https://sputnik-georgia.com/20220106/qartvelebis-mdgomareoba-yazaxetsi-263420779.html
ქართველების მდგომარეობა ყაზახეთში: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
ქართველების მდგომარეობა ყაზახეთში: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T15:13+0400
2022-01-06T15:13+0400
2023-08-17T19:24+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყაზახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263392466_0:99:3071:1826_1920x0_80_0_0_1ae85c4f668674a01897d44a03ef3df1.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, მოქმედებს „ცხელი ხაზი“ და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.ამასთან, თუ მოქალაქეები ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.მანამდე ანსამბლის ხელმძღვანელმა ბაჩანა მელაშვილმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა და დახმარება ითხოვა.გარდა ამისა, კონსულის განცხადებით, მათ დახმარებისთვის ასევე მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად ქალაქ ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება.სასტუმროში ასევე გადაჰყავთ აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. უახლოეს მომავალში მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/05/263392466_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_a13a2eb6d0cc72cb4e819a5552c9b9b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ყაზახეთი
ქართველების მდგომარეობა ყაზახეთში: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
15:13 06.01.2022 (განახლებულია: 19:24 17.08.2023) თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, მოქმედებს „ცხელი ხაზი“ და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, თუ მოქალაქეები ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო „ცხელ ხაზზე“ დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.
„ამ დროისათვის საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლი „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით ისინი ყაზახეთის ქალაქ ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, — ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ანსამბლის ხელმძღვანელმა ბაჩანა მელაშვილმა სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა გაავრცელა და დახმარება ითხოვა.
გარდა ამისა, კონსულის განცხადებით, მათ დახმარებისთვის ასევე მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად ქალაქ ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება.
სასტუმროში ასევე გადაჰყავთ აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. უახლოეს მომავალში მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან.