https://sputnik-georgia.com/20220107/tokaevi-banditebi-unda-ganadgurdnen-yazaxeti-263445138.html
ყაზახეთის პრეზიდენტი: „ბანდიტები უნდა განადგურდნენ“
ყაზახეთის პრეზიდენტი: „ბანდიტები უნდა განადგურდნენ“
Sputnik საქართველო
ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორისტების მიმართ ცეცხლი გაუფრთხილებლად უნდა გაიხსნას, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია.
2022-01-07T15:48+0400
2022-01-07T15:48+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ახალი ამბები
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434017_0:100:2730:1636_1920x0_80_0_0_f89c359532473afc047fdfcfdbd99bd5.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ახალი ბრძანებით მიმართა მოსახლეობას.მისი თქმით, ტერორისტების მისამართით ცეცხლი გაუფრთხილებლად უნდა გაიხსნას, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია.პრეზიდენტის განცხადებით, ყაზახეთს საქმე აქვს უცხოელ ბანდიტებთან. თავდასხმებში სულ მონაწილეობდა 20 ათასი ტერორისტი. სპეცოპერაცია მათ წინააღმდეგ გრძელდება.ტოკაევმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ გამორჩა მხედველობიდან სახელმწიფოს ბოევიკების დაჯგუფებების მიერ ტერაქტების იატაკქვეშა მომზადება.მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა, რომლებმაც თავიანთი სათქმელი მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს, მთავრობამ მიიღო.მან მადლობა გადაუხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნების მეთაურებს გაწეული მხარდაჭერისთვის.ტოკაევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უცხოეთში გამოითქვა მოწოდებები, რომ მხარეებმა პრობლემის გადასაჭრელად მშვიდობიანი მოლაპარაკებები გამართონ.„რა სისულელეა, რა მოლაპარაკებები შეიძლება დამნაშავეებთან, მკვლელებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.საგანგებო რეჟიმი ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა>>მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება. შემდეგ პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მოხდა შეტაკებები ძალოვანებთან, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები. ქალაქს უზარმაზარი ზარალი მიადგა.მთელ ყაზახეთში გათიშული იყო ინტერნეტი, დროებით შეწყდა რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.ტოკაევის მიმართვის საფუძველზე ОДКБ-ს საბჭომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.ОДКБ-ს სამდივნომ 6 იანვარს განაცხადა, რომ ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში „შეზღუდული ვადით გაგზავნეს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის“.წაიკითხეთ ასევე: მედია: ყაზახეთს ოქროს კინოფონდი აღარ აქვსვინ დგას ყაზახეთში არეულობის უკან – ანალიტიკოსის თვალსაზრისიქართველების მდგომარეობა ყაზახეთში: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებსალმათიში დაღუპულ ორ ძალოვანს თავი აქვს მოკვეთილი: ვრცელდება შეტაკებების კადრები
https://sputnik-georgia.com/20220107/apokalifsi-kazaxetshi-photo-263444120.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263434017_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_8254115cbdf45416df4e16c0e4f15681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი არეულობები ტერორისტები პრეზიდენტი ტოკაევი
ყაზახეთი არეულობები ტერორისტები პრეზიდენტი ტოკაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი: „ბანდიტები უნდა განადგურდნენ“
15:48 07.01.2022 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თავდასხმებში 20 ათასი ტერორისტი მონაწილეობდა. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია ტარდება.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ახალი ბრძანებით მიმართა მოსახლეობას.
მისი თქმით, ტერორისტების მისამართით ცეცხლი გაუფრთხილებლად უნდა გაიხსნას, უნდა მოხდეს მათი ლიკვიდაცია.
„ბანდიტები უნდა განადგურდნენ. და ეს უახლოეს მომავალში გაკეთდება“, – განაცხადა ტოკაევმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ყაზახეთს საქმე აქვს უცხოელ ბანდიტებთან. თავდასხმებში სულ მონაწილეობდა 20 ათასი ტერორისტი. სპეცოპერაცია მათ წინააღმდეგ გრძელდება.
ტოკაევმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ გამორჩა მხედველობიდან სახელმწიფოს ბოევიკების დაჯგუფებების მიერ ტერაქტების იატაკქვეშა მომზადება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა, რომლებმაც თავიანთი სათქმელი მშვიდობიანი ფორმით გამოხატეს, მთავრობამ მიიღო.
მან მადლობა გადაუხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნების მეთაურებს გაწეული მხარდაჭერისთვის.
ტოკაევმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უცხოეთში გამოითქვა მოწოდებები, რომ მხარეებმა პრობლემის გადასაჭრელად მშვიდობიანი მოლაპარაკებები გამართონ.
„რა სისულელეა, რა მოლაპარაკებები შეიძლება დამნაშავეებთან, მკვლელებთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მასობრივი პროტესტი ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება. შემდეგ პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ალმათიში 4, 5 და 6 იანვარს მოხდა შეტაკებები ძალოვანებთან, პოლიციამ გამოიყენა გაზი და ხმოვანი ყუმბარები. იყო სროლებიც, არიან დაღუპულები. ქალაქს უზარმაზარი ზარალი მიადგა.
მთელ ყაზახეთში გათიშული იყო ინტერნეტი, დროებით შეწყდა რამდენიმე ტელეარხის მაუწყებლობა. 19 იანვრამდე მთელ ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ტოკაევის მიმართვის საფუძველზე ОДКБ-ს საბჭომ ყაზახეთში მშვიდობისმყოფელთა კოლექტიური ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ОДКБ-ს სამდივნომ 6 იანვარს განაცხადა, რომ ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში „შეზღუდული ვადით გაგზავნეს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის“.