https://sputnik-georgia.com/20211204/tmis-varcxniloba-da-zodiaqos-nisnebi-mtvaris-kalendari-262536743.html
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
Sputnik საქართველო
ძველადაც და ახლაც თითოეული ადამიანი საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის გარეგნობას და პირველ რიგში, თმის ვარცხნილობას. ცოტამ თუ იცის, რომ ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ... 04.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-04T12:30+0400
2021-12-04T12:30+0400
2023-09-29T11:43+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/81/238788137_0:81:2560:1521_1920x0_80_0_0_6012e47345ca1b0a55731d857c4d61db.jpg
დღემდე შემორჩა იდეალური ვარცხნილობის არაერთი საიდუმლო. გაეცანით ვარცხნილობების ჰოროსკოპს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.ვერძივერძებს, უმრავლეს შემთხვევაში, დაბადებიდან ხვეული თმა აქვთ. ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იპყრობენ ყურადღებას თავიანთი ორიგინალობითა და სიკაშკაშით. ვარცხნილობის შეცვლა ვერძებისთვის კარგია, როდესაც მთვარე ცეცხლის - ლომის ან მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება, ასევე, ზრდის სტადიაშია. ყველაზე ხელსაყრელ დღედ სამშაბათი მიიჩნევა.კუროქალურობის განსახიერება - კუროები უპირატესობას გრძელ და სწორ თმას ანიჭებენ. თმა აკურატულად უნდა იყოს დავარცხნილი. ახალი ვარცხნილობისთვის კუროებმა უნდა შეარჩიონ დღე, როდესაც მთვარე თხის რქის, კუროს ან ქალწულის ნიშანში გადავა. სასურველია, ეს დღე პარასკევი იყოს.ტყუპიტყუპ ქალებს ძალიან ხშირ შემთხვევაში მსუბუქი, ტალღებად „გადმოღვრილი" თმა უხდება. ვარცხნილობის გაკეთებისთვის კი საუკეთესო დროა, როდესაც მთვარე მერწყულის, სასწორის ან ტყუპის ნიშანში იმყოფება. საუკეთესო იქნება, თუ ეს დღე ოთხშაბათს დაემთხვევა.კირჩხიბიკირჩხიბი ქალები თავიანთ თმას ძალიან უფრთხილდებიან, რისი წყალობითაც ყოველთვის ხშირი და დამყოლი თმა აქვთ. ამას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს, თუ თმას კლებადი მთვარის დღეებში შეიჭრიან, როდესაც მთვარე მორიელის ან კირჩხიბის ნიშანშია. თუ სურთ, რომ თმა მალე გაიზარდოს, უნდა შეიჭრან მთვარის ზრდის პროცესში, როდესაც ღამის მნათობი ამავე თანავარსკვლავედებში იმყოფება.ლომიამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად აქვთ ოქროსფერი და სქელი თმა. ვერძის მსგავსად, ცეცხლოვან ლომსაც უყვარს გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა. სილამაზის სალონში წასვლისთვის საუკეთესო დღეა კვირა, როდესაც მთვარე მშვილდოსნის, ლომის ან ვერძის ნიშანშია.ქალწულიქალწულებს, როგორც წესი, მუქი, წაბლისფერი თმა აქვთ და ძალიან უხდებათ ვარცხნილობა თმის გაზრდილი მოცულობით. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება კი სჯობს ოთხშაბათს, როდესაც მთვარე მიწის ნიშნებშია - კურო, თხის რქა, ქალწული.სასწორისასწორის ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ელეგანტური და ქალური არიან. თვითონაც საოცარი ვარცხნილობების ოსტატები არიან. ხელსაყრელი დღე თმის ვარცხნილობისთვის მათთვის არის პარასკევი, როდესაც მთვარე სასწორის, ტყუპის ან მერწყულის ნიშანშია.მორიელიამ ნიშნის იდუმალ წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, უხეში თმა აქვთ. ვარცხნილობის დაგეგმვა მათთვის სამშაბათობით აჯობებს, როდესაც მთვარე თევზების, კირჩხიბისა და მორიელის ნიშანშია.მშვილდოსანიარიან რა საკმაოდ აქტიური ადამიანები, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობენ თავიანთ ვარცხნილობას. ამასთან დაკავშირებით, სჯობს, მოკლე ვარცხნილობა შეარჩიონ, რომელიც მუდმივ დავარცხნას არ მოითხოვს. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება სასურველია ხუთშაბათს და როდესაც მთვარე ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებშია.თხის რქათხის რქებს ყოველთვის უზადო გარეგნობა აქვთ. ყველაზე მეტად მათ კლასიკური ვარცხნილობა უხდებათ, რომლისთვისაც იდეალურია ოთხშაბათი, როდესაც მთვარე კუროს, თხის რქის ან ქალწულის ნიშანშია.მერწყულიმერწყულებს ეხერხებათ საკუთარი ორიგინალური იმიჯის შექმნა. ამისთვის კი საუკეთესო დღეა შაბათი და მთვარე მერწყულისა და ტყუპის ნიშანში.თევზებიამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ გრძელ, რბილ და ტალღოვან ვარცხნილობებს. თუმცა, ბოლოების შეჭრა აუცილებელია. ამისთვის ხელსაყრელი დღეა ხუთშაბათი, როდესაც მთვარე თევზების, სასწორისა და კუროს თანავარსკვლავედშია.
