დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 დეკემბერი

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 9 დეკემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა ურთიერთშეთანხმებებისთვის, რადგან შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს სრულიად განსხვავებული ადამიანები. იოლია პროფესიული და პირადი ინტერესების შეთავსება; შესაძლებელია დამეგობრება ადამიანების, ვისაც მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობები აკავშირებდა. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში არ გადაიტვირთოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს ყველაზე მეტად დაგეხმარებათ ოპტიმიზმი და წარმატების რწმენა. სწორედ ამის წყალობით უკან არ დაიხევთ სირთულეების წინაშე, სწრაფად გაუმკლავდებით რთულ პრობლემებს. კარგი იქნება, თუ ძველ მეგობრებს შეხვდებით. გექნებათ სასაუბრო საინტერესო თემები. გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში ყველანაირად უნდა მოერიდოთ გადაღლასა და სტრესულ სიტუაციებს.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
კურო: ირგვლივ მყოფებთან უპრობლემო ურთიერთობების შენარჩუნება რთული იქნება. შესაძლებელია კონფლიქტები წვრილმანების გამო, რაც ხასიათს გაგიფუჭებთ. შეიძლება წამოეგოთ იმ ადამიანების პროვოკაციებს, რომლებიც სხვების გრძნობებზე თამაშობენ. ურთიერთობებში ყურადღებით უნდა იყოთ. დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც განწყობას გამოაკეთებენ და არა გაგიფუჭებენ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად – ასე მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.
ტყუპი: უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ. მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ახლობლების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ენთუზიაზმით ეკიდებით რთულ საქმეებსაც კი და უკან არ იხევთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდათ. მოსალოდნელია მომგებიანი გარიგებები. ფულთან დაკავშირებულ მარტივ თუ რთულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას მიენდოთ.
კირჩხიბი: მშფოთვარე დღეა. ჩვეულებრივზე მეტი საქმე გაქვთ გასაკეთებელი და ყოველთვის ვერ არკვევთ, საიდან უნდა დაიწყოთ. გარშემომყოფები ხშირად ერევიან თქვენ საქმეებში და ამას ხშირად არცთუ დელიკატურად აკეთებენ. მაგრამ ეს არ გაგაღიზიანებთ, პირიქით, იუმორით შეხედავთ ამ ყველაფერს. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
ლომი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით. დღეს რთული იქნება პროფესიული პერსპექტივების სწორად შეფასება, ხოლო ენთუზიაზმით დაწყობილი გეგმები ყოველთვის რეალისტური არ არის. არის რისკი, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ. კარგად ეწყობა ურთიერთობები, ახლობლების ერთი სიტყვითაც გესმით. საღამო შესანიშნავი დროა ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
ქალწული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ შეხვდეთ ადამიანებს, რომელთა სიმპათიის მოპოვებაც გინდათ. შეიძლება სერიოზული საუბრები, მსჯელობა მნიშვნელოვან თემებზე. ყურადღებით მოგისმენენ ისინიც კი, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები აღელვებთ. შეგიძლიათ მიხედოთ დოკუმენტების გაფორმებას, მიმართოთ სახელმწიფო ორგანიზაციებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის.
სასწორი: ცხოვრებასა და მოვლენებს რეალისტურად აღიქვამთ, ილუზიებით არ იკვებებით. ამის წყალობით იპოვით პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე. დაგეხმარებათ ადრე მიღებული გამოცდილება. მოსალოდნელია წარმატებები სამუშაოს მხრივ. ფრთხილად უნდა იყოთ ისინი, რომლებსაც დოკუმენტებთან მუშაობა გიწევთ. ადვილია საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან, უთანხმოებები და კამათი მოსალოდნელი არ არის.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: მნიშვნელოვან საქმეებს დილიდან უნდა მიხედოთ, ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ საჭირო შედეგებს.დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. ახალ ნაცნობებთან კი სიფრთხილეა საჭირო. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება კვლავ შეხვდეს ადამიანს, რომელთანაც ადრე საერთო ენის გამონახვას ცდილობდა. ამჯერად ყველაფერი მარტივი იქნება და შეიძლება დამეგობრდეთ კიდეც.
მშვილდოსანი: ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში, სამომავლო გეგმების განსაზღვრაში, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. კამათი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ რაღაც უსაიმოვნო მომენტები შეიძლება მაინც შეიქმნას. ეცადეთ, კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ, არ განაწყენდეთ, თუ ვერ მიიღეთ მხარდაჭერა, რომლის იმედიც გქონდათ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, თითქმის შეუძლებელი შეძლოთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის – როგორც სამუშაო, ისე პირად საკითხებზე. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ მხარდაჭერას და სასარგებლო რჩევებს. ასევე შეიძლება გაიგოთ რაღაც ინფორმაცია, რომელიც მალე გამოგადგებათ. აჩქარების საჭიროება არ არის. მშვიდად შეგიძლიათ გათვალოთ თითოეული ნაბიჯი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი
მერწყული: რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მათტან გამკლავება მარტოს არ მოგიწევთ. გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ. თან ხშირად დახმარების თხოვნაც არ გჭირდებათ – მათ ისედაც ესმით, რა უნდა გააკეთონ. მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდ გარემოში განიხილეთ. ასე უფრო ადვილად იპოვით შესაფერის ტონს. არ არის გამორიცხული, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც სასიყვარულო გაგრძელება ექნება.
თევზები: აჯობს, დიდი ხნით არ გადადოთ საქმეები, რადგა დღის პირველი ნახევარი ამისთვის შესანიშნავი დროა. ამასთან ჩნდება ახალ–ახალი იდეები, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამოცანებს სწრაფად და ხარისხიანად. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დასვენება დაგჭირდეთ. ემოცეიბის თვალსაზრისით მარტივი დრო არ არის – ხშირად განიცდით წვრილმანების გამო, ხასიათი გიფუჭდებათ. მცირე ხნით შესვენება ამას თავიდან აგაცილებთ.
ყველა ახალი ამბავი
0