დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 დეკემბერი

© photo : Jimmy Mcintyreბამბუკის ტყე კიოტოში
ბამბუკის ტყე კიოტოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
ღეს 2021 წლის 10 დეკემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ძლიერი ემოციების, განცდების დღეა, რომელსაც დამოკიდებულების შეცვლა შეუძლია სამყაროსა და გარშემომყოფების მიმართ. ბევრი დაინახავს იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავს, ცხადად დაინახავს, რა შეცდომები აქვს დაშვებული და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. მოსალოდნელია ნაცნობობა, შეხვედრები. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მგზნებარედ განვითარდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 დეკემბერი>>
ვერძი: მოულოდნელი მოვლენები გელოდებათ, მზად იყავით იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა შეიძლება მოგიწიოთ. შესაძლებელია საინტერესო წინადადებების მიღება. ადვილი არ იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. განწყობა შეიძლება ხშირად შეიცვალოს. ნებისმიერ რამეს გულთან ახლოს მიიტანთ. საღამოს თქვენი ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც დილით გაგიჩნდებათ. შესაძლოა, თავიდან ისინი ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი რეალიზების შესაძლებლობა ძალიან მალე გაჩნდება. კარგი იქნება, თუ რჩევას მეგობრებს ჰკითხავთ. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ვერ მოასწრებთ ან რამე არ გამოგივათ. თქვენი სიმშვიდე ახალ ნაცნობებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.
ტყუპი: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. სერიოზულ საქმეებში მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ. დღეს საქმეებში უკვე გამოცდილმა მოკავშირეებმაც შეიძლება შექმნილი გარემოებების გამო დაგაღალატონ. სირთულეებია მოსალოდნელი იმ მხრივ, რომ საჭირო ინფორმაცია შეიძლება დროულად ვერ მოიპოვოთ. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.
კირჩხიბი: დღე კარგი სიახლეებითა და იღბლიანი იდეებით დაიწყება. საქმეებს ენთუზიაზმით მოეკიდებით და სწრაფად გაუმკლავდებით. წარმატებით ჩაივლის მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქმე არ გელევათ – პირიქით, უფრო იმატებს, მაგრამ ეს თქვენთვის დაბრკოლება არაა – ყველაფერს ფეხს უწყობთ, არაფერი გერევათ, მხედველობიდან არ გეპარებათ. მოსალოდნელია თანხის მიღება. არ იჩქაროთ მისი დახარჯვა.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: ნებისმიერი მსჯელობა სამუშაო საკითხებზე თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. პირველ რიგში, მარტივი საკითხების ახსნა არაერთხელ მოგიწევთ, მეორეც – ნებისმიერი უთანხმოება მოსაზრებებში შეიძლება ურთიერთწყენასა და პრეტენზიებში გადაიზარდოს. მესამე – მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, საბოლოო არ იქნება. სამაგიეროდ, ძალიან ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის.
ქალწული: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. ეს ის დღეა, როდესაც მოგიწევთ ერთდროულად სრულიად განსხვავებული საკითხების გადაწყვეტა , ფიქრი სამუშაოზეც და პირად საქმეებზეც, დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეხვედრაზე. ბევრი ვერ შეძლებს სიმშვიდის შენარჩუნებას. მაგრამ იქნება სასიამოვნო მომენტებიც, სიხარულის საბაბი. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
სასწორი: ნაყოფიერი, ახალი კარგი იდეების, შესაძლებლობების დღეა. ბევრ სასარგებლო რამეს შეიტყობთ. გელოდებათ უჩვეულო შეხვედრები. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ისტორიად იქცეს. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გაჩნდება. არაა გამორიცხული, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწიოთ. როგორ =ჯობებს მოქმედება, ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
მორიელი: კარგი სიახლეების, საინტერესო საქმიანი წინადადებების დღეა. რთული არ იქნება პროფესიული წარმატებების მიღწევა. ბევრი საკითხი, რომელიც აქამდე თითქმის შეუსრულებლად გეჩვენებოდათ, დღეს მოულოდნელად სწრაფად გადაწყდება. თქვენი იდეები მოეწონებათ ხელმძღვანელებს, კოლეგებს. გაჩნდება შემოსავლების გაზრდის შანსი. შესაძლებელია რაღაც მოულოდნელობები, უმეტესად – სასიამოვნო.
მშვილდოსანი: ცუდი დღე არ გელოდებათ, მაგრამ კარგი განწყობის შენარჩუნება ადვილი არ იქნება. ხასიათი შეიძლება წაგიხდეთ მცირე გაუგებრობების, რაღაც შემთხვევების გამო. საბედნიეროდ, გვერდით გეყოლებათ ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და განწყობას გამოგიკეთებენ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. საღამოს შესანიშნავად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
თხის რქა: დილით გაგიჭირდებათ კარგი განწყობის შენარჩუნება. მისი გაფუჭება კი შეუძლია მცირე საოჯახო პრობლემებს, პირქუშ აზრებს. ამ დროს აჯობებს, თუ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს არ გააკეთებთ. შუადღისთვის თავს უკვე კარგად იგრძნობთ და მომავალს ოპტიმიზმით შეხედავთ. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ფინანსებია – ეკონომიურად დახარჯეთ ფული.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მერწყული: დღეს ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და არა მხოლო საკუთარი თავისთვის. შესაშურად მიზანსწრაფული ხართ, გადალახავთ ბარიერებს. ასეთი დამოკიდებულების გამო შეიძლება გადაწყვიტოთ დიდი ხნის პრობლემები. მოსალოდნელია თანხის, საჩუქრების მიღება, სიურპრიზები. დაეხმარებით რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ადამიანებს. საუკეთესო დროა ურთიერთობებისთვის.
თევზები: იღბლიანი დღეა. გექნებათ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტოთ, გაუმკლავდეთ საქმეებს, რომლებისთვისაც დრო არასდროს გყოფნიდათ. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები, რომელთა რეალიზაციაში ხალი ნაცნობები დაგეხმარებიან. არ დაივიწყოთ, რომ დასვენებაც აჭიროა. მოწყდით რუტინულ საქმეებს. თუ გასართობად სადმე წასვლის შანსი გაგიჩნდებათ, უარი არ თქვათ.
ყველა ახალი ამბავი
0