ძალადობის მსხვერპლი ორჯერ: ყაზახეთის მოქალაქის თბილისში დაღუპვის საზარელი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია და გამომძიებლები
საპატრულო პოლიცია და გამომძიებლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ქართულმა ტელეარხებმა გამოაქვეყნეს თითქოსდა ყაზახეთის მოქალაქისა და ბრალდებული საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ეს უკანასკნელი შეურაცხყოფას აყენებს ქალს და თვითმკვლელობას აიძულებს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ყაზახეთის მოქალაქე ქალი, რომელიც თბილისში საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს, შეიძლება ძალადობის მსხვერპლი ორჯერ გახდა. ასეთი ვერსია წამოაყენეს ქართულ მასმედიაში.

ყაზახეთის მოქალაქე გარდაცვლილი 5 მაისს იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

თუმცა, როგორც მედიასაშუალებებმა გაარკვიეს, ეს საქმეში ძალადობის ერთადერთი ეპიზოდი არ არის.

ქართულმა ტელეარხებმა გამოაქვეყნეს თითქოსდა ყაზახეთის მოქალაქისა და თორდუას საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებს ქალს და თვითმკვლელობას აიძულებს. ჩანაწერში ასევე ისმის, როგორც სცემს მამაკაცი ქალს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
თბილისში გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

იმავე ჩანაწერში ქალი, რომელიც მასმედიის მტკიცებით აისელ აიტპაევაა, ამბობს, რომ ის ვინმე მურადმა გააუპატიურა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ გამოარკვია, რომ აიტპაევას ირგვლივ თბილისში ერთადერთი მურადი ყაზახეთის მოქალაქე მეირბეგოვია – ფირმის მფლობელი, რომელშიც გარდაცვლილი მუშაობდა. ამ დროისთვის მან უკვე დატოვა საქართველო.

ასევე ტელეარხის ინფორმაციით, გოგონა მეირბეგოვს ნათესავებმა მიჰყიდეს, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ და აიტპაევა მათთან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა.

ტელეარხი „რუსთავი2“ კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სწორედ ნათესავების ძალადობის შემდეგ გადავიდა გოგონა 57 წლის თორდუასთან.

ამჟამად თორდუა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე საპატიმროშია მოთავსებული. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმის გამოძიება გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0