https://sputnik-georgia.com/20211213/zaxveli-viburnum-opulus-262810089.html
ძახველი და მისი სამკურნალო თვისებები
ძახველი და მისი სამკურნალო თვისებები
Sputnik საქართველო
ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში... 13.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-13T13:24+0400
2021-12-13T13:24+0400
2021-12-13T19:58+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/50/234685001_0:128:1365:896_1920x0_80_0_0_f4b598ac6c86813a95b10f933fbf4580.jpg
ძახველი (Viburnum opulus) ცხრატყავასებრთა ოჯახის 1,5–4 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მონაცრისფრო–რუხი დახეთქილი ქერქი და გლუვი ყლორტები. ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედ არის განლაგებული. მისი ყვავილები თეთრი ფერისაა, ხოლო ნაყოფი – ღია წითელი. ნაყოფი ოვალური ან სფეროსებრი ფორმისაა, აქვს კურკა.ძახველი მაისი–ივლისში ყვავილობს, ხოლო ნაყოფი აგვისტო–სექტემბერში მწიფდება.გავრცელებულია ტყიან ადგილებში, თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება ასევე მდინარის ნაპირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც. კარგად ხარობს საქართველოში.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ასევე ძახველას, სამეგრელოში – ძარწუფას, თუშეთში – ძეხველს.ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა.ძახველი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს.ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც.ძახველის ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP, ამიტომ ხშირად გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს.С ვიტამინის წყალობით ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას, ტონზილიტს (სასის ნუშურების ანთება) და ფილტვების ანთებასაც კი.ეს კენკრა, პექტინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყალობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ძახველის ნაყოფი ძალზე სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის, როგორც გამამაგრებელი საშუალება.ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.ასევე რეკომენდებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. ვიტამინებისა და ქიმიური ელემენტების შემადგენლობა მცენარეში აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას და დეპრესიასაც კი კურნავს.ძახველის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა, როგორც ხმის აღმდგენი საშუალება. ხმის ჩახრინწვისა და დაკარგვის დროს ყვავილების ნახარშის მიღება ხმის დაბრუნებას უწყობს ხელს.ფეიხოას სასარგებლო თვისებები>>ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.მცენარის ქერქი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენისას.ამ თვისებიდან გამომდინარე ძახველის ქერქის ნახარშის გამოვლებას პაროდონტოზით დაავადებულებს უნიშნავენ.ძახველს ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზომოდ მიიღებთ მას – С ვიტამინის დიდი შემცველობის გამო სხეულზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს.ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძახველის ყველა ჯიში სასარგებლო არაა და შეიძლება საწამლავიც იყოს. მოერიდეთ წითელის გარდა სხვა ფერის ძახველის მიღებას, ისინი მომწავლელია. მაგალითად, კავკასიაში იზრდება შავი ფერის ძახველი, რომელიც ძლიერ შხამიანია.ასევე გასათვალისწინებელია ძახველის უკუჩვენებები: ალერგიის საშიშროების გამო ეს მცენარე არ უნდა მიიღონ ორსულებმა, დაბალწნევიანმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვს.ძახველის მიღებას უნდა მოერიდონ ისინიც, ვისაც პოდაგრა აწუხებს. ამ მცენარეში შემავალი მჟავები სახსრების ჯანმრთელობაზე არცთუ კარგად მოქმედებს.
https://sputnik-georgia.com/20211203/zrmartli-mespilus-germanica-262548539.html
https://sputnik-georgia.com/20210823/vardkaWaWa-Cichorium-252647890.html
https://sputnik-georgia.com/20210422/Tafli-samkurnalo-saSualeba-251537451.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/50/234685001_0:0:1365:1024_1920x0_80_0_0_11b39f5332209a35a01f8523542bac07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ძახველი და მისი სამკურნალო თვისებები
13:24 13.12.2021 (განახლებულია: 19:58 13.12.2021) ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა. ის დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც.
ძახველი (Viburnum opulus) ცხრატყავასებრთა ოჯახის 1,5–4 მეტრი სიმაღლის ბუჩქია, აქვს მონაცრისფრო–რუხი დახეთქილი ქერქი და გლუვი ყლორტები. ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედ არის განლაგებული. მისი ყვავილები თეთრი ფერისაა, ხოლო ნაყოფი – ღია წითელი. ნაყოფი ოვალური ან სფეროსებრი ფორმისაა, აქვს კურკა.
ძახველი მაისი–ივლისში ყვავილობს, ხოლო ნაყოფი აგვისტო–სექტემბერში მწიფდება.
გავრცელებულია ტყიან ადგილებში, თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება ასევე მდინარის ნაპირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც. კარგად ხარობს საქართველოში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებენ ასევე ძახველას, სამეგრელოში – ძარწუფას, თუშეთში – ძეხველს.
ძახველი სამკურნალო და ვიტამინების შემცველი მცენარეა.
ძახველი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი მხოლოდ 26 კილოკალორიას შეიცავს.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მცენარის ქერქიც, ყვავილებიცა და ნაყოფიც.
ძახველის ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K. ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP, ამიტომ ხშირად გამოიყენება ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობის დროს.
С ვიტამინის წყალობით ძახველი საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ძახველის ნაყოფის ნახარში ეფექტურად ებრძვის ბრონქიტს, ანგინას, ტონზილიტს (სასის ნუშურების ანთება) და ფილტვების ანთებასაც კი.
ეს კენკრა, პექტინებისა და მთრიმლავი ნივთიერებების წყალობით, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. ძახველის ნაყოფი ძალზე სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისთვის, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ძახველის ნაყოფი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს.
ასევე რეკომენდებულია ძახველი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრავმების დროს. ვიტამინებისა და ქიმიური ელემენტების შემადგენლობა მცენარეში აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას და დეპრესიასაც კი კურნავს.
ძახველის ყვავილები ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა, როგორც ხმის აღმდგენი საშუალება. ხმის ჩახრინწვისა და დაკარგვის დროს ყვავილების ნახარშის მიღება ხმის დაბრუნებას უწყობს ხელს.
ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, ასევე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი საშუალება, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
მცენარის ქერქი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ ძლიერი სისხლდენისას.
ამ თვისებიდან გამომდინარე ძახველის ქერქის ნახარშის გამოვლებას პაროდონტოზით დაავადებულებს უნიშნავენ.
ძახველს ზიანის მოტანაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზომოდ მიიღებთ მას – С ვიტამინის დიდი შემცველობის გამო სხეულზე შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძახველის ყველა ჯიში სასარგებლო არაა და შეიძლება საწამლავიც იყოს. მოერიდეთ წითელის გარდა სხვა ფერის ძახველის მიღებას, ისინი მომწავლელია. მაგალითად, კავკასიაში იზრდება შავი ფერის ძახველი, რომელიც ძლიერ შხამიანია.
ასევე გასათვალისწინებელია ძახველის უკუჩვენებები: ალერგიის საშიშროების გამო ეს მცენარე არ უნდა მიიღონ ორსულებმა, დაბალწნევიანმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვს.
ძახველის მიღებას უნდა მოერიდონ ისინიც, ვისაც პოდაგრა აწუხებს. ამ მცენარეში შემავალი მჟავები სახსრების ჯანმრთელობაზე არცთუ კარგად მოქმედებს.