https://sputnik-georgia.com/20210917/niko-kvaracxelias-mkvleli-sesazloa-daqiravebuli-qileria-259664661.html
ნიკო კვარაცხელიას მკვლელი შესაძლოა დაქირავებული კილერია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელი შესაძლოა დაქირავებული კილერია
Sputnik საქართველო
ნიკო კვარაცხელიას კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა მამამისის საქმიანობას უკავშირდება. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T00:38+0400
2021-09-17T00:38+0400
2021-09-17T15:08+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1667:938_1920x0_80_0_0_7956f8cad5ea7cf2cd70054c4b677ab0.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. 22 წლის ნიკო კვარაცხელია, ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილი, სავარაუდოდ, დაქირავებულმა კილერმა მოკლა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.ნიკო კვარაცხელია, რომელსაც რვა ტყვია მოხვდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა.ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მამამისის, კრიმინალი ავტორიტეტის გია კვარაცხელიას („ლაფშა“) საქმიანობას, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა.მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმად კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.კვარაცხელიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულს.„ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა იყო, წარმატებული, განათლებული. ნამდვილად გულდასაწყვეტია, უმძიმესი ფაქტი მოხდა, ვიზიარებ მწუხარებას და მინდა მივუსამძიმრო ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს“, – განაცხადა კალაძემ.თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რათა რაც შეიძლება დროულად დააკავონ მკვლელები.
https://sputnik-georgia.com/20210915/vin-aris-veraze-dawrili-mamakaci-romelsac-cxrajer-esroles-259627028.html
https://sputnik-georgia.com/20210910/shanai-brukis-mkvlelobis-saqmeze-dakavebuls-brali-waredgina-259492896.html
https://sputnik-georgia.com/20210916/veraze-dachrili-22-wlis-bichi-gardaicvala-259637686.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259664343_0:0:1255:941_1920x0_80_0_0_d572a3ac441e9d8c803ce980fd1c775f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ნიკო კვარაცხელიას მკვლელი შესაძლოა დაქირავებული კილერია
00:38 17.09.2021 (განახლებულია: 15:08 17.09.2021) ნიკო კვარაცხელიას კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა მამამისის საქმიანობას უკავშირდება.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. 22 წლის ნიკო კვარაცხელია, ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილი, სავარაუდოდ, დაქირავებულმა კილერმა მოკლა, იუწყება ტელეარხი
„რუსთავი2“. ნიკო კვარაცხელია, რომელსაც რვა ტყვია მოხვდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 სექტემბერი 2021, 20:36
ტელეარხის ინფორმაციით, ახალგაზრდის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მამამისის, კრიმინალი ავტორიტეტის გია კვარაცხელიას („ლაფშა“) საქმიანობას, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა.
მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმად კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.
10 სექტემბერი 2021, 12:46
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
16 სექტემბერი 2021, 11:14
კვარაცხელიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულს.
„ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა იყო, წარმატებული, განათლებული. ნამდვილად გულდასაწყვეტია, უმძიმესი ფაქტი მოხდა, ვიზიარებ მწუხარებას და მინდა მივუსამძიმრო ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რათა რაც შეიძლება დროულად დააკავონ მკვლელები.