ყაზახეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული საავადმყოფოში გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERკლინიკის პალატა
კლინიკის პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
ბესიკ თორდუა, რომელსაც ბრალად ედებოდა ყაზახეთის 26 წლის მოქალაქის გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა, სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ელოდებოდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბესიკ თორდუა, რომელსაც ბრალად ედებოდა ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე აისელ აიტპაევას გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა, დღეს, დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" ერთი კვირის წინ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
საპატრულო პოლიცია და გამომძიებლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
ძალადობის მსხვერპლი ორჯერ: ყაზახეთის მოქალაქის თბილისში დაღუპვის საზარელი დეტალები
„მითხრეს, რომ თორდუა საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს. სისხლჩაქცევა ჰქონდა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის", – განაცხადა ადვოკატმა.
ყაზახეთის მოქალაქე აისელ აიტპაევა თბილისში თავის სახლთან გარდაცვლილი 5 მაისს იპოვეს. მეორე დღესვე პოლიციამ გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა.
თორდუას დაკავებიდან ორ კვირაში პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა აგრეთვე გარდაცვლილის ნათესავს მურად მ-ს. მას ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და ცემის ორ ეპიზოდში სდებენ ბრალს.
ყველა ახალი ამბავი
0