https://sputnik-georgia.com/20211005/niko-kvaracxelias-ojaxis-gancxadeba-260236882.html
შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
Sputnik საქართველო
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მკვლელობის მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა... 05.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-05T13:01+0400
2021-10-05T13:01+0400
2021-10-05T18:03+0400
საზოგადოება
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249570578_0:36:3500:2005_1920x0_80_0_0_86c0bc01d1d738411b9418938e168c3a.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 15 სექტემბერს მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამ განცხადებას ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ავრცელებს.22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.როგორც გარდაცვლილი კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, მკვლელობის დამკვეთმა ძებნაში მყოფი ბრალდებულების ლიკვიდაცია გადაწყვიტოს.ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.როგორც კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა ადრე განაცხადეს, მკვლელობა არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“ და თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.გამოძიების ვერსიით, 15 სექტემბერს, 16 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას ახლოს გააჩერა მანქანა. კავილაძე დარჩა საჭესთან, ხოლო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას. როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210917/niko-kvaracxelias-mkvleli-sesazloa-daqiravebuli-qileria-259664661.html
https://sputnik-georgia.com/20210921/niko-kvaracxelias-saxeli-biblioteka-gems-mieniweba-259781295.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249570578_390:0:3111:2041_1920x0_80_0_0_c86987de60c02b91eed925b8ed895d02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნიკა კვარაცხელია, გახმაურებული მკვლელობა
ნიკა კვარაცხელია, გახმაურებული მკვლელობა
შესაძლოა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოხდეს – ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
13:01 05.10.2021 (განახლებულია: 18:03 05.10.2021) ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მკვლელობის მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დანაშაულის დამკვეთმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტოს.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 15 სექტემბერს მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს მათივე უსაფრთხოების მიზნით. ამ განცხადებას ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ავრცელებს.
22 წლის ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 სექტემბერს კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
17 სექტემბერი 2021, 00:38
როგორც გარდაცვლილი კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, მკვლელობის დამკვეთმა ძებნაში მყოფი ბრალდებულების ლიკვიდაცია გადაწყვიტოს.
„მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცველ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდის მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ მამამისის საქმიანობას უკავშირდებოდეს, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
როგორც კვარაცხელიას ოჯახის წევრებმა ადრე განაცხადეს, მკვლელობა არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“ და თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
21 სექტემბერი 2021, 20:15
გამოძიების ვერსიით, 15 სექტემბერს, 16 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას ახლოს გააჩერა მანქანა. კავილაძე დარჩა საჭესთან, ხოლო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას. როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.