https://sputnik-georgia.com/20220106/almatisi-setakebebi-grzeldeba-263419777.html
ალმათიში დაღუპულ ორ ძალოვანს თავი აქვს მოკვეთილი: ვრცელდება შეტაკებების კადრები
ალმათიში დაღუპულ ორ ძალოვანს თავი აქვს მოკვეთილი: ვრცელდება შეტაკებების კადრები
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ალმათიში შეიარაღებული შეტაკებების დროს დაღუპულ ძალოვანთა რაოდენობამ 13 კაცს მიაღწია, ორ მათგანს თავი აქვს მოკვეთილი, იუწყება... 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T13:56+0400
2022-01-06T13:56+0400
2023-08-17T19:24+0400
მსოფლიო დღეს
დსთ
მსოფლიოს ახალი ამბები
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263392472_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_1794842f5f0518e9615a0a84575e8dab.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ალმათიში შეიარაღებული შეტაკებების დროს დაღუპულ ძალოვანთა რაოდენობამ 13 კაცს მიაღწია, ორ მათგანს თავი აქვს მოკვეთილი, იუწყება სააგენტო РИА Новости ქალაქის კომენდატურაზე დაყრდნობით.აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებამ „ბანდფორმირებების ტერორისტული და ექსტრემისტული ხასიათის პირდაპირ მტკიცებულებად“ შეაფასა.ამ დროისათვის ყაზახეთში უკვე დაიწყეს მოქმედება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების — რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის კონტინგენტების მოწინავე ქვედანაყოფებმა.მანამდე ქვეყანაში ჯარების შეყვანა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მოითხოვა. რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება მან „ბანდფორმირებების შეჭრად შეაფასა, რომლებიც უცხოეთში მომზადდნენ“.საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.წყარო: РИА Новости
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263392472_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_5e0502817ac6d48595b7af9c6a5ab0ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
დსთ , მსოფლიოს ახალი ამბები, ყაზახეთი
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ალმათიში შეიარაღებული შეტაკებების დროს დაღუპულ ძალოვანთა რაოდენობამ 13 კაცს მიაღწია, ორ მათგანს თავი აქვს მოკვეთილი, იუწყება სააგენტო РИА Новости ქალაქის კომენდატურაზე დაყრდნობით.
„დაიღუპა 13 სამართალდამცველი. აქედან ორი ცხედარი თავმოკვეთილი ვიპოვეთ“, — განაცხადეს კომენდატურაში.
აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებამ „ბანდფორმირებების ტერორისტული და ექსტრემისტული ხასიათის პირდაპირ მტკიცებულებად“ შეაფასა.
ამ დროისათვის ყაზახეთში უკვე დაიწყეს მოქმედება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების — რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის კონტინგენტების მოწინავე ქვედანაყოფებმა.
მანამდე ქვეყანაში ჯარების შეყვანა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა მოითხოვა. რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება მან „ბანდფორმირებების შეჭრად შეაფასა, რომლებიც უცხოეთში მომზადდნენ“.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა დახმარება „ტერორისტული საფრთხის დასაძლევად“. ორგანიზაციამ მალევე გადაწყვიტა კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნა ყაზახეთში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იქ შეზღუდული დროით დარჩება.
ამ დროისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.