https://sputnik-georgia.com/20210909/cinuri-da-tibeturi-medicinis-saocreba-goji-beri-wolfberry-259439687.html
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება – გოჯი ბერი
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება – გოჯი ბერი
Sputnik საქართველო
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს არ გასცდენია – ჯადოსნური გოჯი ბერი: ებრძვის სიბერეს, ორგანიზმს... 09.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-09T12:20+0400
2021-09-09T12:20+0400
2021-09-09T15:35+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/71/234307195_0:375:4000:2625_1920x0_80_0_0_6a94128e1ac31340a9b96e7e069a049b.jpg
გოჯი ბერი (ლათ. Licium Barbarum იგივე WolfBerry) მარადმწვანე ბუჩქი, კენკროვანი მცენარეა. ჩინურად მისი დასახელება დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს. მის შესახებ პირველი ინფორმაცია დაახლოებით 4000 წლის წინანდელ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში გვხვდება. უფრო დაწვრილებით ამ მცენარის სამკურნალო თვისებები „სიცოცხლის ხის“ სახელით აღწერილია უძველეს ჩინურ „სიმღერების წიგნში“ („შიძინგი“, რომელიც დაიწერა ჩოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი).ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მცენარე მონასტერთან ახლოს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა. მის ნაყოფს ჩიტების გარდა არავინ ჭამდა, მაგრამ მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა. ამ წყაროს წყალს კი ბერები სვამდნენ. სწორედ ასე აღმოაჩინეს მათ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები.ამ მცენარის თაობაზე საუკუნეების განმავლობაში ინფორმაცია ჩინეთის გარეთ არ ვრცელდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია, მის შესახებ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გახდა ცნობილი.გაითვალისწინეთ: არსებობს გოჯის 40-მდე სახეობა და აქედან მხოლოდ ორს (ჩინურს და ტიბეტურს) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება, ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.გოჯის „ჯადოსნურ“ ხილად აქცევს დაახლოებით 20 ყველაზე ფასეული ამინომჟავა, ოცზე მეტი შეუცვლელი მიკრო- და მაკროელემენტი, ვიტამინების ფართო სპექტრი, სხვა მცენარეებთან შედარებით ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი, პოლისაქარიდები.ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი.მინერალური ნივთიერებები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი.ანტიოქსიდანტები: ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4; პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს, ოთხივე პოლისაქარიდი ერთდროულად არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში არ არის. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს ხილის ნაყოფის უძლიერეს მოქმედებას, ქსოვილებსა და ორგანოებზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.გოჯი ბერის, პირველ რიგში, ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენა შეუძლია. ნაწლავები იწყებს უკეთ ფუნქციონირებას, ხოლო კუჭი – საკვები ელემენტების ათვისებისთვის დამატებითი რაოდენობის ფერმენტების გამომუშავებას;კიდევ ერთი თვისება – ღვიძლისა და ნაღველის გამოყოფის მთელი სისტემის გაწმენდა და აღდგენაა;გოჯი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზისა და სექსუალური ფუნქციის დაქვეითებისას;როგორც აღვნიშნეთ, კენკრას უზარმაზარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. მისი მიღების შემდეგ სახის კანი ხდება გლუვი, ნაოჭები მცირდება, ხოლო ლოყებს ჯანმრთელი, ბუნებრივი ფერი უბრუნდება.ნერვული აშლილობების დროს ამ მცენარის ნაყოფს ქიმიურ ანტიდეპრესანტებზე ნაკლები ზემოქმედება ნამდვილად არ ახასიათებს. ის მსუბუქად აღადგენს ძილის პროცესს, აუმჯობესებს განწყობას და აქრობს ნებისმიერ დეპრესიულ მდგომარეობას.გოჯის ნაყოფი სასარგებლოა სისხლში შაქრის დონესთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.ზოგადად, ეს მცენარე ადამიანში ზრდის ამტანობას, ასტაბილურებს იმუნიტეტს, ზრდის სექსუალურ ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ და სხვ.გოჯი ბერი ასევე აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოსადევნად.ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, ალცჰაიმერის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.ამ პანაცეა–მცენარის გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო: დიდი რაოდენობით მიღებისას, შესაძლოა, დიარეა გამოიწვიოს; გასათვალისწინებელია, რომ ის ათხელებს სისხლს, ამიტომ ადამიანს, ვისაც სისხლდენისკენ აქვს მიდრეკილება, ამ კენკრამ შეიძლება ავნოს. ასევე არ ღირს, გოჯი ორსულმა მიიღოს, რადგან შეიძლება ნაწლავების შებერილობა გამოიწვიოს, იმავეს ურჩევენ მეძუძურ დედებს.დიდი რაოდენობით გოჯი ბერის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, რადგან, გარდა სისხლის გათხელებისა, ის სისხლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარესაც ზრდის და ასევე, შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროებაც გამოიწვიოს; ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ იღებთ რაიმე პრეპარატს, გოჯი ამ პრეპარატის მოქმედებას აუცილებლად გააძლიერებს და ამასთან ერთად – მის უკუჩვენებებსაც.გოჯიმ, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად ძილის პროცესს აუმჯობესებს, შესაძლოა, განსაკუთრებით „ფხიზელ“ ადამიანებზე პირიქით იმოქმედოს, მაგრამ გამოსავალი არის – არ მივიღოთ გოჯი ძილის წინ.ასევე კენკრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მუცლის არეში ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება. ამ დროს ან უნდა შევამციოთ მისი მიღება, ან საერთოდ ავკრძალოთ.
https://sputnik-georgia.com/20191230/curcuma-kurkuma-247383783.html
https://sputnik-georgia.com/20210816/askili-Rosa-samkurnalo-Tvisebebi-252592945.html
https://sputnik-georgia.com/20200622/mocvi-Vaccinium-248792036.html
https://sputnik-georgia.com/20210726/mayvali-Rubus-fruticosus-Blackberry-252426031.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23430/71/234307195_0:0:4000:3000_1920x0_80_0_0_00c99eaf6d6569184431fbb4b4dbe219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება – გოჯი ბერი
12:20 09.09.2021 (განახლებულია: 15:35 09.09.2021) ჩინური და ტიბეტური მედიცინის საოცრება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს არ გასცდენია – ჯადოსნური გოჯი ბერი: ებრძვის სიბერეს, ორგანიზმს აახალგაზრდავებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, სხეულიდან გამოდევნის ცხიმებს, აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას...
