დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 დეკემბერი

© Sputnik / Levan Avlabreliგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 13 დეკემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს ყველაფერი განერვიულებთ; ბობოქარი გრძნობები შეიძლება „კალაპოტში“ ვერ დაეტიოს და გარშემომყოფებთან დაპირისპირებაში, ინტერესთა კონფლიქტში გადავიდეს. ამ მიზეზის გამო აჯობებს, თუ ხელმძღვანელობას ნაკლებად „მოეჩხირებით“ თვალში – უფროსები მკაცრი და ავტორიტარული შემართებით იქნებიან. ემოციები იმძლავრებს ცხოვრების ბევრ სფეროში – შემოქმედებიდან დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული, მაგრამ აქ ის არა ხელის შემშლელი იქნება, არამედ ჯილდოს სახით მოგვევლინება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ლოგიკას მაინცდამაინც ნუ ენდობით, ფრთხილად იყავით ფულთან მიმართებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი>>
ვერძი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი გამოძრავებთ. ამასთან, აუცილებელია არაა, ვინმესთან ნაძლევი დადოთ ან დიდ ფსონს ჩახვიდეთ. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, აჯობოთ ვინმეს, სხვაზე უკეთესად გააკეთოთ საქმე. მეტოქეობა შეიძლება რეალურიც იყოს და გამოგონილიც, მაგრამ ის ბიძგს მოგცემთ სამუშაოზეც, სიყვარულშიც და ნებისმიერ საქმიანობაში.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ, პირისპირ მოგიწიოთ დადგომა ამოუხსნელ საიდუმლოსთან. ასეთია ეს დღე – იდუმალებით მოცული, როდესაც ინტუიცია აშკარად მძლავრობს ლოგიკაზე. რა საიდუმლოს ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, დედუქციით ეს ნამდვილად გაგიჭირდებათ – დიდი ალბათობით, სწორი დასკვნებისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ, სიცარიელეებს ინტუიცია შეავსებს, რომელიც დღეს არნახულ სიმაღლეზე გაქვთ.
ტყუპი: დიდი სურვილი გაქვთ, რომ დღეს რამე სიახლე მოსინჯოთ, მაგალითად თავი ექსტრემალურ სპორტში სცადოთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, ან ახალ სიყვარულს შეხვდეთ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან გაატარეთ დროს და ეცადეთ, ჩვეულ სცენარს არ მიჰყვეთ. თუ მარტოხელა ხართ, კარი ღიაა ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერომენტებისთვის. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებას – ბედი შემოქმედებაში შეგიძლიათ სცადოთ.
კირჩხიბი: დიდი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ თვითორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების გაკეთება. ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ ყურადღება – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, საკუთარმა აკვიატებულმა აზრებმა. ამის გამო რასაც ხელს მოჰკიდებთ, შეიძლება არ გამოგივიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მცირე ტაიმ–აუტი აიღოთ, დაისვენოთ, გაერთოთ. ნუ ეცდებით სიტუაციის ძალით შემობრუნებას.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ბედი გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. არაა გამორიცხული გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდით, შესაძლოა, ძალიან სასიხარულო ახალი ამბავი გაიგოთ. თუ რაღაც საქმე გაქვთ დაგეგმილი, რომელშიც, გარდა ყველაფრის დეტალურად გათვლისა, იღბალიც საჭიროა, მაშინ იცოდეთ, რომ დღეს სწორედ შესაფერისი დროა ამისთვის.
ქალწული: დღეს თქვენი მოთმინების ფიალის ავსება ერთი წვეთის ამბავია – მოვლენებმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას, შესაძლოა დღეს მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ხუმრობას, თუნდაც მეგობრულს, ირონიას, გარშემომყოფების კრიტიკას. იმისთვის, რომ რაღაც მომენტში ემოციები ვინმეზე არ გადმოანთხიოთ, სჯობს, ის უსაფრთხო კალაპოტში მიმართოთ. მაგალითად, ფიზიკურად დაიტვირთოთ.
სასწორი: დღეს გარშემომყოფებისთვის სრულიად ამოუხსნელი იქნება თქვენი საქციელი, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი „რკინისებრი“ არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. იმისთვის, რომ წამიერი სურვილების გამო საქმე არ გაგიფუჭდეთ, აჯობებს, თუ მეგობრებისა და ახლობლების რჩევებსა და გაფრთხილებებს გაითვალისწინებთ.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: დღეს, შესაძლოა, ისეთ მოვლენებს მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა, რომლებიც ამას არ იმსახურებს. ბობოქარი ემოციების გამო ყურადღებას აქცევთ ყველაფერს, ნებისმიერ რამეზე ან აღფრთოვანებული, ან იმედგაცრუებული რჩებით. ურთიერთობა თქვენთან მარტივი არ იქნება. ამასთან, ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებთ რაღაც მინიშნებებზე, ცრურწმენებზე, თანხვედრებზე. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ემოციებს მოთოკავთ, საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი განსაკუთრებული თვისებაა ის, რომ, თუ მოისურვებთ, საჭირო ადამიანებზე საჭირო შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. იმისთვის, რომ ეს სცენარი განხორციელდეს, მთავარია, მოვლენების ცენტრში იყოთ. არ მოგერიდოთ, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი ნიჭი, უნარები ყველაზე არაპროგნოზირებად გარემოშიც კი.
თხის რქა: არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჩაერთოთ მოვლენების ქარცეცხლში და ინტრიგებშიც კი. გარშემომყოფები შეეცდებიან თქვენით მანიპულირებას. შესაძლოა, გთხოვონ რაღაც მოვლენაში ჩართვა და გარკვეული როლი გათამაშონ; ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ხმები თქვენ გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან, თან რაც უფრო შორს დაიჭერთ, მით უკეთესო.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2019
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: დღეს შეიძლება ურთიერთობებისა და ემოციების მორევი დაატრიალოთ. ხართ ამაღლებულ განწყობაზე, მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური საქციელისთვის. მოულოდნელად აღძრული გრძნობები, ახალი ნაცნობობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, არშიყი – დღეს ასეთი ხართ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა გინდოდეთ ემოციებზე აყოლა, თავი მაინც არ დაკარგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ რაღაც მორალურ ზღვარს გადააბიჯოთ.
თევზები: არის რისკი, რომ დღეს შეეჯახოთ არცთუ სახარბიელო გრძნობებს, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თქვენ გაგიჩნდეთ ეს გრძნობები ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ადამიანებს, ვისაც თქვენზე მეტი შემოსავლები აქვს, ან მეტად წარმატებულია. ამავე დროს, ეცადეთ, თქვენი წარმატებები საჯაროდ არ წარმოაჩინოთ, რათა გარშემომყოფების მხრიდან ნეგატიური ემოციები არ მიიღოთ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური