ნიკო კვარაცხელიას სახელი ბიბლიოთეკა-გემს მიენიჭება

© Facebook / Giorgi Kekelidzeმიტოვებული გემი განმუხურის სანაპიროზე
მიტოვებული გემი განმუხურის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გემზე ნიკო კვარაცხელიას სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავს.
კრიმინალი ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას შვილი, ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ორ ახალგაზრდას, რომლებიც მიმალვაში არიან, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და ასევე ჯგუფურად ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობის გამოძიება გრძელდება.
საბურთალოს სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
მიტოვებული გემი, რომელშიც ერთი წლის შემდეგ ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება, განმუხურის პლაჟზე მდებარეობს. ღონისძიების მთავარი სპონსორი სწორედ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება.
„თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება“, - ნათქვამია კეკელიძის Facebook-გვერდზე.
ნიკო კვარაცხელიას კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
გიორგი კეკელიძე - ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია „საბას“ და პრემია „ოქროს ფრთას“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია. 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს იკავებს და მრავალი საგანმანათლებლო პროექტის წამომწყებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ყველა ახალი ამბავი
0