გოჯი ბერი (ლათ. Licium Barbarum იგივე WolfBerry) მარადმწვანე ბუჩქი, კენკროვანი მცენარეა. ჩინურად მისი დასახელება დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს. მის შესახებ პირველი ინფორმაცია დაახლოებით 4000 წლის წინანდელ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში გვხვდება. უფრო დაწვრილებით ამ მცენარის სამკურნალო თვისებები „სიცოცხლის ხის“ სახელით აღწერილია უძველეს ჩინურ „სიმღერების წიგნში“ („შიძინგი“, რომელიც დაიწერა ჩოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი).
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მცენარე მონასტერთან ახლოს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა. მის ნაყოფს ჩიტების გარდა არავინ ჭამდა, მაგრამ მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა. ამ წყაროს წყალს კი ბერები სვამდნენ. სწორედ ასე აღმოაჩინეს მათ გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები.
ამ მცენარის თაობაზე საუკუნეების განმავლობაში ინფორმაცია ჩინეთის გარეთ არ ვრცელდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია, მის შესახებ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გახდა ცნობილი.
გაითვალისწინეთ: არსებობს გოჯის 40-მდე სახეობა და აქედან მხოლოდ ორს (ჩინურს და ტიბეტურს) აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება, ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
გოჯის „ჯადოსნურ“ ხილად აქცევს დაახლოებით 20 ყველაზე ფასეული ამინომჟავა, ოცზე მეტი შეუცვლელი მიკრო- და მაკროელემენტი, ვიტამინების ფართო სპექტრი, სხვა მცენარეებთან შედარებით ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი, პოლისაქარიდები.
ვიტამინები: B1, B2, B6, E, C, კაროტინი.
მინერალური ნივთიერებები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი.
ანტიოქსიდანტები: ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.
პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4; პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს, ოთხივე პოლისაქარიდი ერთდროულად არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში არ არის. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს ხილის ნაყოფის უძლიერეს მოქმედებას, ქსოვილებსა და ორგანოებზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.
გოჯი ბერის, პირველ რიგში, ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენა შეუძლია. ნაწლავები იწყებს უკეთ ფუნქციონირებას, ხოლო კუჭი – საკვები ელემენტების ათვისებისთვის დამატებითი რაოდენობის ფერმენტების გამომუშავებას;
კიდევ ერთი თვისება – ღვიძლისა და ნაღველის გამოყოფის მთელი სისტემის გაწმენდა და აღდგენაა;
გოჯი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზისა და სექსუალური ფუნქციის დაქვეითებისას;
როგორც აღვნიშნეთ, კენკრას უზარმაზარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. მისი მიღების შემდეგ სახის კანი ხდება გლუვი, ნაოჭები მცირდება, ხოლო ლოყებს ჯანმრთელი, ბუნებრივი ფერი უბრუნდება.
ნერვული აშლილობების დროს ამ მცენარის ნაყოფს ქიმიურ ანტიდეპრესანტებზე ნაკლები ზემოქმედება ნამდვილად არ ახასიათებს. ის მსუბუქად აღადგენს ძილის პროცესს, აუმჯობესებს განწყობას და აქრობს ნებისმიერ დეპრესიულ მდგომარეობას.
გოჯის ნაყოფი სასარგებლოა სისხლში შაქრის დონესთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
ზოგადად, ეს მცენარე ადამიანში ზრდის ამტანობას, ასტაბილურებს იმუნიტეტს, ზრდის სექსუალურ ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ და სხვ.
გოჯი ბერი ასევე აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოსადევნად.
ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, ალცჰაიმერის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.
ამ პანაცეა–მცენარის გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო: დიდი რაოდენობით მიღებისას, შესაძლოა, დიარეა გამოიწვიოს; გასათვალისწინებელია, რომ ის ათხელებს სისხლს, ამიტომ ადამიანს, ვისაც სისხლდენისკენ აქვს მიდრეკილება, ამ კენკრამ შეიძლება ავნოს. ასევე არ ღირს, გოჯი ორსულმა მიიღოს, რადგან შეიძლება ნაწლავების შებერილობა გამოიწვიოს, იმავეს ურჩევენ მეძუძურ დედებს.
დიდი რაოდენობით გოჯი ბერის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, რადგან, გარდა სისხლის გათხელებისა, ის სისხლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარესაც ზრდის და ასევე, შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროებაც გამოიწვიოს; ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ იღებთ რაიმე პრეპარატს, გოჯი ამ პრეპარატის მოქმედებას აუცილებლად გააძლიერებს და ამასთან ერთად – მის უკუჩვენებებსაც.
გოჯიმ, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად ძილის პროცესს აუმჯობესებს, შესაძლოა, განსაკუთრებით „ფხიზელ“ ადამიანებზე პირიქით იმოქმედოს, მაგრამ გამოსავალი არის – არ მივიღოთ გოჯი ძილის წინ.
ასევე კენკრამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მუცლის არეში ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება. ამ დროს ან უნდა შევამციოთ მისი მიღება, ან საერთოდ ავკრძალოთ.