მოსაზრება: დასავლეთმა არ იცის რა უპასუხოს რუსეთს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
გამოწერა
ვლადიმირ კორნილოვი
დაბნეულობა, სიფრთხილე, გაკვირვება, გაურკვევლობა − ასეთია დასავლეთის პირველი რეაქცია რუსეთის საჯაროდ გამოცხადებულ სამშვიდობო ინიციატივებზე. მიუხედავად წინადადებების მნიშვნელოვნებისა და უპრეცედენტობისა, ბევრმა დასავლურმა (განსაკუთრებით ევროპულმა) საინფორმაციო საშუალებამ ხანგრძლივი პაუზა აიღო, აშკარად უჭირს რა ამ მოვლენის გასაშუქებლად ტონის განსაზღვრა. როგორც გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რარმა აღნიშნა, ევროპაში არცერთ მედიასაშუალებას ჯერ არ გაუბედია მოსკოვის მიერ შეთავაზებული შეთანხმებების პროექტის მეტ-ნაკლებად სრული სახით გამოქვეყნება. ხოლო იმ კომენტარებიდან, რომლებიც ყველა ჯურის კრემლოლოგებისგან მოდის, იგრძნობა, რომ ისინი გაკვირვებული და შოკირებული არიან კრემლის შეთავაზების ენითა და საჯაროობით. გასული 30 წლის განმავლობაში დასავლეთი აშკარად გადაეჩვია იმას, რომ ასე ღიად, მკაფიოდ და ამავდროულად საკმაოდ უხეშად ელაპარაკებიან.
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
მსოფლიო დღეს
უსაფრთხოების გარანტიები: ევროკავშირში რუსეთის წინადადებას უპასუხეს
როგორც ჩანს, იქაური კომენტატორების მთავარი პრობლემა ისაა, როგორ წარუდგინონ თავიანთ საზოგადოებას რუსეთის წინადადებები, რომელთა განხორციელება ერთმნიშვნელოვნად იწვევს დეესკალაციასა და რეალურ განიარაღებას, აცილებს მსოფლიოს ბირთვული ომის უფსკრულს. უწოდო ყველაფერს თავისი სახელი − ეს ნიშნავს დაშორდე აუდიტორიისთვის ჩვეულ ნარატივს, რაც რუსეთის ბუნებრივ აგრესიულობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ სამშვიდობო ინიციატივებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწოდოს სამშვიდობო ინიციატივები. უცხოური მედიის პირველი უხერხული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, გამოსავალი მათ სიტყვებში − „მოთხოვნებსა“ და „ულტიმატუმში“ იპოვეს: როგორ შეიძლება მკითხველს შანტაჟად და მუქარად წარუდგინო რუსეთის სამშვიდობო წინადადებებიც კი.
მაგალითად, გერმანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო DW ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სათაურით „რუსეთი ნატოსგან აღმოსავლეთ ევროპის დატოვებას მოითხოვს“. გერმანელებს რომ ყურადღებით წაეკითხათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი, შეამჩნევდნენ, რომ თითქმის ყველა წამოყენებული წინადადება ნატოს საიდანღაც არგასვლას კი არა, არამედ მისი გაუფართოებლობის იდეას ემყარება.
სერგეი რიაბკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
რიაბკოვი: მოსკოვს სასწრაფოდ სჭირდება ვაშინგტონის პასუხი
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან ასევე ვერ გაიგო (სავარაუდოდ, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ გაიგო): რუსეთი ძირითადად სიტუაციის ამჟამინდელ დონეზე დაფიქსირებას მოითხოვს − სამხედრო ინფრასტრუქტურის სახიფათოდ მიახლოების გარეშე. საპასუხოდ ამერიკელმა დიპლომატმა წამოაყენა თავისი წინადადებები: გაიყვანოს რუსეთმა თავისი ჯარები დნესტრისპირეთიდან, გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას და ა.შ.
