https://sputnik-georgia.com/20211203/zrmartli-mespilus-germanica-262548539.html
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T12:08+0400
2021-12-03T12:08+0400
2021-12-03T17:26+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23461/68/234616805_0:191:2029:1332_1920x0_80_0_0_b25151b1b64abfd4968bb7660f441149.jpg
ზღმარტლი (Mespilus germanica) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 3–6 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია; აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი თეთრი ცალედი ყვავილები. ყვავილობს მაისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერში. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარი აქვს, უკვე გადამწიფებული კი რბილი და ტკბილია. გამოიყენება საკვებად.საქართველოში იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით კარგად ხარობს მუხნარში, მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით.ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალურ ნივთიერებებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა. ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.კივი – С ვიტამინისა და მრავალი სასარგებლო ელემენტის ნამდვილი საბადო>>გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.ზღმარტლს აქვს დიარეის, დიზენტერიის საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს ცილების ცვლას; დადებითად მოქმედებს შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფუნქციის დროს; ზღმარტლის ორგანული მჟავები კარგ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლზე, სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემაზე. ნაყოფის ნახარშს იყენებენ გამოსავლებად ყელის ტკივილის დროს.ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი>>ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
https://sputnik-georgia.com/20211018/xurma-sasargeblo-tvisebebi-diospyros-persimmon-260640889.html
https://sputnik-georgia.com/20211108/feixoa-feijoa-261871854.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23461/68/234616805_0:0:2029:1522_1920x0_80_0_0_657c8e5da88df4c7f951b06121b00750.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები
12:08 03.12.2021 (განახლებულია: 17:26 03.12.2021) განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.
ზღმარტლი (Mespilus germanica) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 3–6 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია; აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი თეთრი ცალედი ყვავილები. ყვავილობს მაისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერში. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარი აქვს, უკვე გადამწიფებული კი რბილი და ტკბილია. გამოიყენება საკვებად.
საქართველოში იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით კარგად ხარობს მუხნარში, მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით.
ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალურ ნივთიერებებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა. ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ-ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.
გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.
ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ზღმარტლს აქვს დიარეის, დიზენტერიის საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს ცილების ცვლას; დადებითად მოქმედებს შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფუნქციის დროს; ზღმარტლის ორგანული მჟავები კარგ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლზე, სისხლძარღვებზე, ნერვულ სისტემაზე. ნაყოფის ნახარშს იყენებენ გამოსავლებად ყელის ტკივილის დროს.
ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.