დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 14 დეკემბერი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 14 დეკემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის პირველი ნახევარი მშვიდი და სასიამოვნო იქნება, მაგრამ ნაკლებად ნაყოფიერი. კარგი დღეა დასვენებისა და ურთიერთობებისთვის, მარტივი საქმეებისთვის, შემოქმედებისთვის. ეფექტური იქნება კოსმეტიკური პროცედურები, ექსპერიმენტები იმიჯთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ძველი საქმეების დამთავრება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 დეკემბერი>>
ვერძი: დღის პირველ ნახევარში სერიოზულ საქმეებს ნუ მოკიდებთ ხელს. შეგიძლიათ დაამთავროთ ადრე დაწყებული, მიხედოთ მიმდინარე საკითხებს, თუმცა ამბიციური გეგმების განხორციელებას ნუ იჩქარებთ. ადვილად ეწყობით ადამიანებს, ბევრს მოსწონხართ. დღის მეორე ნახევარი ახალი უჩვეულო და თამამი იდეების დროა. მოიპოვებთ გავლენიანი ადამიანების პატივისცემას.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
კურო: მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. ძალიან ნაყოფიერი არ იქნება, მაგრამ არც სანერვიულო გაქვთ არაფერი - ეჭვი არ გეპარებათ, რომ დასახულ მიზნებს მალე მიაღწევთ. შეგიძლიათ დაისვენოთ, აღიდგინოთ ძალები, შეასრულოთ მცირე ამოცანები. მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი. კარგი დღეა სპორტის, ფიზიკური სამუშაოსთვის, გადაღლა არ გემუქრებათ. კარგად ჩაივლის მგზავრობა.
ტყუპი: მოსალოდნელი არ არის , სერიოზული ცვლილებები, მნიშვნელოვანი მოვლენები. დილით არასასურველია ახალი საქმეების დაწყება, განსაკუთრებით, თუ მასში სხვა ადამიანების მონაწილეობაა აუცილებელი - გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღებაა სავარაუდო, ასევე არაა გამორიცხული მომგებიანი გარიგებების დადება.
კირჩხიბი: ხელსაყრელი დღეა, რომელიც შეესაბამება თანამშრომლობას, ერთობლივ საქმიანობას. ადვილად პოულობთ საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან. შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც შემდეგ თქვენი ნამდვილი მეგობრები გახდებიან. დღის მეორე ნახევარში სავარაუდოა ფინანსური საკითხების მოგვარება. კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
ლომი: შესაფერისი დღეა მტკიცე მოქმედებებისთვის. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ იდეებს, რომლებშიც აქამდე ეჭვი გეპარებოდათ - ახლა ზუსტად მიხვდებით, როგორ უნდა განახორციელოთ ისინი. აქ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ, რომელიც ზუსტ მინიშნებებს მოგცემთ. ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. არ ღირს გარისკვა, საეჭვო ადამიანების მინდობა.
ქალწული: უნდა გადაწყვიტოთ, რას უფრო ენდობით - საკუთარ ჯანსაღ აზრსა თუ გარშემომყოფების მოსაზრებებს. მცდელობა, რომ საკუთარი გეგმები ერთთანაც და მეორესთანაც შესაბამისობაში მოიყვანოთ, კარგ არაფერს მოიტანს. მაგრამ თუ რეალურად აფასებთ სიტუაციას, სასურველს რეალობას არ აღიქვამთ, მაშინ სწორად იმოქმედებთ. ახლობლებთან მცირე უთანხმოებაა მოსალოდნელი, მაგრამ საღამოს ეს პრობლემა მოგვარდება.
სასწორი: საინტერესო დღე გელოდებათ; მოგიწევთ შრომა - სხვაგვარად ძლიერ მეტოქეზე ვერ გაიმარჯვებთ. მოქმედება დაიწყეთ დამოუკიდებლად, მოგვიანებით კი მოკავშირეები გამოჩნდებიან, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ. საღამოს მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, კარგი სიახლეები. განწყობა გაუმჯობესდება, დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი. კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს, თუ საკუთარი ძალების რწმენას არ დაკარგავთ. არ გაუშვათ ხელიდან შემოქმედებითი გეგმების რეალიზების შანსები. სჯობს, გრძელვადიან პროექტებზე იმუშაოთ და დაელოდოთ დაუყოვნებლივ ჯილდოს შრომისთვის. არასასურველია ვინმესთვის რამე პირობის მიცემა და თავის დავალდებულება. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით - არ იჩქაროთ მისი დახარჯვა.
მშვილდოსანი: კარგი დღეა სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად, რეალური მიზნების მისაღწევად. დროს ფუჭ ოცნებებზე არ ხარჯავთ და ყველაფერს რეალურად უყურებთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რისი მიღწევაც საკუთარი ძალებით შეგიძლიათ. პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლად უნდა გადადგათ. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. თქვენი მეგობრული განწყობა არაკეთილმოსურნეებისთვის "ტყვიაგაუმტარ" ჯავშნად იქცევა. კარგი დროა ასევე რომანტიკული ურთიერთობებისთვის. საყვარელი ადამიანისგან ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს. კარგად ჩაივლის პირველი პაემანიც. დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მერწყული: ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, მაგრამ როგორც არ უნდა აეწყოს დღე, კარგ განწყობას მაინც შეინარჩუნებთ. შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს იქ, სადაც სერიოზულობა და ყურადღებაა საჭირო. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან ურთიერთობები. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გეგმების დასაწყობად. შეამჩნევთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
თევზები: განეწყვეთ სერიოზული მუშაობისთვის. ბევრ საქმეში გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. სასარგებლო იქნება საუბრები პროფესიულ თემებზე. შესაძლებელია შეთანხმება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. ახერხებთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების პრობლემების მოგვარებასაც. დიდ სიხარულს მოგგვრით მგზავრობა. გარემოს მცირე ხნით მაინც გამოცვლა გაგიუმჯობესებთ განწყობას.
ყველა ახალი ამბავი
0