დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 დეკემბერი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 7 დეკემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მოულოდნელი ცვლილებების დღეა. ბევრ რამეს მოეფინება ნათელი; ადამიანები, რომლებიც აქამდე ორჭოფობდნენ, ახლა თავს ბევრად თავდაჯერებულად იგრძნობენ, მიხვდებიან, რომელ გზას უნდა დაადგნენ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ კონფლიქტებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 დეკემბერი>>
ვერძი: გაგიჭირდებათ ემოციების მოთოკვა. ჩვეულებრივზე მეტად ფეთქებადი ხართ, მწვავედ რეაგირებთ ნებისმიერ შემთხვევაზე, ადვილად კარგავთ წონასწორობას. მეტად თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს ისინი, ვინც ზუსტად იცის, რისკენ მიისწრაფვის და როგორ უნდა მიაღწიოს ამას. არ იჩქაროთ საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარება. ცოტა მოითმინეთ – მოგვიანებით თქვენს აზრებს უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
კურო: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და ეს სწორი პოზიციაა. სწორედ ამის წყალობით ვერავინ შეძლებს თქვენს ამოგდებას კალაპოტიდან, განერვიულებას. ზოგიერთი თქვენგანი შესანიშნავ რჩევებს მიიღებს. გზაზე შესაძლებელია სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ მათი გადალახვის ხერხებს აუცილებლად მიაგნებთ. დღის ბოლოს მიაღწევთ იმას, რისკენაც მიისწრაფვოდით.
ტყუპი: დიდი ალბათობით, გარშემომყოფებთან მშვიდად სულ მარტივი თემების განხილვაც კი გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია ცხარე კამათი, თან არაერთი. მაგრამ ამ კამათის შედეგად ჭეშმარიტებას თუ არ მიაგნებთ, ახლოს მაინც მიხვალთ მასთან. ძალიან წაგადგებათ სხვების ყურადღებით მოსმენის უნარი, მათ შორის იმათი, ვის აზრებსაც, ჩვეულებრივ, არ ეთანხმებით. ძალიან კარგი დღეა მგზავრობისთვის – უამრავ დადებით ემოციას მიიღებთ.
კირჩხიბი: ეს ის დღეა, როდესაც დამოუკიდებლად მოქმედება ადვილი და სასიამოვნოა, ხოლო ვინმესთან რამეზე შეთანხმება – რთული. ხშირად არასწორად ესმით თქვენი. ეს სერიოზულ პრობლემებამდე არ მიგიყვანთ, მაგრამ ახსნა–განმარტებებზე დრო დაგეხარჯებათ. სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთგანსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
ლომი: ბევრი რამ, რაც დღეს სერიოზულად და მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, სინამდვილეში არ არის არსებითი. თუ ამას ხშირად შეახსენებთ საკუთარ თავს, წვრილმანების გამო არ განერვიულდებით და ყველაფერს გულთან ახლოს არ მიიტანთ, დღე საკმაოდ წარმატებული იქნება. სამუშაოზე ნებისმიერი საუბრისას მოთმინებით აღიჭურვეთ და თავშეკავებული იყავით, მხოლოდ ასე მიაღწევთ სასურველ შედეგს.
ქალწული: ადვილი არ არის სულიერი წონასწორობის შენარჩუნება – გარშემომყოფები ხშირად არაგონივრულად იქცევიან, ქმნიან პრობლემებს, რომელთა მოგვარება თქვენ გიწევთ. ურთიერთობები დაგღლით და ჩვეულებრივზე მეტად მოგინდებათ განმარტოება. დღის პირველი ნახევარი პრაქტიკულად სამუშაოზე და ფინანსურ საკითხებზე იზრუნებთ, მეორე ნახევარში კი საოჯახო საქმეებზე უნდა გადაერთოთ.
სასწორი: ირგვლივ მყოფებთან შეთანხმება დღეს ჩვეულებრივზე რთული აღმოჩნდება, მაგრამ სანერვიულო არაფერია – დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ საქმეებს შესანიშნავად გაართვათ თავი. შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოთ, არ დახარჯოთ დრო მსჯელობაზე, კამათზე, ბევრ თქვენგანს თავდაჯერებულობას შემატებს. ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ – დღეს რამის ყიდვისთვის არახელსაყრელი დროა.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით
მორიელი: შესანიშნავი იდეები გაგიჩნდებათ და დააწყობთ გეგმებს, რომელთა რეალიზაციასაც მალე შეუდგებით. საკუთარ ჩანაფიქრს რეალისტურად აფასებთ – იცით, რის გაკეთებას შეძლებთ და რას ვერ გაუმკლავდებით. დაგეხმარებათ ადამიანების ამოცნობის უნარი – იპოვით საიმედო ადამიანებს, რომლებსაც გვერდით დაიყენებთ. ნებისმიერ ღონისძიებაზე ყურადღების ცენტრში მოექცევით, ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მშვილდოსანი: დილით გაგიჭირდებათ, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოთ. ნებისმიერ შენიშვნაზე მწვავე რეაქცია გაქვთ, მტკივნეულად აღიქვამთ კრიტიკას. მაგრამ რთული პერიოდი დიდხანს არ გასტანს – რამდენიმე საათში ემოციური ფონი სტაბილური გახდება. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერად ჩაივლის. კარგად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს. მოსალოდნელია თანხის მიღება.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. გექნებათ უამრავი საქმე და საკითხი, რომელთა განხილვა მოგინდებათ როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. უთანხმოებები გარშემომყოფებთან მოსალოდნელი არ არის. აჯობებს, თუ საქმეებს დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმავთ. საღამოს გონაგაფანტული იქნებით და საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ. სჯობს, დაისვენოთ.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მერწყული: არახელსაყრელი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად, გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება. ჩვეულებრივზე ხშირად გონება სხვა საკითხებზე გაგირბით, „იციკლებით“ უმნიშვნელო წვრილმანებზე და რისკავთ, რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ. მიუხედავად სირთულეებისა, სურვილი, რომ საქმე შუა გზაზე მიატოვოთ, არ გაქვთ. სწორედ ამ დაჟინების წყალობით დღეს წარმატებით დაასრულებთ.
თევზები: შესანიშნავი დღეა ურთიერთობების, ნაცნობობის, თანამოაზრეების მოძებნისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და კარგად უგებთ თანამოასაუბრეებს. სწორად არჩევთ საჭირო ინტონაციას. ადამიანებზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ. კარგი დღეა ასევე სწავლისთვის. ადვილად ითვისებთ იმას, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
ყველა ახალი ამბავი
0