დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი

© Sputnik / Goga Vardzieliშემოდგომის ფოთლები
შემოდგომის ფოთლები - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 12 დეკემბერია, კვირა. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა მნიშვნელოვან თემებზე დასაფიქრებლად. ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ბევრი თქვენგანი მიხვდება, თუ რომელ გზას უნდა დაადგეს. საქმეებს იმაზე მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს, ვიდრე ვარაუდობთ. ასევე დაგჭირდებათ მოთმინების უნარი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 დეკემბერი>>
ვერძი: დღე საკმაოდ მშფოთვარედ დაიწყება და ამის მიზეზი არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებია, არამედ უფრო არასტაბილური ემოციური ფონი. თქვენს განწყობაზე შეიძლება იმოქმედოს უმნიშვნელო შემთხვევებმა, წვრილმანმა მოვლენებმა. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
კურო: აჩქარება არ ივარგებს. დღე რთულად დაიწყება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ დღისთვის დიდი გეგმები აქვს დაწყობილი. ადვილი არ იქნება ყველაფრის მოსწრება; ხშირად ამაში დამნაშავე გარშემომყოფები არიან – ისინი ერევიან თქვენს საქმეებში. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა საქმიანობისთვის. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს ინფორმაციას, რომელიც სჭირდებოდა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
ტყუპი: შესაძლებელია რაღაც მცირე პრობლემების წარმოქმნა, გაუგებრობები, უთანხმოებები ახლობლებთან. მაგრამ ინტუიცია მიგანიშნებთ, რომ ნერვიულობა არ ღირს, ყველაფერი მალე მოგვარდება, პრობლემები გადაწყდება. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არის რისკი, რომ უაზრო რაღაცებზე ბევრი თანხა დახარჯოთ. ახლობლებთან ურთიერთობები პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
კირჩხიბი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ, შეაგროვოთ და გააანალიზოთ ინფორმაცია, ეკონტაქტოთ ადამიანებს, რომელთა გამოცდილება გამოგადგებათ. დაელაპარაკეთ მეგობრებს იმაზე, რაც გაშფოთებთ. მათგან ღირებულ რჩევებს მიიღებთ. შესაძლებელია საოჯახო რაღაც გაუგებრობები, მცირე ყოფითი პრობლემები. მათი გადაწყვეტა დიდ დროს არ მოითხოვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ხარჯი აუცილებელი გახდება.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
ლომი: ცუდი დღე არ გელოდებათ, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს ნუ დაელოდებით; არაა მოსალოდნელი თავბრუდამხვევი გამარჯვებები, პრობლემების გადაჭრა, რომლებზეც მთელი კაცობრიობა იმტვრევს თავს. მაგრამ გექნებათ პატარ–პატარა წარმატებები, სასიამოვნო მოულოდნელობები, შეხვედრები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. საღამო კარგი დროა საყვარლ ადამიანთან ურთიერთობისთვის.
ქალწული: ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება დღის პირველ ნახევარში. შეიძლება გაბრაზდეთ წვრილმანების გამო, გაღიზიანდეთ, იჩხუბეთ გარშემომყოფებთან. სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა დამოუკიდებლად მუშაობისთვის, სერიოზული საკითხების გადაწყვეტისთვის. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის, კარგი დროა ურთიერთობებისთვის, მათ შორის, ახალ ნაცნობებთან.
სასწორი: ადვილი დღე არ გელოდებათ, მაგრამ ის წარმატებული იქნება. გექნებათ ბევრი საზრუნავი, გადასაჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ, დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ გაარკვიოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მიზნის მისაღწევად. ბევრ თქვენგანს გამოადგება ადრე მიღებული გამოცდილება. გაგახარებთ საჩუქრები, სასიამოვნო სიურპრიზები, ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მორიელი: საინტერესო და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. ვარსკვლავები მხარს დაუჭერენ მათ, ვინც მზადაა რამე ახალს შეეჭიდოს, არ ეშინია ექსპერიმენტების. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები. დიდი ალბათობით, დაფიქრებისთვის დრო არ გექნებათ და გადაწყვეტილებები გზადაგზა უნდა მიიღოთ, რომ შანსი არ გაუშვათ ხელიდან. გელოდებათ საინტერესო საუბრები, სასიამოვნო შეხვედრები.
მშვილდოსანი: სასიხარულო დღეა. შეიტყობთ კარგ სიახლეებს. შესანიშნავად ჩაივლის მეგობრებთან შეხვედრა. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული შეხვედრა. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი. ალბათ დასვენება და გამხიარულება მოგინდებათ, მაგრამ ასევე გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოთ. არაა გამორიცხული, რომ საღამოს მოულოდნელად თანხის დახარჯვა მოგიწიოთ.
თხის რქა: დღე მშვიდად დაიწყება. შეგიძლიათ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ, ან გააკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებიც დიდ ენერგიას არ მოითხოვს. არ დაიღლებით, მაგრამ შედეგებით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მეგობრებთან შეხვედრა. აგიმაღლდებათ განწყობა. ასევე კარგი დრო შოპინგისთვის – ადვილად შეარჩევთ საჩუქრებს ახლობლებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2018
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: ბევრი სასარგებლო საქმე გექნებათ გასაკეთებელი. მოასრებთ ადრე დაწყებულის დამთავრებასაც. შეგიძლიათ რთული თემების განხილვა ახლობლებთან, მათ შორის იმ საკითხების, რომლებზეც აქამდე უთანხმოებები გქონდათ. კიდევ ერთხელ დაფიქრდით გეგმებზე – შესაძლოა, სწორედ დღეს მიხვდეთ, როგორ შეიძლება მათი მარტივად რეალიზება. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები.
თევზები: ახალი გეგმების, მოულოდნელი ორიგინალური იდეების დღეა, ყველა საქმეს შემოქმედებითად ეკიდებით, იგონებთ ახალ მეთოდებს. ეს განაცვიფრებს გარშემომყოფებს, ისინი აღფრთოვანებული დარჩებიან თქვენი კრეატიულობით. ასევე გელოდებათ უჩვეულო საუბრები. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც აუცილებლად გამოგადგებათ. საღამოს დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
ყველა ახალი ამბავი
0