დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 17 დეკემბერი

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 17 დეკემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
საჭიროა ყურადღების მიქცევა საკუთარ გრძნობებზე, მაგრამ თუ ნეგატივს აჰყვებით, მთელი დღე უარყოფითი განწყობით ჩაივლის. ეცადეთ, გულთან ახლოს წყენა არ მიუშვათ, რადგან შეიძლება დიდი კვალი დატოვოს. სამაგიეროდ, თუ დადებით მომენტებზე შეაჩერებთ ყურადღებას და წვრილმანებს არ მიაქცევთ ყურადღებას, ძალზე პროდუქტიული დღე გელოდებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 16 დეკემბერი>>
ვერძი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ რაღაცაა მიმალული თქვენგან, ვერ ხედავთ მას, არადა მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რაღაც ინტრიგა მზადდება თქვენ წინააღმდეგ, ვიღაც თქვენს შეფერხებებს გეგმავს და რაღაც „ქსელს" ხლართავს, ჭორებს ავრცელებს თქვენ ზურგს უკან. ამან რომ თქვენს რეპუტაციაზე არ იმოქმედოს, ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, ნებისმიერ ინფორმაციას დააკვირდეთ, გააანალიზოთ. შეიძლება გამოცდილი და სანდო ადამიანისთვის რჩევის კითხვაც.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. ნებისმიერი საქმე კარგად გამოგივათ, რომელიც ყურადღებას, მოთმინებასა და პუნქტუალობას მოითხოვს. ამ თვისებების წყალობით მცირე დეტალიც კი არ გამოგეპარებათ მაგალითად, შეთანხმებაში, რაც არ უნდა წვრილი შრიფტით იყოს დაწერილი. განსაკუთრებით კარგად დაითვლით ფულს - დღეს ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ხარჯების გათვლისთვის, შოპინგისთვის.
ტყუპი: დღეს თქვენთვის ყველა საქმეში პირველ ადგილზე იქნება „მე" - ხართ ძალიან დარწმუნებული საკუთარ თავში, ბევრ რამეში ეგოისტი. ამის გამო გადაწყვეტილებებს ხშირად იღებთ ერთპიროვნულად, არ ითვალისწინებთ სხვების მოსაზრებებს. მაგრამ ერთი კია - ეს გადაწყვეტილებები გარშემომყოფებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. თუმცა ირგვლივ მყოფების მხრიდან წინააღმდეგობა გამორიცხული არაა.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ, თუნდაც ძალიან ბევრი საქმე გქონდეთ. შესაძლოა, დიდი ხანია აღარ გილაპარაკიათ საყვარელ ადამიანთან, იქნებ თქვენ შორის პრეტენზიები და წყენა დაგროვდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად არაა აუცილებელი, რომ ურთიერთობები გამოარკვიოთ. უბრალოდ, დრო გაატარეთ ამ ადამიანთან სასიამოვნო გარემოში და თქვენი ურთიერთობები ჰარმონიული გახდება.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: დღეს თქვენს ჰოროსკოპში, შეიძლება ითქვას, რეალიზმის ნატამალი არ იჭაჭანებს - მზად ხართ, საოცრებები ირწმუნოთ. შესაძლოა, რაღაც მოვლენას წააწყდეთ, რომლის ჩატევა მატერიალურ ჩარჩოებში ვერ შეძლოთ; შესაძლოა, დეჟავუს გრძნობა გაგიჩნდეთ... არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენსა და სიმპათიურ „ვიღაცას" შორის სიყვარულის ნაპერწკალმა გაირბინოს. და რატომაც არა? სიყვარულიც ხომ საოცრებაა, რომელიც მეცნიერებას ჯერაც ვერ ამოუხსნია.
ქალწული: ეს ის დღეა, როდესაც წარმატებას მოიტანს მარტივი, უბრალო, კონსერვატიული გზები. თუ ექსპერიმენტს მიმართავთ, დიდი ალბათობით, ინანებთ. ამას გარდა, არც შემოქმედებითი გადაწყვეტილებები გახასიათებთ დღეს და ცდილობთ მხოლო დამაჯერებელი ფაქტებით და ასპროცენტიანი გათვლებით იმოქმედოთ. და ეს სწორიცაა - კონსერვატიული დამოკიდებულება დაგეხმარებათ როგორც საქმეებში, ისე ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.
სასწორი: დღეს ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი, გარშემომყოფებს რაღაც ურჩიოთ. თან ეს რჩევები საქმისგან საკმაოდ მოშორებული იქნება. ამას გააკეთებთ ისე, თქვენი სურვილით, როცა არავინ გეკითხებათ და გთხოვთ რჩევას. და თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. მაგრამ არისა ერთი „მაგრამ" - ასეთ შემთხვევაში ისინი, ვინც დახმარება გთხოვათ, თქვენი კრიტიკისთვის უნდა მოემზადონ - საკმაოდ დაუნდობელი გახდებით.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: არცთუ ხელსაყრელი დღე გელოდებათ, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ უფრო თქვენ თვითონ იქნებით. რატომღაც ყველაფერზე ღიზიანდებით, სულ უბრალო წვრილმანსაც კი თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია. ამის გამო შესაძლებელია კონფლიქტები გარშემომყოფებთან. სასურველია, დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ და რამე დადებითი აკეთოთ.
მშვილდოსანი: დღეს დილიდან შეიძლება ყველაფერი „ხელიდან გაგივარდეთ", იგრძნოთ ძალის გამოფიტვა. ყველაზე ცუდი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ - სამწუხაროდ, დღეს შრომისთვის არ ხართ განწყობილი და ამას უნდა შეეგუოთ. თუ რამე რთულ საქმეს შეეჭიდებით, არის რისკი, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, მოდუნდით და დინებას მიყევით.
თხის რქა: დელიკატური უნდა იყოთ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ხართ მოუთმენელი, გაქვთ კონფლიქტების მოთხოვნილება. თუ თქვენ გეგმებში არ შედის ურთიერთბრალდებები, მაშინ გონივრულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ. და თუ არ გინდათ არავის წყენინება, მისდიეთ წესს - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: საჭიროა ყურადღების დათმობა და ზრუნვა გვერდით მყოფ ადამიანებზე. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სამუშაოს და საჭირო გახდეს თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ან დახმარება დასჭირდეს მეგობარს. არაა გამორიცხული, არჩევნის წინაშე დადგეთ - დაეხმაროთ ვინმეს ფულით, სამსახურებრივი მდგომარეობით თუ კავშირებით? სპეციალისტები გირჩევენ, დახმარებაზე უარი არ თქვათ - გახსოვდეთ, სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.
თევზები: დღეს გარშემომყოფებისგან კრიტიკას ელოდეთ. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს - ახლობლების ალერსიანი ხუმრობიდან დაწყებული ხელმძღვანელობის მკაცრი უკმაყოფილებით დასრულებული. თქვენი სულ მცირე შეცდომაც კი ირგვლივ მყოფებს თვალში მოხვდებათ, ან თუ შეცდომა არ დაგიშვიათ, რამეს მაინც მოიფიქრებენ. საუკეთესო გამოსავალია, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.
ყველა ახალი ამბავი
0