https://sputnik-georgia.com/20211220/xurtkmeli-grossularia-reclinata-262991642.html
ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები
ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ხურტკმელი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას. ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო –... 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T13:04+0400
2021-12-20T13:04+0400
2021-12-20T18:01+0400
წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23387/50/233875057_0:351:1600:1251_1920x0_80_0_0_dd06c9899643c4f6953f6625648ebbfd.jpg
ხურტკმელი (ლათ.Grossularia reclinata) მრავალწლიანი და უხვნაყოფიანი, კენკროვანი, თაფლოვანი, ეკლიანი ბუჩქია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ბევრგანაა ბუნებრივად გავრცელებული, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ, თხელ ხირხატ (ქვიანი და ქვიშიანი) ნიადაგებზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: გორგოშა, ეკალხუნწა, ეკალხუნწაი, კუნკრუხელა, კრიკინა, კინკრიჟა, კვრიხი, ორყუნწა, თეთრეკალა, რუსული მოცხარი, ღორღოშინა, ღორღოშო, ურუსი ყურზენ.გამოიყენება როგორც მწიფე, ისე მკვახე ხურტკმელი.ხურტკმელის ნაყოფი შეიცავს 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს.გარდა ამისა, ხურტკმელში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, იოდი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია.ხურტკმელი ეფექტური საშუალებაა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვებისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურალობისთვის. მცენარეში შემავალი P ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას, ხოლო ნაყოფის ნაყენს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი გამოაქვს.ძახველი და მისი სამკურნალო თვისებები>>კენკრის მწიფე ნაყოფი 1,8-3,8 მგ სეროტონინს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მომწიფებულ ხურტკმელში ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ორჯერ მეტია, ვიდრე მკვახეში.ხურტკმელს ახასიათებს მუბუქი გამხსნელი, ნაღველ და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. მცენარეს ახასიათებს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდებო და, ზოგადად, ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.ხურტკმელის წვენი თაფლთან ერთად სასარგებლოა სისხლნაკლებობის, კანზე გამონაყარის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო წყალში გახსნილი (1:2 თანაფარდობით) ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება.მცენარის ფოთლები მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები>>ხურტკმელის ნაყენი, ასევე ცოცხალი ნაყოფი ძალზე ეფექტურია გახანგრძლივებული კლიმაქტერიული სისხლდენისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის.ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (მაგალითად, სიმსუქნე), ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს.მცენარის ნაყოფს ზამთრისთვის ახმობენ, ან ამზადებენ მარინადს ან ჯემს, ასევე ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ.მისგან ასევე ამზადებენ მურაბას, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20210927/cinnamomum-verum-daricini-sasargeblo-tvisebebi-259890281.html
https://sputnik-georgia.com/20211101/mango-mangifera-sasargeblo-tvisebebi-261682294.html
https://sputnik-georgia.com/20210909/cinuri-da-tibeturi-medicinis-saocreba-goji-beri-wolfberry-259439687.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23387/50/233875057_0:201:1600:1401_1920x0_80_0_0_dd31a18fd11ac1201eb627262f3cf761.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები, სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები
13:04 20.12.2021 (განახლებულია: 18:01 20.12.2021) ხურტკმელი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას. ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება; აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
ხურტკმელი (ლათ.Grossularia reclinata) მრავალწლიანი და უხვნაყოფიანი, კენკროვანი, თაფლოვანი, ეკლიანი ბუჩქია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ბევრგანაა ბუნებრივად გავრცელებული, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ, თხელ ხირხატ (ქვიანი და ქვიშიანი) ნიადაგებზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: გორგოშა, ეკალხუნწა, ეკალხუნწაი, კუნკრუხელა, კრიკინა, კინკრიჟა, კვრიხი, ორყუნწა, თეთრეკალა, რუსული მოცხარი, ღორღოშინა, ღორღოშო, ურუსი ყურზენ.
გამოიყენება როგორც მწიფე, ისე მკვახე ხურტკმელი.
ხურტკმელის ნაყოფი შეიცავს 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს.
27 სექტემბერი 2021, 12:00
გარდა ამისა, ხურტკმელში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, იოდი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია.
ხურტკმელი ეფექტური საშუალებაა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვებისა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურალობისთვის. მცენარეში შემავალი P ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას, ხოლო ნაყოფის ნაყენს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი გამოაქვს.
კენკრის მწიფე ნაყოფი 1,8-3,8 მგ სეროტონინს შეიცავს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. მომწიფებულ ხურტკმელში ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ორჯერ მეტია, ვიდრე მკვახეში.
ხურტკმელს ახასიათებს მუბუქი გამხსნელი, ნაღველ და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ის რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. მცენარეს ახასიათებს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდებო და, ზოგადად, ორგანიზმის გამაძლიერებელი მოქმედება.
ხურტკმელის წვენი თაფლთან ერთად სასარგებლოა სისხლნაკლებობის, კანზე გამონაყარის, სისხლჩაქცევების დროს. წვენის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მარილების გამოდევნას და ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც რადიაციული დასხივება მიიღო – ის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდების გამოყვანაში ეხმარება, ხოლო წყალში გახსნილი (1:2 თანაფარდობით) ხურტკმელის წვენი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ეხმარება.
მცენარის ფოთლები მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ხურტკმელის ნაყენი, ასევე ცოცხალი ნაყოფი ძალზე ეფექტურია გახანგრძლივებული კლიმაქტერიული სისხლდენისა და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის.
ხურტკმელი, როგორც ცოცხალი, ისე ნაყენის სახით გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის, ორგანიზმში რკინის, ფოსფორის, სპილენძის ნაკლებობისას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (მაგალითად, სიმსუქნე), ქრონიკული შეკრულობის, გასტროენტეროკოლიტების, სისხლდენის დროს.
მცენარის ნაყოფს ზამთრისთვის ახმობენ, ან ამზადებენ მარინადს ან ჯემს, ასევე ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ.
მისგან ასევე ამზადებენ მურაბას, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და ა.შ.