მაკფოლის სულისკვეთებით თუ ვუპასუხებთ, შეგვეძლო ამერიკისთვის ყველა მისი ოკეანისგაღმა ბაზის დახურვა, ხოლო ნატოსთვის დაშლა მოგვეთხოვა. მაგრამ გამოცდილი პოლიტიკოსი სერიოზულად მიიჩნევს, რომ სწორედ ასე, იდეის აბსურდულობამდე დაყვანით უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები. დიახ, ახლა ეს არის დასავლური დიპლომატიის დონე − ისღა გვრჩება, მხოლოდ თანავუგრძნოთ რუსეთის დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც ამ სკოლის კურსდამთავრებულებთან აქვს საქმე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
მსოფლიო დღეს
რუსეთის საგარეო უწყება: აუცილებელია დასავლეთთან დიალოგი უსაფრთხოების გარანტიებზე
დასავლელი ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების პირველი რეაქციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთის ინიციატივების უფრო დეტალური შესწავლისა და მათზე პასუხის გაცემისთვის არჩეულია ვალდებულებების სრულიად მიჩქმალვის ტაქტიკა, რომლებსაც ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ, და პროექტების დაუსაბუთებელ ულტიმატუმებად წარმოდგენა იმ მიზნით, რომ დასავლელი ობივატელის უარყოფა გამოიწვიოს.
მაგალითად, საიტი Axios ჩვენს წინადადებებზე ასე წერს: „ექსპერტები რუსეთის მოთხოვნებს მაქსიმალისტურად და ძნელად მისაღებად ახასიათებენ“. შემდეგ კი მოჰყვება იმ ვალდებულებების ჩამონათვალი, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უნდა აიღონ საკუთარ თავზე.
ნატო რუსეთთან დიალოგს გაფართოებისა და გავლენის სფეროების შესახებ "უკან გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს. აბსოლუტურად ასევე განმარტავს შეთანხმების პროექტს კიდევ ერთი დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში სტივენ პიფერი: „მოსკოვის ნატო–რუსეთისა და აშშ–რუსეთის ხელშეკრულებების პროექტი სავსეა მოთხოვნებით, რომლებიც, როგორც კრემლს უნდა ესმოდეს, მიუღებელია დასავლეთისთვის“. და ჩვენ ამას ვკითხულობთ დასავლეთში რუსეთის მთავარ ექსპერტებად მიჩნეულ ანალიტიკოსთა კომენტარების აბსოლუტურ უმრავლესობაში.
აშშ-ის სენატის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
მსოფლიო დღეს
GUARD Act: ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის „ტერორიზმის სპონსორად“ გამოცხადება მოითხოვეს
წარმოიდგინეთ ამერიკელი მკითხველის გაბრაზებული რეაქცია, რომელიც ამ ინფორმაციის საფუძველზე მიდის დასკვნამდე, რომ ეს რუსები ისევ ცდილობენ მის საფეთქელზე პისტოლეტის მიდებას, თანაც სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ. არადა ხელშეკრულების ორივე პროექტი, როგორც ნატოსთან, ისე ცალკე შეერთებულ შტატებთან, ზუსტადაც რომ ორმხრივ ვალდებულებებსა და გარანტიებს გულისხმობს. ნათელია, რომ მოლაპარაკებათა კულისებში ჩვენი დიპლომატები კოლეგებს უფრო დეტალურად უხსნიან, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი დასავლეთის უარის შემთხვევაში ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ საჯაროდ ასე განმარტა: „მაშინ ჩვენც გადავალთ კონტრსაფრთხეების შექმნის რეჟიმზე. მაშინ გვიანი იქნება ჩვენთვის იმის კითხვა, რატომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებები, რატომ განვათავსეთ იქ ასეთი სისტემები“.
