https://sputnik-georgia.com/20220105/dakavebebi-romlebmac-saqartvelo-shezra-263384503.html
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა
Sputnik საქართველო
ხმაურიანმა მკვლელობებმა და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებმა, რომლებიც 2021 წელს მოხდა, საქართველოს მოსახლეობა შეძრა. 05.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-05T10:34+0400
2022-01-05T10:34+0400
2022-01-05T20:01+0400
საზოგადოება
ანალიტიკა
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_0:302:2071:1467_1920x0_80_0_0_229b601dbf98bf879c248d3980f9ac0d.jpg
გასულ 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ადამიანური და ფინანსური დანაკარგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის არცთუ ბევრი სასიხარულო მოვლენა მოხდა. ამის ფონზე გახმაურებულმა დანაშაულებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო.„Sputnik-საქართველო“ 2021 წელს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მოგითხრობთ.ორმაგი მსხვერპლიმაისში თბილისის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდა ქალის – 26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას ცხედარი აღმოაჩინეს.ახალგაზრდა ქალის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალზე იძალადეს და თვითმკვლელობა აიძულეს.ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა>>>გამოძიების ცნობით, ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა. თავიდან მას აიძულეს სექსუალური აქტი მის უფროსთან, ყაზახეთის მოქალაქესთან ორჯერ დაემყარებინა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქესთან. გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ აიტპაევას თვითმკვლელობა აიძულა.საქმე სასამართლომდე არ მისულა. დაკავებული საქართველოს მოქალაქე სასამართლო პროცესის დაწყებამდე ციხეში გარდაიცვალა, ყაზახეთის მოქალაქემ კი ქვეყანა გამოძიების ეტაპზე დატოვა. ყაზახური მედიის ვერსიით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა იგი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის საქართველოსთვის არ გადმოუციათ.სასიკვდილო გასეირნებაივლისის ბოლოს ავსტრალიელი შანაი ბრუკი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში პედაგოგად მუშაობდა, 30 ივლისს მთაწმინდაზე სასეირნოდ წავიდა და მას შემდეგ ცოცხალი არავის უნახავს.ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა ამერიკაში მცხოვრებმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.„იყო მიმალვის საფრთხე“ – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა>>>როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 31 ივლისს სამართალდამცველებმა ის მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.მკვლელობის საქმეზე პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.გამოძიების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა – ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მუხლებით „ყაჩაღობა“ და „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“. დანაშაული სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მდინარის საიდუმლოგორის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან მდინარე მტკვარში მწყემსმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა და მაშველები გამოიძახა. შემთხვევა ოქტომბერში მოხდა. გარდაცვლილი დიდი ბრიტანეთის 28 წლის მოქალაქე ტომას კენედი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ>>>ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ოთხი გორელის მსხვერპლი გახდა. ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს გორის ერთ-ერთ ბარში, სადაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.ამ დროისთვის ოთხივე ბრალდებული დაკავებულია.„კანონიერი ქურდის“ შვილის მკვლელობათბილისის ცენტრში ჩაცხრილეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი, 22 წლის პროგრამისტი ნიკო კვარაცხელია. მკვლელმა მას ათი ტყვია ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.საზოგადოებაში მკვლელობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდა, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.„არ მყოლია თანამზრახველი“: აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა>>>მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი – აკაკი (აკო) ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ სახლში დააკავეს, სადაც ისინი იმალებოდნენ.ბრალდებულმა აკო ჭელიძემ მოგვიანებით დანაშაული აღიარა, გიორკი კავილაძე კი, რომელსაც დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად, აცხადებს, რომ იგი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაშია დამნაშავე.ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.ფრთხილად, ბავშვები2021 წელს საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე ფაქტი მოხდა. ყველაზე რეზონანსული მათგან რვა წლის გოგონას გაუპატიურება იყო.გამოძიების ცნობით, მამაკაცი და მისი შვილი რამდენიმე წლის მანძილზე პერიოდულად ძალადობდნენ მეზობლად მცხოვრებ გოგონაზე. ბავშვი სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ასაჯაროებდა, რადგანაც მოძალადეები მას აშინებდნენ.როდესაც მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, თანასოფლელებმა დამნაშავეთა სახლი გადაწვეს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, ისინი განაჩენს საპატიმროში ელოდებიან.კიდევ ერთი გახმაურებული საქმე გახდა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ფაქტი. გამოძიების ცნობით, მამაკაცი სკოლის სარდაფში სამი წლის მანძილზე სექსუალურად ძალადობდა ბიჭზე.პედოფილიაში ბრალდებულ მამა–შვილს პატიმრობა შეეფარდა>>>საქართველოში კიდევ ერთი რეზონანსული ფაქტი მოხდა – 13 წლის გოგონამ 50 წლის მამაკაცისგან შვილი გააჩინა. მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო გოგონას დედა, თუმცა მან ფაქტი დამალა.გოგონას დედა და მამაკაცი დააკავეს. თავად გოგონა შვილთან ერთად 18 წლის შესრულებამდე ძალადობის მსხვერპლთა პანსიონში იცხოვრებს.ტრაგიკულად დასრულდა 14 წლის გოგონას ისტორია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი ნათესავების მხრიდან ზეწოლა გახდა, რომლებმაც გოგონას სასიყვარულო ურთიერთობის გაგების შემდეგ გოგონაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. პოლიციამ გოგონას ნათესავები და ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.აღზრდა წამებით2021 წლის ზაფხულში საქართველო კიდევ ერთმა გაუგონარმა ამბავმა შეძრა – პოლიციამ ქალი და მამაკაცი ექვსი წლის ბიჭის წამებისთვის დააკავა.ინფორმაცია ოჯახის მეგობრებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც დედამ მათ საკუთარი შვილის წამების ამსახველი ფოტოები გაუგზავნა. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ამასთან ხელებზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა. ასევე გაირკვა, რომ ბავშვს რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ.დედას და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_284:294:1854:1472_1920x0_80_0_0_69b05245e5ae3761b71170827e166a73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ანალიტიკა, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ანალიტიკა, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
დანაშაულები, რომლებმაც 2021 წელს საქართველო შეძრა
10:34 05.01.2022 (განახლებულია: 20:01 05.01.2022) ხმაურიანმა მკვლელობებმა და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებმა, რომლებიც 2021 წელს მოხდა, საქართველოს მოსახლეობა შეძრა.
