთისგან ენერგორესურსის შეძენა. საინტერესოა, რომ აკრძალვა შეეხო მხოლოდ რუსულ ნახშირს, აშშ-დან და ავსტრალიიდან საწვავის შემოტანაზე კი სიტყვაც არ თქმულა. 

პომპეოს ევრაზიული ტური: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვია - Sputnik საქართველო
პომპეოს ევრაზიული ტური: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვია

ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, ვერაფრით გაახარებს რუს მენახშირეებს, მაგრამ შესაძლოა ახალი ათვლის წერტილი გახდეს და რუსეთის ნახშირის დარგი წიაღისეულის ხარისხობრივად უფრო ღრმა გადამუშავებასა და გამდიდრებაზე გადაეწყოს.

და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ ერთი საკვანძო მოვლენა: 18 მაისს იწურება პოლონეთში „იამალის“ გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების ვადა. ვარშავამ არაერთხელ განაცხადა, რომ მას ახალი კონტრაქტი აღარ სჭირდება, ვინაიდან მოთხოვნილების შევსებას გეგმავს ამერიკული თხევადი აირის მეშვეობით. რუსეთის „გაზპრომი“ დუმილს ამჯობინებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები ასე ერთბაშად გააუქმებენ 32 მილიარდი კუბომეტრის სიმძლავრის გაზის მაგისტრალს. ამიტომ დუმილი, ისევე, როგორც პოლონეთის ხმამაღალი განცხადებები, შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც სიჩუმე ქარიშხლის წინ, სადაც თითოეული მხარე რეზერვებს უყრის თავს და ოპონენტის მოსალოდნელი სვლების გათვლას ცდილობს.

როგორც კი დღის წესრიგიდან მოიხსნება ბელარუსის საკითხი, მის ადგილს მაშინვე პოლონეთი დაიკავებს.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0