მოსკოვის კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთს: რა მოხდება, თუ პირობებს არ მიიღებენ
მათ, ვისაც დასავლეთში დიპლომატიური ენა არ ესმის, შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ უბრალოდ ყურადღებით წაიკითხონ შეთავაზებული დოკუმენტების ტექსტი და ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი უმიზეზოდ არ ითხოვს დასავლეთისგან, თავი შეიკავოს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, როგორც ახლა ამის წარმოჩენას ცდილობს უცხოური მასმედია. რუსეთი თავადაც იღებს თავზე მთელ რიგ ვალდებულებებს. თუ გრუშკოს სიტყვებს ამ ვალდებულებებს შევადარებთ, მაშინ შეგვიძლია გამოვიტანოთ მარტივი დასკვნა: თუ შეერთებული შტატები და ნატო უარს იტყვიან ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებზე, რუსეთი მიიღებს სრულ მორალურ უფლებას (კანონიერი უკვე გვაქვს), გამოიყენოს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიები ხსენებული „კონტრსაფრთხეების“ შესაქმნელად თავდაცვის სისტემის ახალ საფრთხეებზე საპასუხოდ.
უფრო მეტიც, რუსული რაკეტები და ბირთვული იარაღი შესაძლოა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდეს. და ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ბელარუსი, რომელმაც უკვე გამოთქვა მზადყოფნა, განათავსოს ისინი თავის ტერიტორიაზე. რუსეთის ატომური და სარაკეტო ინფრასტრუქტურის ბაზების ადგილმდებარეობებმა შეიძლება უსიამოვნოდ − და თანაც ძალიან უსიამოვნოდ − გააოცოს ვაშინგტონი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
რუსეთი-ნატოს საბჭოს აღდგენა არ იგეგმება: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი
შემთხვევითი არ არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა პირდაპირი პარალელები გაავლო მიმდინარე მოვლენებსა და კარიბის ზღვის კრიზისს შორის. ეს არის ის, რისი გაგებაც უჭირთ ან ეშინიათ დასავლელ კრემლოლოგებს. ისინი რუსეთისგან მომდინარე ყველა პოტენციურ საფრთხეს რატომღაც მხოლოდ „უკრაინაში რუსეთის შეჭრას“ უკავშირებენ.
ანუ მათ თავად მოიგონეს „შეჭრა“ და ახლა თავადვე მიაჩნიათ, რომ მოსკოვის „ულტიმატუმი“ უკრაინაზე თავდასხმაზე უარის თქმის პირობებში მდგომარეობს. მთავარი ბრიტანელი კრემლოლოგი ედვარდ ლუკასი, აღწერს რა The Times-ის გვერდებზე თავის შიშებს რუსეთის მიერ აზოვის მთელი სანაპიროს დაკავების შესახებ, აღიარებს: „ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი ის არის, რომ ბრძოლა (და, შესაძლოა, რაიმე სახის ბირთვული იარაღის ჟღარუნი) დასრულდეს ახალი ხელშეკრულებით − 1945 წელს სტალინთან იალტის შეთანხმების მსგავსად“.
შედეგად, „რუსეთის სპეციალისტი“ კორპორაცია RAND-დან სამუელ ჩარაპი წუხილს გამოთქვამს The New York Times-ის გვერდებზე: „დიპლომატია მოიცავს კომპრომისს და მოქნილობას. ეს ჩვეულებრივ იწვევს საჯარო ულტიმატუმებზე უარს. არსებითად ეს დიპლომატია არ არის. ეს დიპლომატიის საპირისპირო რამაა“.
აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
ღია ცის ხელშეკრულების ჩაშლა: აშშ-ის ინიციატივა სახიფათო შედეგებით
ეჰ, სამწუხაროა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არ წაიკითხა ეს სიტყვები კომპრომისზე მანამ, სანამ ცეცხლოვან სიტყვას წარმოთქვამდა, რომელშიც ზედიზედ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია ნებისმიერი კომპრომისი უკრაინის არგაწევრიანების შესაძლებლობაზე. ჩარაპის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ნატო და დიპლომატია შეუთავსებელია. ან იქნებ, ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, მხოლოდ რუსეთმა უნდა გამოიჩინოს კომპრომისები და მოქნილობა?
