დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 16 დეკემბერი

© Pixabay / ELG21მთვარის ფაზები
მთვარის ფაზები - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 16 დეკემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღის დასაწყისი მარტივი არ იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობის შეცვლას ცდილობს. ახალი საქმეების დაწყება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. დღის მეორე ნახევარი სულ სხვაგვარად ჩაივლის. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. ერთადერთი სფერო, სადაც სირთულეებია მოსალოდნელი, ეს ფინანსებია.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 15 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს აუცილებლად კარგად უნდა შეამოწმოთ შემოსული ინფორმაცია. ძველ და საიმედო მოკავშირეებსაც კი შეუძლიათ ნებსით თუ უნებლიეთ თქვენი შეცდომაში შეყვანა. სამუშაოსთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. პირად ცხოვრებაში შესამჩნევი სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. შეგიძლიათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის - ერთი სიტყვით გესმით გარშემომყოფების, ხვდებით, რა უდევთ გულში ახალ ნაცნობებს, ვისთან შეგიძლიათ საქმის დაჭერა და ვისთან - არა. შესაძლებელია საინტერესო წინადადების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხის გაცემა არ იჩქაროთ - ჯერ მეტი ინფორმაცია მოიპოვეთ. გარშემომყოფები დღეს განსაკუთრებით არიან დაინტერესებული თქვენი იდეებით.
ტყუპი: რაც არ უნდა დაგეგმოთ, გაითვალისწინეთ, რომ საჭირო შედეგის მიღებას სწრაფად ვერ შეძლებთ, ამიტომ აღიჭურვეთ მოთმინებით. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად იყავით - ჯერ გაიგეთ მათი ზრახვები. კარგი დღეა იმისთვის, რომ თქვენი იდეები და გეგმები სხვებს გაუზიაროთ. არ არის გამორიცხული საქმიანი ურთიერთობების დაწყება, რომელიც დროთა განმავლობაში მეგობრულ ან რომანტიკულ ელფერს მიიღებს.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის. იოლად ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ახალ ნაცნობებზე. ადვილად ხვდებით, რას ფიქრობენ გარშემომყოფები. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, წინადადების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით. გაგახარებენ ახლობლები. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა, იმის გაკეთება, რაც აქამდე თითქმის შეუძლებლად გეჩვენებოდათ. თქვენი ძალისხმევის წყალობით გადაიჭრება პრობლემები, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. შეგიძლიათ მოკრძალების გარეშე შეიქოთ თავი. მოსალოდნელია თანხის მიღება. სასურველია, მისი დახარჯვა არ იჩქაროთ.
ქალწული: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისა და ახალი წამოწყებებისთვის. რთულ ამოცანებსაც კი სწრაფად გაუმკლავდებით. ამაში ინტუიცია და გამოცდილება დაგეხმარებათ. უკეთესობისკენ შეიცვლება პირადი ურთიერთობები. არსებული პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ახლობლებთან თამამად შეგიძლიათ განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, შეთანხმდეთ ერთობლივ ქმედებებზე.
სასწორი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება არც იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უმარტივესად გეჩვენებათ. ეს დღე სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს ყველა - როგორ სამუშაო ისეთ პირად საქმეზე. არავის გაუზიაროთ თქვენი საიდუმლო, ასევე სამუშაო გეგმები. შესაფერისი დრო გულახდილი საუბრებისთვის მოგვიანებით დადგება. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად. გამძაფრებული გაქვთ ინტუიცია.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მორიელი: გაგახარებთ იღბლიანი თანხვედრები და ახალი შესაძლებლობები. მაგრამ წარმატების ადვილად მიღწევის იმედი მაინც არ გქონდეთ, განსაკუთრებით თუ რამე ახალს დაიწყებთ. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ - დახმარებას ნუ დაელოდებით, რადგან ასე უფრო მალე მიიღებთ საჭირო შედეგს. კარგად ჩაივლის შეხვედრები ახალ ნაცნობებზე. მათზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მშვილდოსანი: ბევრ რამეში გიმართლებთ. კარგი დღეა თამამი გეგმების განხორციელების დაწყებისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, მხარს გიჭერთ ვინმე თუ არა - წარმატების შანსი ნებისმიერ შემთხვევაში მაღალია. დღეს საინტერესოდ ჩაივლის, მაგრამ საკმაოდ დამღლელი იქნება. ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ. მცირე პაუზები დღის განმავლობაში საკმარისი იქნება. საღამ9ო კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა განსაკუთრებით რთული, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებისთვის. იქ, სადაც რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, ყველაზე უკეთესად უმკლავდებით, რადგან ითვალისწინებთ ყველა ფაქტორს, ყურადღებას აქცევთ უმცირეს დეტალებსაც კი. არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი წარმატებების გამო თქვენ წინაშე შესანიშნავი პროფესიული შესაძლებლობები გაიხსნას.
ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული: დღეს, შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. თავისუფლად გადალახავთ დაბრკოლებებს. არაკეთილმოსურნეები გააცნობიერებენ, რომ თქვენთან ბრძოლას აზრი არა აქვს და ისინი დამეგობრებას ცდილობენ. აქ არ იჩქაროთ მათი ნდობა, ჯერ კარგად დააკვირდით ადამიანებს. საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს უყენებთ და ასევე იქცევით გარშემომყოფების მიმართ.
თევზები: არ იჩქაროთ. არცთუ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ცხოვრებაში რამის კარდინალურად შესაცვლელად, რთულ საქმეებთან შეჭიდებისთვის. ჩვეულ საქმეებს მალე გაუმკლავდებით. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ შემდეგ მოგეცემათ დასვენებისა და მოდუნების საშუალება. საღამო კარგი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0