https://sputnik-georgia.com/20211227/ako-chelidze-m-niko-kvaracxelias-mkvleloba-agiara-263185759.html
„არ მყოლია თანამზრახველი“: აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
„არ მყოლია თანამზრახველი“: აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
Sputnik საქართველო
რა აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს აკო ჭელიძემ, რომელიც მანამდე დუმილის უფლებას იყენებდა.
2021-12-27T16:38+0400
2021-12-27T16:38+0400
2021-12-27T20:52+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0a12f1c37a1e813ebb697a9b15aa2c91.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკაკი (აკო) ჭელიძემ დანაშაული აღიარა.როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ჭელიძემ განაცხადა, იგი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, ბრალის ფორმულირებას ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.„ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად“, – განაცხადა ჭელიძემ.რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ მეორე ბრალდებულ გიორკი კავილაძეს, იგი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც კავილაძემ განმარტა, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ „მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა". ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
https://sputnik-georgia.com/20211015/chemtvis-araferi-daukvetavt-ako-chelidze-kvaracxelias-mkvlelobaze-260600631.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_254:190:2048:1536_1920x0_80_0_0_78604c71aa41422514fa5738ca42772a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი ნიკო კვარაცხელიას საქმე ბრალდებული სასამართლო პროცესი
კრიმინალი ნიკო კვარაცხელიას საქმე ბრალდებული სასამართლო პროცესი
„არ მყოლია თანამზრახველი“: აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
16:38 27.12.2021 (განახლებულია: 20:52 27.12.2021) ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკაკი (აკო) ჭელიძემ დანაშაული აღიარა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ჭელიძემ განაცხადა, იგი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, ბრალის ფორმულირებას ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.
„ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად“, – განაცხადა ჭელიძემ.
რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ მეორე ბრალდებულ გიორკი კავილაძეს, იგი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც კავილაძემ განმარტა, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ „მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.