დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 დეკემბერი

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 11 დეკემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დილა ხელსაყრელი ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც რამე სიახლის გაგებას, ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ რთული საქმეების გაკეთებას. გადაღლილობის გამო შესაძლოა ხასიათი გაგიფუჭდეთ. დასვენება არ აწყენს ყველაზე ენერგიულ ადამიანებსაც კი.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 დეკემბერი>>
ვერძი: ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ხართ. ამის გამო მნიშვნელოვნად შეიძლება მოგეჩვენოთ ის, რასაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ინტუიციაც გამახვილებულია, ამიტომ ადვილად ხვდებით ირგვლივ მყოფი ადამიანების განწყობებს, ზრახვებს. ეს ამარტივებს ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებს. ფინანსური საკითხები წარმატებით გადაწყდება. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
კურო: იპოვით პასუხებს რაღაც მნიშვნელოვან კითხვებზე და მიხვდებით, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება უახლოეს პერიოდში და რისი გადადება შეიძლება. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით თუ იგრძნობთ, რომ ისინი დაჟინებით ცდილობენ თქვენი სიმპათიის მოპოვებას. არაა გამორიცხული, რომ მათ თქვენი სიკეთით ბოროტად ისარგებლონ. ახლობლებთან ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება.
ტყუპი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ რთულ საქმეეებს შეუდგეთ, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. ახლა მიხვდებით, როგორ გაუმკლავდეთ მათ სწრაფად. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ყოველთვის ჰარმონიულად ვერ ეწყობა. უთანხმოების საბაბი სულ უბრალო წვრილმანი შეიძლება გახდეს. მაგრამ გაცხარებული კამათიც კი კონფლიქტში არ გადაიზრდება, რადგან მაქსიმალურად კორექტულად ამბობთ თქვენს სათქმელს.
კირჩხიბი: სწრაფად გაუმკლავდებით საქმეებს, შეცდომებს არ დაუშვებთ, მხედველობიდან არ გამოგეპარებათ არც ერთი დეტალი. ინტუიცია გიკარნახებთ, რომელ საქმეზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება პირველ რიგში. გარშემომყოფების რჩევები კი, დიდი ალბათობით, არ წაგადგებათ. კარგი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ახალი ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. დაგრჩებათ დრო მეგობრებთან ურთიერთობებისთვისაც.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
ლომი: გექნებათ შანსი, გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც დღემდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მოულოდნელი მოვლენების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ სიტუაციაში სწრაფად გაერკვევით და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეძლებთ ახლობლებთან დალაპარაკებას სერიოზულ თემებზე. ასევე მათთან მხიარული დროის გატარების შესაძლებლობა გექნებათ.
ქალწული: რაღაც ახლისა და უჩვეულოს სურვილი გაგიჩნდებათ. ამის საწინააღმდეგო ვარსკვლავებს არაფერი აქვთ, მაგრამ არც ყოველდღიური მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაივიწყოთ. რასაც დღეს უნდა მოერიდოთ, ეს გადაღლა და სტრესული სიტუაციებია, რომელთა გამო შეიძლება განწყობა გაგიფუჭდეთ, ხასიათი წაგიხდეთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები.
სასწორი: რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მათი გულთან ახლოს მიტანა არ ივარგებს. ის, რაც პრობლემა გგონიათ, სინამდვილეში გაუგებრობაა, რომელიც მალე გაირკვევა. შესაძლებელია უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ ეს დაკავშირებული არ იქნება რაღაც პრინციპულ საკითხებთან. კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად, განსაკუთრებით, თუ დროს ახალ გარემოში ახლობლებთან ერთად გაატარებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში
მორიელი: მშვენიერი დღე გელოდებათ, თუ შეუძლებელს არ მოითხოვთ არც საკუთარი თავისგან და არც გარშემომყოფებისგან. შეხედეთ ყველაფერს რეალისტურად. აუცილებლად მიაგნებთ ხერხს, რომ საჭირო შედეგები სწრაფად მიიღოთ. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა, გარიგებების დადება. დღეს ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ. სერიოზული საკითხების განხილვა საღამოსთვის გადადეთ.
მშვილდოსანი: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მომავალს მაინც ოპტიმისტურად შეხედავთ. ეს დაგეხმარებათ სირთულეების, ბარიერების გადალახვაში. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რომლებიც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. კარგი დროა მომავალი კვირის გეგმებზე დასაფიქრებლად – რომელი საქმით უნდა დაიწყოთ ორშაბათი და რომლის გადადება შეიძლება.
თხის რქა: თუ დღეს დიდი გეგმები გაქვთ, მაშინ მათ შესრულებას დილიდანვე შეუდექით, ასე ყველაფერს მოასწრებთ. თან დაიწყეთ ყველაზე რთული საქმით, რადგან რაც დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია და მეტი ალბათობა იქნება შეცდომების დაშვების. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა დასვენების, გართობისთვის. შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს და დრო საინტერესოდ გაატაროთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მერწყული: კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მათ ენთუზიაზმით მოეკიდებით და სწრაფად მიაღწევთ საჭირო შედეგს. დეტალებისადმი ყურადღების წყალობით მცირე შეცდომებსაც არ დაუშვებთ, თავიდან აიცილებთ გაუგებრობებს. გარშემომყოფებს ასეთი დამოკიდებულება წვრილმანებისადმი თავიდან გააკვირვებს, მაგრამ შემდეგ მიხვდებიან, რომ მართალი იყავით. ახლობლებთან შეგიძლიათ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელოთ.
თევზები: ეცადეთ, სერიოზულად მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ. ასეთი დამოკიდებულება თავიდან აგარიდებთ შეცდომებს, დასანან გაუგებრობებს და უთანხმოებებს. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. გექნებათ ურთიერთობის შანსი იმ ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს მეგობრული ან სასიყვარულო ისტორია, რომლის განვითარებაც თქვენზეა დამოკიდებული.
ყველა ახალი ამბავი
0