დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 15 დეკემბერი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Yongnuni Oreumვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 15 დეკემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის დასაწყისში რთული იქნება გონების მოკრება, პოზიტიურ კილოზე აწყობა. ბევრი იგრძნობს, რომ წინსვლაში რაღაც უშლის ხელს, დიდია სურვილი, რომ ყველაფერი მიატოვოს, უარი თქვას გეგმებზე, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. სჯობს, დაიწყოთ მოქმედება და მალე ნახავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შემოქმედებისთვის და რთულ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 14 დეკემბერი>>
ვერძი: რთული იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება. ბევრ რამეს პირქუშ ფერებში ხედავთ, შფოთავთ ისეთი რაღაცების გამო, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდით. ხართ მერყევი და ამან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა არ უნდა იჩქაროთ.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: არ წამოეგოთ პროვოკაციებს. ზოგი სპეციალურად და ზოგიც არაგამიზნულად ცდილობს თქვენს გამოყვანას წონასწორობიდან. ეს განსაკუთრებით შეიგრძნობა დღის პირველ ნახევარში. ამ დროს ნებისმიერი საუბარი კამათით შეიძლება დასრულდეს. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობები ბევრად სასიამოვნო იქნება. უკვე ადვილად მოახერხებთ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას.
ტყუპი: მოულოდნელობებით სავსე დღეა. გეგმის მიხედვით მოქმედება რთული იქნება - სწრაფად იცვლება სიტუაცია, საჭიროა იმპროვიზაცია, რაღაც ახლის გამოგონება. თქვენთვის ჩვეული მეთოდები, დიდი ალბათობით, არაეფექტური იქნება. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს, არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან - ის, რაც ახლა არ გეჩვენებათ მნიშვნელოვნად, მომავალში შეიძლება ამან დიდი როლი შეასრულოს.
კირჩხიბი: იოლი არაა, მშვიდად შეხვდეთ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დღეს ბევრი რამ გეჩვენებათ მნიშვნელოვნად, მცირე პრობლემებიც კი უზარმაზარ დაბრკოლებად გეჩვენებათ. სინამდვილეში საქმე არც ისე ცუდადაა და ამას დაინახავთ, როგორც კი პოზიტიურად განეწყობით. არ იჩქაროთ გარიგებების, შეთანხმებების დადება - კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ყველაფერი წესრიგშია. ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევთ შემოქმედებით საქმიანობაში.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: მშფოთვარე დღეა. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები ზედმეტად და უადგილოდ ერევიან თქვენ საქმეებში; ხანდახან ირგვლივ ორომტრიალი ხელს გიშლით ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ, შეგიძლიათ სიტუაციის გაკონტროლება და დახმარების გარანტიების მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ოჯახში რაღაც მოვლენებია მოსალოდნელი, რაც გაგახარებთ.
ქალწული: კარგი დღეა იმისთვის, რომ ილაპარაკოთ თქვენს იდეებზე, გაუზიაროთ გარშემომყოფებს თქვენი იდეები. ირგვლივ მყოფები ყურადღებით მოგისმენენ. გაგახარებთ ცვლილებები პირად ურთიერთობებში. უფრო მარტივი გახდება კონტაქტი მათთან, ვინც ძვირფასია თქვენთვის. შეძლებთ პასუხე3ბის პოვნას კითხვებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.
სასწორი: შესანიშნავად უმკლავდებით ყველაზე რთულ საკითხებსაც კი, რადგან პრიორიტეტები სწორად გაქვთ გადანაწილებული და იწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით. კარგი დღეა ახალი ამოცანების გადასაწყვეტად. აღწევთ საჭირო შედეგს და ამასთან, გამოცდილებასაც იძენთ. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა მარტო მოქმედებისთვის, მეორე ნახევარი კი - თანამშრომლობისთვის. შეძლებთ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებას.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
მორიელი: დღე კარგად ეწყობა. ვარსკვლავები მხარს უჭერენ თქვენს წამოწყებებს. გამოიყენეთ ეს მხარდაჭერა და შეუდექით მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას - დღეს ამის დიდი სანსი გაქვთ. კარგად გესმით გარშემომყოფების, პატივისცემით ეპყრობით სხვების ინტერესებს. ადვილად ეკონტაქტებით ახალ ნაცნობებს. არაა გამორიცხული, რომ დაიწყოს მეგობრული ან ლამაზი რომანტიკული ურთიერთობები.
მშვილდოსანი: დღე მოულოდნელობების გარეშე არ ჩაივლის. არაა გამორიცხული მოვლენები, რომელთა გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა, მნიშვნელოვანი შეთანხმებების გადახედვა. მთლიანობაში, სიტუაცია არც ისე ცუდად განვითარდება. ამას დღის მეორე ნახევარში გაიაზრებთ, როდესაც მიხვდებით, რომ წარმატებები სულ ახლოსაა. ეცადეთ, ძალები დაზოგოთ. არაა შესაფერისი დღე დამღლელი და რთული საქმეებისთვის, მძიმე ფიზიკური შრომისთვის.
თხის რქა: დღის დასაწყისში სასიხარულო მოვლენებია მოსალოდნელი - კარგი სიახლეების გაგება, იღბლიანი თანხვედრები, ახალი აღმოჩენები. ეს ყველაფერი თქვენს გეგმებზე იმოქმედებს. კარგად ჩაივლის შეხვედრები, საუბრები რთულ საკითხებზე. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ის უფრო შეეფერება ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი - გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
მერწყული: ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ მცირე შემთხვევები, არ ინერვიულოთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით. სჯობს, ყურადღება საქმეებზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა დამოუკიდებლად აჯობებს. დღის მეორე ნახევარი ბევრად იღბლიანად ჩაივლის. განსაკუთრებით კარგი პერიოდია მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, მნიშვნელოვან თემებზე დასალაპარაკებლად.
თევზები: ურთიერთობებისთვის არცთუ მარტივი დღეა - მოსალოდნელია გაუგებრობები, კამათი, დაძაბული მომენტები. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე მეტად ერევიან თქვენს საქმეებში და ამასთან, ამას ყოველთვის კეთილი ზრახვებით არ აკეთებენ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ თავისუფლად ამოისუნთქოთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრების მიღება. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0