https://sputnik-georgia.com/20211015/chemtvis-araferi-daukvetavt-ako-chelidze-kvaracxelias-mkvlelobaze-260600631.html
ჩემთვის არავის არაფერი დაუკვეთავს – აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე
ჩემთვის არავის არაფერი დაუკვეთავს – აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე
Sputnik საქართველო
ადვოკატების მოთხოვნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ბრალდებულები რუსთავის №-6 დახურული ტიპის დაწესებულებაში არიან მოთავსებული. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T22:50+0400
2021-10-15T22:50+0400
2021-10-15T22:50+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1667:938_1920x0_80_0_0_7956f8cad5ea7cf2cd70054c4b677ab0.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ–ერთი ბრალდებული აკაკი (აკო) ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილს ამჯობინებს.„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ეს არის ბრალდებული ჭელიძის გზავნილი, რომელიც ტელეკომპანია Rustavi 2-ს ადვოკატმა გადმოსცა.მისთვის ასევე უცნობია ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან.ასევე დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე.ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).
https://sputnik-georgia.com/20211008/nika-kvaracxelias-mkvlelobis-axali-detalebi-260358889.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1255:941_1920x0_80_0_0_d572a3ac441e9d8c803ce980fd1c775f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ჩემთვის არავის არაფერი დაუკვეთავს – აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობაზე
ადვოკატების მოთხოვნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ბრალდებულები რუსთავის №-6 დახურული ტიპის დაწესებულებაში არიან მოთავსებული.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ერთ–ერთი ბრალდებული აკაკი (აკო) ჭელიძე კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას და განზრახ მკვლელობის ბრალზე დუმილს ამჯობინებს.
„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ეს არის ბრალდებული ჭელიძის გზავნილი, რომელიც ტელეკომპანია
Rustavi 2-ს ადვოკატმა გადმოსცა.
„აბსოლუტური გულწრფელობით ვიზიარებ ნიკა კვარაცხელიას ოჯახის და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება აკო ჭელიძეს, ვიმეორებ მის პოზიციას, რომ მისი თქმით, არასოდეს არავის მისთვის არაფერი დაუკვეთავს. ის ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას და ჩემს შეკითხვებსაც კი არ პასუხობს", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისთვის ასევე უცნობია ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან.
ასევე დუმილის უფლებას იყენებს მკვლელობაში მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე.
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
კავილაძე და ჭელიძე 7 ოქტომბერს წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).