https://sputnik-georgia.com/20190403/rogor-moqmedebs-mTvaris-fazebi-adamianis-energetikaze-244840574.html
https://sputnik-georgia.com/20190104/planetebis-zemoqmedeba-adamianebis-cxovrebaze-243745983.html
https://sputnik-georgia.com/20200714/CanTa-zodiaqos-niSnis-mixedviT-248962953.html
https://sputnik-georgia.com/20190423/rogori-safule-unda-SearCion-zodiaqos-niSnebis-warmomadgenlebma-245013075.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23878/81/238788137_214:0:2347:1600_1920x0_80_0_0_22e73a2d51b372ee46f881ac71f6aab5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება , ასტროლოგიური პანორამა
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
12:30 04.12.2021 (განახლებულია: 11:43 29.09.2023) ძველადაც და ახლაც თითოეული ადამიანი საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის გარეგნობას და პირველ რიგში, თმის ვარცხნილობას. ცოტამ თუ იცის, რომ ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ თმის ვარცხნილობა ადამიანის ბედზე მოქმედებს.
დღემდე შემორჩა იდეალური ვარცხნილობის არაერთი საიდუმლო. გაეცანით ვარცხნილობების ჰოროსკოპს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძებს, უმრავლეს შემთხვევაში, დაბადებიდან ხვეული თმა აქვთ. ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იპყრობენ ყურადღებას თავიანთი ორიგინალობითა და სიკაშკაშით. ვარცხნილობის შეცვლა ვერძებისთვის კარგია, როდესაც მთვარე ცეცხლის - ლომის ან მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება, ასევე, ზრდის სტადიაშია. ყველაზე ხელსაყრელ დღედ სამშაბათი მიიჩნევა.
ქალურობის განსახიერება - კუროები უპირატესობას გრძელ და სწორ თმას ანიჭებენ. თმა აკურატულად უნდა იყოს დავარცხნილი. ახალი ვარცხნილობისთვის კუროებმა უნდა შეარჩიონ დღე, როდესაც მთვარე თხის რქის, კუროს ან ქალწულის ნიშანში გადავა. სასურველია, ეს დღე პარასკევი იყოს.
ტყუპ ქალებს ძალიან ხშირ შემთხვევაში მსუბუქი, ტალღებად „გადმოღვრილი" თმა უხდება. ვარცხნილობის გაკეთებისთვის კი საუკეთესო დროა, როდესაც მთვარე მერწყულის, სასწორის ან ტყუპის ნიშანში იმყოფება. საუკეთესო იქნება, თუ ეს დღე ოთხშაბათს დაემთხვევა.
კირჩხიბი ქალები თავიანთ თმას ძალიან უფრთხილდებიან, რისი წყალობითაც ყოველთვის ხშირი და დამყოლი თმა აქვთ. ამას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს, თუ თმას კლებადი მთვარის დღეებში შეიჭრიან, როდესაც მთვარე მორიელის ან კირჩხიბის ნიშანშია. თუ სურთ, რომ თმა მალე გაიზარდოს, უნდა შეიჭრან მთვარის ზრდის პროცესში, როდესაც ღამის მნათობი ამავე თანავარსკვლავედებში იმყოფება.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად აქვთ ოქროსფერი და სქელი თმა. ვერძის მსგავსად, ცეცხლოვან ლომსაც უყვარს გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა. სილამაზის სალონში წასვლისთვის საუკეთესო დღეა კვირა, როდესაც მთვარე მშვილდოსნის, ლომის ან ვერძის ნიშანშია.
ქალწულებს, როგორც წესი, მუქი, წაბლისფერი თმა აქვთ და ძალიან უხდებათ ვარცხნილობა თმის გაზრდილი მოცულობით. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება კი სჯობს ოთხშაბათს, როდესაც მთვარე მიწის ნიშნებშია - კურო, თხის რქა, ქალწული.
სასწორის ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ელეგანტური და ქალური არიან. თვითონაც საოცარი ვარცხნილობების ოსტატები არიან. ხელსაყრელი დღე თმის ვარცხნილობისთვის მათთვის არის პარასკევი, როდესაც მთვარე სასწორის, ტყუპის ან მერწყულის ნიშანშია.
ამ ნიშნის იდუმალ წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, უხეში თმა აქვთ. ვარცხნილობის დაგეგმვა მათთვის სამშაბათობით აჯობებს, როდესაც მთვარე თევზების, კირჩხიბისა და მორიელის ნიშანშია.
არიან რა საკმაოდ აქტიური ადამიანები, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობენ თავიანთ ვარცხნილობას. ამასთან დაკავშირებით, სჯობს, მოკლე ვარცხნილობა შეარჩიონ, რომელიც მუდმივ დავარცხნას არ მოითხოვს. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება სასურველია ხუთშაბათს და როდესაც მთვარე ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებშია.
თხის რქებს ყოველთვის უზადო გარეგნობა აქვთ. ყველაზე მეტად მათ კლასიკური ვარცხნილობა უხდებათ, რომლისთვისაც იდეალურია ოთხშაბათი, როდესაც მთვარე კუროს, თხის რქის ან ქალწულის ნიშანშია.
მერწყულებს ეხერხებათ საკუთარი ორიგინალური იმიჯის შექმნა. ამისთვის კი საუკეთესო დღეა შაბათი და მთვარე მერწყულისა და ტყუპის ნიშანში.
ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ გრძელ, რბილ და ტალღოვან ვარცხნილობებს. თუმცა, ბოლოების შეჭრა აუცილებელია. ამისთვის ხელსაყრელი დღეა ხუთშაბათი, როდესაც მთვარე თევზების, სასწორისა და კუროს თანავარსკვლავედშია.