მაგრამ, ვიმეორებთ, ამ ანალიტიკოსებმა აშკარად არ წაიკითხეს მოსკოვის მიერ შეთავაზებული დოკუმენტების ტექსტი და ვერ გაიგეს, რომ თუ დასავლეთი არ მიიღებს მათ, ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება არასტანდარტული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც შეიძლება სულაც არ შემოიფარგლოს მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროთი. წარმოიდგინეთ, რა დაიწყებოდა ამერიკაში და იმავე დასავლურ მედიაში, რომლებიც რუსეთს „მოუქნელობაში“ სდებენ ბრალს, საუბარი რომ რუსეთის ბირთვული სისტემების აშშ-თან ახლოს განლაგებაზე ყოფილიყო. ეს ახლა ეუბნებიან ნატოს ლიდერები რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში „გავლენის სფეროებზე“ საუბარი მიუღებელია. იგივე გრუშკო კი იხსენებს, როგორ შეიტანეს ამერიკელებმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებების დროს „თავიანთი სურვილების სიაში“ პუნქტი, რომ რუსეთს თავისი სასწავლო ბრიგადა გაეყვანა კუბიდან. „თითქოს ამ სასწავლო ბრიგადას შეეძლო სადმე ფლორიდაში გადამსხდარიყო და შეერთებული შტატები დაეპყრო“, – თქვა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში.
ნატოს ჯარისკაცები - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
მოსაზრება: ნატოს ლიდერების „სატანკო ბრძოლა რუსულ რეჟიმთან“
თუ ამერიკელებს ასე აწუხებდა ჩვენი ინსტრუქტორები კუბაში, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ ამღერდებოდნენ, სადღაც ცენტრალურ ამერიკაში უბრალოდ რუსული სასწავლო ბაზის განთავსების იდეა რომ გაჩენილიყო. აი მაშინ გაიხსენებენ თავიანთ „გავლენის სფეროებსა“ და ლოზუნგს „ამერიკა ამერიკელებისთვის“, ასევე რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის აშშ-ის „უკანა ეზოში“ გაჩენის მიუღებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, ასე საუბრობდნენ მათი სახელმწიფო ჩინოვნიკები ლათინურ ამერიკაზე ვენესუელაში კრიზისის პიკზე. მათ მხარს უბამდნენ იგივე კრემლოლოგები და მოითხოვდნენ, რომ რუსეთი ამერიკულ „ეზოში“ არ შეეშვათ. ესეც თქვენი 21-ე საუკუნეში „გავლენის სფეროების“ დაუშვებლობა.
„რუსეთის ექსპერტების“ კომენტარებში ყველაზე საგანგაშო − მომენტის კრიტიკულობის გაცნობიერების არარსებობაა, იმ სახიფათო ხაზისა, რომელსაც ჩვენ ყველა მათი ძალისხმევით მივუახლოვდით. 30 წლის წინ სსრკ-ის დაშლით დაბანგულებს და ამ კუთხით ზომიერების გრძნობადაკარგულებს, არ შეუძლიათ გააცნობიერონ, რომ საფრთხეებისა და კონტრსაფრთხეების საპირწონეზე დაფუძნებული სამყარო გაცილებით ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ასეთების არარსებობის შემთხვევაში.
ნატოსა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
მსოფლიო დღეს
ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა: ალიანსმა პირობები დაასახელა
მაგრამ კიდევ უფრო საშიშია სამყარო, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე მუდმივად აძლიერებს საფრთხეებს, ყოველგვარი შეკავებისა და საპირწონეების გარეშე. ასეთი მდგომარეობა კაცობრიობას სამწუხარო შედეგებს უქადის.
სწორედ ამიტომ რუსეთი გვთავაზობს ამ ხაზისგან გაწევას და გულწრფელად აფრთხილებს, თუ რა საპირწონე ბალანსს შექმნის, თუ დასავლეთი უარს იტყვის მოსკოვის სამშვიდობო ინიციატივებზე. ბოლოს და ბოლოს, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჯობს იალტის ახალი შეთანხმება, ვიდრე საფრთხეებისა და კონტრსაფრთხეების გაუთავებელი გაზრდა, რამაც შეიძლება ყველა ჩვენგანისთვის დამღუპველი შედეგი გამოიწვიოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0