ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები

© photo: Sputnikშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
აკაკი ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. 22 წლის პროგრამისტის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სამალავ ადგილს, რათა პოლიციისთვის კვალი აერიათ, განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ათი ტყვია ესროლეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა. კავილაძე და ჭელიძე გუშინ წყნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები წყნეთში დააკავეს
მარსაგიშვილის თქმით, შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა ექსპერტ–კრიმინალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილი დეტალურად დაათვალიერა, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთები.
საქმეზე დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
​ბრიფინგზე ითქვა, რომ ოპერატიულმა ჯგუფმა მოკლე დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და ამოიღეს საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
ასევე დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც, ხოლო მისი ჩვენების საფუძველზე – დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის – კავილაძის ვინაობა. აგრეთვე დადგინდა უშუალოდ მსროლელი პირის – ჭელიძის ვინაობაც.
გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა განხორციელდა ათამდე საცხოვრებელ ბინასა და სხვადასხვა ობიექტში, მათ შორის კავილაძის მაღაზიაში, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
დადგინდა, რომ კავილაძის მაღაზიიდან ამოღებულ ჭელიძის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე 18 სექტემბერს ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
ჭელიძესა და კავილაძეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად).
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური