დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 დეკემბერი

© courtesy of Nika Shaishmelashviliჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 8 დეკემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ, რადგან დილით, დიდი ალბათობით, ვერ მიიღებთ ყველასთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას. ამასთან დღის პირველ ნახევარში ბევრი ადამიანი გაღიზიანებული იქნება და ისინი არც ეცდებიან, რომ ნეგატიური ემოციები მოთოკონ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარში საქმეებს სწრაფად და ხარისხიანად გაუმკლავდებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 დეკემბერი>>
ვერძი: არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. დღის პირველი ნახევარი არ გამოდგება იმისთვის, რომ რამე შეიძინოთ, დადოთ გარიგებები, დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ გასართობზე. დანარჩენში ხელსაყრელი დროა. საღამოს გაჩნდება კარგი იდეები. მათ რეალიზაციაში დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები. ერთობლივი მუშაობა დაგაახლოებთ და შეიძლება დაიწყოს მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობები.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
კურო: რაღაც პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მათი გადაწყვეტა თქვენთვის იოლი იქნება, ასე რომ ნერვიულობა არ ღირს. სერიოზულად ეკიდებით ნებისმიერ საქმეს, არ უშვებთ მცირე შეცდომასაც კი. ეს გარშემომყოფებს მოსწონთ, ბევრი აცნობიერებს, რომ ღირს თქვენი კარგად გაცნობა და დამეგობრება. ეცადეთ, სხვისი სისუსტეების მიმართ მიმტევებელი იყოთ. ასე სიტუაციის გამწვავებას აარიდებთ თავს.
ტყუპი: გინდათ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებთ. ემოციური ფონი არასტაბილურია, ხანდახან სრული უაზრობა გიფუჭებთ განწყობას. ეცადეთ, ყველაზე მთავარზე გაამახვილოთ ყურადღება, ხოლო წვრილმანები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. შესაძლებელია რაღაც უჩვეულო მოვლენები, შემთხვევები, საოცარი თავგადასავლები. ნამდვილად არ მოიწყენთ.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი მიესადაგება მშვიდ მუშაობას, ისეთი საქმეების გაკეთებას, სადაც ყურადღებაა საჭირო. სწორად გადაანაწილებთ პრიორიტეტებს და დროს ფუჭად არ დაკარგავთ. დღის მეორე ნახევარი კარგ სიახლეებს მოიტანს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ახლობლებისთვის. შესანიშნავი დროა მეგობრებთან შესახვედრად.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ლომი: შესაძლოა, რაღაც ერთი შეხედვით მარტივმა საკითხმა თავსატეხი გაგიჩინოთ. რაღაც ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გინდათ, ეს ძალიან გაგაღიზიანებთ, თუმცა გამოსავალს მაინც იპოვით. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ შეთანხმებები. ეს მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაციისთვის, ურთიერთობებისთვის გარშემომყოფებთან. არ იჩქაროთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა – დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არაა.
ქალწული: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მოკავშირეები და თანამოაზრეები მოძებნოთ. სულ ორიოდე წუთი გჭირდებათ, რომ ადამიანზე სწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ, მიხვდეთ, ღირს თუ არა მასთან საქმის დაჭერა. ურთიერთობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო, შეიძლება მეგობრულ კავშირად ჩამოყალიბდეს, ამასთან, არაა გამორიცხული არშიყის მომენტებიც. შესაძლებელია თანხის მიღება.
სასწორი: დღის დასაწყისში სასარგებვლო საქმიანობა გელოდებათ. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი საქმე – ჩვეულიც და ახალიც. ბევრი თქვენგანი გუმანით ხვდება, რას ფიქრობენ გარშემომყოფები, შესაძლოა, მათი საიდუმლოც ამოხსნათ. დღის მეორე ნახევარიც სასიამოვნოდ ჩაივლის, მაგრამ უდ=ფრო დასვენების დროა, ვიდრე რაღაც მტკიცე მოქმედებების. შეგიძლიათ მეგობრებთან შეხვედრა – დროს შესანიშნავად გაატარებთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მორიელი: საჭიროა რამდენიმე საქმესთან სწრაფად გამკლავება და ეს განერვიულებთ. როგორც კი თავს ხელში აიყვანთ, ყველაფერი კარგად წავა – მიხვდებით, რომ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოთ. მომავალს ოპტიმიზმით შეხედეთ. მეგობრული დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ ადამიანებს თქვენკენ მოიზიდავს. შესაძლებელია ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკულ ისტორიას დაედება სათავე.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანსა და რთულ საქმეს მოკიდოთ ხელი. დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ, მოსალოდნელი არ არის. ირგვლივ მყოფები მხარში ამოგიდგებიან. თანამშრომლობის შედეგად ხანგრძლივ მეგობრობას შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი. კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. საყიდლებისთვის დღის მეორე ნახევარი უფრო კარგი დროა.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები, პირადი საუბრები თემებზე, რომლებსაც დიდი ხანია, გაურბოდით. ცხადი გახდება, რომ ადამიანებს იმაზე კარგად ესმით თქვენი, ვიდრე გეგონათ. ისინი ყურადღებით მოუსმენენ თქვენს მოსაზრებებს. კარგად ჩაივლის მგზავრობა. სახლიდან მოშორებით შესაძლოა, მომგებიანი გარიგებები დადოთ და იღბლიანად იშოპინგოთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: დილით სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ. ასევე გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, რომელთა განხორციელებასაც დაუყოვნებლივ შეუდგებით. დაგეხმარებიან როგორც ძველი, ისე ახალი ნაცნობები. მოგვიანებით დადგება დრო, როცა უპრიანია, ძველ საქმეებს, გადაუჭრელ პრობლემებს დაუბრუნდეთ. ახლა ისეთ შესაძლებლობებს შეამჩნევთ, რომლებსაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით.
თევზები: მსუბუქი და იღბლიანი დღე გელოდებათ, როდესაც შესაძლებელია, დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანები დიდი ინტერესით გისმენენ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს არაერთხელ აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში და მზად იყავით, რომ ირგვლივ მყოფები დიდი ინტერესით დაგაკვირდებიან. ახალი ნაცნობობით რომანტიკულ ისტორიას შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი.
ყველა ახალი ამბავი
0