მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინ დგას ყაზახეთში არეულობის უკან – ანალიტიკოსის თვალსაზრისი

© photo: Sputnikმამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია, ქალაქის ქუჩებში შეტაკებები გრძელდება.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ყაზახეთში დაპირისპირების უკან გარკვეული ძალები დგანან, სოციალური პრობლემები კი მხოლოდ საბაბია დიდი ხნის წინ დაწყებული კრიზისისთვის, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსმა, ექსპერტმა-კავკასიოლოგმა მამუკა არეშიძემ.
ყაზახეთში მასობრივი აქციები თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის გამო დაიწყო. ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა საწვავის ფასი შეამციროს, მაგრამ პროტესტი მაინც გაგრძელდა. პრეზიდენტმა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„ის, რაც ხდება ყაზახეთში, მოსალოდნელი იყო, მაგრამ არა ამ მასშტაბით. ბოლო დროს გაჩნდა გარკვეული წინააღმდეგობები, რამაც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. საქმე ისაა, რომ სოციალური საკითხები – ეს არის გარკვეული ფონი. შესაძლოა, ყაზახეთის ხელისუფლების გარკვეულ საკითხებში არასწორმა პოლიტიკამ, რომელიც ეყრდნობოდა ნაციონალიზმსა და ძალოვან ცენტრებს, განაპირობა გარკვეული ძალების გაჩენა თავად ქვეყანაში, რომლებსაც ორიენტაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ვექტორზე აქვთ აღებული“, – განაცხადა არეშიძემ.

ანალიტიკოსის თქმით, შესაძლოა, ხალხი ქუჩაში სოციალური პრობლემების გამო გამოვიდა, მაგრამ ახლა ამ პროცესს მართავენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც ამისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
„ეს არის ძველი ნომენკლატურა, რომელსაც დიდი ფული აქვს, ესენი არიან უცხოეთიდან მართული ჯგუფები – ისლამისტები, ლიბერალები და ა.შ. იგრძნობა, რომ ამ ხალხს, რომელიც ქუჩაში დგას, გარკვეული ძალები მართავენ. ზოგადად, ჩვენ ეს ტრენდი და სურათი სხვადასხვა ქვეყანაში ნანახი გვაქვს. ის, რომ აქ უცხოური ძალებიც მონაწილეობენ, ცალსახაა. ხოლო კონკრეტულად საიდან იმართებიან ისინი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მარტო არ არიან“, – განმარტა არეშიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად შეძლებს ყაზახეთის ხელისუფლება სიტუაციის გაკონტროლებას. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ ტოკაევის ძალისხმევა თვალსაჩინოა და ზოგიერთ ქალაქში ხელისუფლება შეძლებს სტაბილიზაციის მიღწევას, მიაჩნია ექსპერტს.
„მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს არის ძალიან წინააღმდეგობრივი ქვეყანა, რომელიც ამ მომენტს დიდი ხანია ელოდა. იქ არსებობს მრავალი წინააღმდეგობა ეროვნულ, ენობრივ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში. პრინციპში, ეს ხომ ხელოვნური ქვეყანაა. როდესაც არ არსებობს სათანადო მართვა, ასეთი ქვეყნები ბოლოს და ბოლოს ამგვარ რევოლუციურ განვითარებამდე მიდიან“, – დაასკვნა არეშიძემ.

საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ მანგისტაუს რაიონში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს თხევადი გაზის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ, რომელიც მანქანების საწვავად გამოიყენება. რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროში განმარტეს, რომ 1 იანვრიდან საწვავის ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ელექტრონულ სავაჭრო ბირჟებზე ჩამოყალიბდება.
4 იანვარს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად — გაზის ფასის შესამცირებლად. ამის მიუხედავად პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიწყო.
ალმათიში დაღუპულ ორ ძალოვანს თავი აქვს მოკვეთილი: ვრცელდება შეტაკებების კადრები >>
5 იანვრის დილით პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და საწვავზე სახელმწიფო რეგულირების ექვსი თვით შემოღება დააანონსა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება უშიშროების საბჭოს, რომელსაც ადრე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მან სიტუაციის დასარეგულირებლად ახალი ზომები დააანონსა.
გარდა ამისა, ყაზახეთის ლიდერმა გააფრთხილა აქციების მონაწილეები, რომ ხელისუფლება ყველაზე მკაცრ ზომებს მიიღებს დამრღვევების წინააღმდეგ, რადგან არეულობების შედეგად უკვე დაიღუპნენ და დაშავდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. მომიტინგეებმა განახორციელეს ადმინისტრაციული შენობების და პოლიციის განყოფილებების შტურმის რამდენიმე მცდელობა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0