დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 18 დეკემბერი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18 დეკემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოსალოდნელია არაერთი ცხარე კამათი. ადამიანები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც მათზე არაა დამოკიდებული და არც უშუალოდ ეხება. თუ მოსაზრებები არ ემთხვევა, იწყება კამათი. დათმობაზე წასვლა არავის უნდა, კონსტრუქციული განწყობის შენარჩუნება რთულია. გაითვალისწინეთ ეს გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ პიროვნულ შეურაცხყოფაზე, შეინარჩუნეთ მეგობრული დამოკიდებულება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 17 დეკემბერი>>
ვერძი: წვრილმანებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მოსალოდნელია უმნიშვნელო პრობლემების წარმოქმნა, მაგრამ გადაულახავი ბარიერები არ შეიქმნება; შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, რაც არ უნდა მოხდეს და არ წამოეგებით პროვოკაციებს. ეს თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო კამათსა და საუბრებს. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: კარგი იმისთვის, რომ თქვენთვის სასიამოვნო, საინტერესო საქმეები გააკეთოთ, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებენ. როდესაც არაფერი გაშფოთებთ და განერვიულებთ, შესანიშნავი იდეები გიჩნდებათ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით. დღეს აბსოლუტურად არაეკონომიური ხართ, არადა ეს დღე სწორედ ეკონომიურობას მოითხოვს თქვენგან. იყიდეთ რამე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადრე გქონდათ დაგეგმილი.
ტყუპი: ადამიანებთან საერთო ენას შესანიშნავად პოულობთ. შეგიძლიათ შეთანხმება მათთანაც კი, ვისაც აქამდე ვერ ეწყობოდით. შეძლებთ იმ საკითხების მშვიდად განხილვას, რომლებზეც ხშირად კამათობდით. თუმცა ძალზე ხშირად მიგაქვთ გულთან ახლოს წვრილმანები, შეიძლება სრულიად უმნიშვნელო რამეზე განაწყენდეთ. იფიქრეთ კარგზე - როდესაც განწყობა ამაღლებული გაქვთ, ცხოვრება უფრო სასიამოვნო ხდება.
კირჩხიბი: კარგ სიახლეებს გაიგებთ ადამიანებზე, რომელთა ბედიც გაწუხებთ. შესაძლებელია გეგმების შეცვლა, მაგრამ ეს მხოლოდ გაგახარებთ, რადგან გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, ბევრი რამ შეგიძლიათ. არ არსებობს ბარიერი, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში შეგიშლით ხელს. ბევრი ახალი წამოწყება წარმატებული იქნება.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომლის სიმპათიაც გინდათ მოიპოვოთ. რთული არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, ამისთვის საკმარისია, თავი ბუნებრივად გეჭიროთ. თქვენი ნიჭი შეუმჩნეველი არ რჩება, იდეებმა კი შეიძლება დააინტერესოს ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. კარგად ჩაივლის მგზავრობა. დაგრჩებათ მრავალი კაშკაშა შთაბეჭდილება. არაა გამორიცხული ახალი ნაცნობობა.
ქალწული: კარგი დღეა ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. კარგად ეწყობით ადამიანებს, სწრაფად პოულობთ მათთან საერთო ენას. ინტუიცია გეხმარებათ, რომ მიხვდეთ, რა უდევთ გულში გარშემომყოფებს და ეს ურთიერთობებს ბევრად ამარტივებს. შესაძლებელია თანხის მიღება, ასევე საჩუქრების. ოჯახში სასიამოვნო მოვლენაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ, ეცადეთ, დაისვენოთ.
სასწორი: გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. დღეს თქვენთვის რთულია არსებული სიტუაციის შეფასება, სწორი დასკვნების გამოტანა. ბევრი თქვენგანი სასურველს რეალობად აღიქვამს. საბედნიეროდ, თქვენ გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც სერიოზული შეცდომების დაშვების უფლებას არ მოგცემენ. ჩვეულ საქმეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გაგახარებთ კარგად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობები.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მორიელი: ხელსაყრელი დღეა საკუთარი იდეების სხვებისთვის გასაზიარებლად. მათი განხილვა შეიძლება იმ ადამიანებთანაც, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი და კრიტიკული შენიშვნებით გამოირჩევიან. მათი დახმარებით თქვენი იდეების სუსტ ადგილებს შეიტყობთ და გეგმების კორექტირებას შეძლებთ. გაგახარებთ ურთიერთობები. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.
მშვილდოსანი: დღის დასაწყისი მსუბუქად და საინტერესოდ ჩაივლის. ენთუზიაზმით ეკიდებით ნებისმიერ საქმეს და სწრაფადაც უმკლავდებით. საჭირო შედეგის მისაღებად დიდი ძალისხმევაც არ გჭირდებათ, რადგან ხშირად საქმეები თავად ეწყობა. მოსალოდნელია თანხის მიღება. შეგიძლიათ ფინანსური საკითხები გადაჭრათ. დღის მეორე ნახევარი მომავალზე დაფიქრების, დაგეგმვისა და ოცნებების დროა.
თხის რქა: არცთუ ნაყოფიერი დღეა, სამაგიეროდ ის მიესადაგება დასვენებას, გართობას, სასიამოვნო ურთიერთობებს. სჯობს, სერიოზული საკითხების განხილვა გადადოთ, რადგან, დიდი ალბათობით, ცხარე კამათის თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ; სასიამოვნო თემებზე საუბარი კი განწყობას აგიმაღლებთ. სამომავლო გეგმებს დიდი გატაცებით აწყობთ, მაგრამ მათ ყოველთვის რეალისტურად ვერ აფასებთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მერწყული: დღის დასაწყისი რთულია. ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია თქვენი განწყობის გაფუჭება, კალაპოტიდან ამოგდება. თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მხარი დაგიჭირონ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც ლამაზი სასიყვარულო ისტორიით შეიძლება გაგრძელდეს.
თევზები: კარგი დღეა სერიოზულ თემებზე სასაუბროდ, მასშტაბური გეგმების განსახილველად. ბევრს მოსწონს თქვენი დამოკიდებულება საქმეების მიმართ. თუ დღეს თანამოაზრეები დაგჭირდებათ, მათ ადვილად იპოვით. გაგახარებთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობები. ისინი ადვილად გიტაცებთ. შესაძლოა, მათზე არასწორი წარმოდგენა შეგექმნათ, ამიტომ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ.
ყველა ახალი ამბავი
0