გასულ 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ადამიანური და ფინანსური დანაკარგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის არცთუ ბევრი სასიხარულო მოვლენა მოხდა. ამის ფონზე გახმაურებულმა დანაშაულებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო.
„Sputnik-საქართველო“ 2021 წელს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მოგითხრობთ.
მაისში თბილისის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდა ქალის – 26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას ცხედარი აღმოაჩინეს.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალზე იძალადეს და თვითმკვლელობა აიძულეს.
გამოძიების ცნობით, ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა. თავიდან მას აიძულეს სექსუალური აქტი მის უფროსთან, ყაზახეთის მოქალაქესთან ორჯერ დაემყარებინა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქესთან. გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ აიტპაევას თვითმკვლელობა აიძულა.
საქმე სასამართლომდე არ მისულა. დაკავებული საქართველოს მოქალაქე სასამართლო პროცესის დაწყებამდე ციხეში გარდაიცვალა, ყაზახეთის მოქალაქემ კი ქვეყანა გამოძიების ეტაპზე დატოვა. ყაზახური მედიის ვერსიით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა იგი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის საქართველოსთვის არ გადმოუციათ.
ივლისის ბოლოს ავსტრალიელი შანაი ბრუკი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში პედაგოგად მუშაობდა, 30 ივლისს მთაწმინდაზე სასეირნოდ წავიდა და მას შემდეგ ცოცხალი არავის უნახავს.
ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა ამერიკაში მცხოვრებმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ესაუბრებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
როგორც დაღუპულის მეგობრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი სპორტით იყო დაკავებული და მთაწმინდაზე ხშირად სეირნობდა.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 31 ივლისს სამართალდამცველებმა ის მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
მკვლელობის საქმეზე პოლიციამ თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.
გამოძიების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა – ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი კი მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მუხლებით „ყაჩაღობა“ და „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით“. დანაშაული სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან მდინარე მტკვარში მწყემსმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა და მაშველები გამოიძახა. შემთხვევა ოქტომბერში მოხდა. გარდაცვლილი დიდი ბრიტანეთის 28 წლის მოქალაქე ტომას კენედი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ოთხი გორელის მსხვერპლი გახდა. ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს გორის ერთ-ერთ ბარში, სადაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.
ამ დროისთვის ოთხივე ბრალდებული დაკავებულია.
„კანონიერი ქურდის“ შვილის მკვლელობა
თბილისის ცენტრში ჩაცხრილეს ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი, 22 წლის პროგრამისტი ნიკო კვარაცხელია. მკვლელმა მას ათი ტყვია ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
საზოგადოებაში მკვლელობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდა, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი – აკაკი (აკო) ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ სახლში დააკავეს, სადაც ისინი იმალებოდნენ.
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ მოგვიანებით დანაშაული აღიარა, გიორკი კავილაძე კი, რომელსაც დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად, აცხადებს, რომ იგი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაშია დამნაშავე.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
2021 წელს საქართველოში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე ფაქტი მოხდა. ყველაზე რეზონანსული მათგან რვა წლის გოგონას გაუპატიურება იყო.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი და მისი შვილი რამდენიმე წლის მანძილზე პერიოდულად ძალადობდნენ მეზობლად მცხოვრებ გოგონაზე. ბავშვი სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ასაჯაროებდა, რადგანაც მოძალადეები მას აშინებდნენ.
როდესაც მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, თანასოფლელებმა დამნაშავეთა სახლი გადაწვეს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, ისინი განაჩენს საპატიმროში ელოდებიან.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე გახდა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ფაქტი. გამოძიების ცნობით, მამაკაცი სკოლის სარდაფში სამი წლის მანძილზე სექსუალურად ძალადობდა ბიჭზე.
საქართველოში კიდევ ერთი რეზონანსული ფაქტი მოხდა – 13 წლის გოგონამ 50 წლის მამაკაცისგან შვილი გააჩინა. მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო გოგონას დედა, თუმცა მან ფაქტი დამალა.
გოგონას დედა და მამაკაცი დააკავეს. თავად გოგონა შვილთან ერთად 18 წლის შესრულებამდე ძალადობის მსხვერპლთა პანსიონში იცხოვრებს.
ტრაგიკულად დასრულდა 14 წლის გოგონას ისტორია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი ნათესავების მხრიდან ზეწოლა გახდა, რომლებმაც გოგონას სასიყვარულო ურთიერთობის გაგების შემდეგ გოგონაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. პოლიციამ გოგონას ნათესავები და ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
2021 წლის ზაფხულში საქართველო კიდევ ერთმა გაუგონარმა ამბავმა შეძრა – პოლიციამ ქალი და მამაკაცი ექვსი წლის ბიჭის წამებისთვის დააკავა.
ინფორმაცია ოჯახის მეგობრებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც დედამ მათ საკუთარი შვილის წამების ამსახველი ფოტოები გაუგზავნა. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ამასთან ხელებზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა. ასევე გაირკვა, რომ ბავშვს რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ.
დედას და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.