დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 დეკემბერი

© photo: Sputnik / Stringerდეკემბერი თბილისში
დეკემბერი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 6 დეკემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
აჯობებს, დღე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყოთ – დილით მათთან გამკლავება ბევრად ადვილი იქნება. ასევე შუადღემდე გადაჭერით ფინანსური საკითხები. დღის მეორე ნახევარი კი მომავალზე ფიქრს დაუთმეთ. თუ მკაფიო გეგმებს არ ააწყობთ, შეგიძლიათ იოცნებოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 დეკემბერი>>
ვერძი: შეძლებთ სწორი მოქმედებების ხაზის შერჩევას, ამიტომ ბევრი სირთულე, რომლებიც წინა კვირაში გქონდათ, წარსულს ჩაბარდება. გადაწყდება პრობლემები, რომლებიც თქვენ გამო არ წარმოიშვა, მაგრამ გაგირთულათ ცხოვრება. ცდილობთ, არ იჩქაროთ და კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ, ამიტომ შეცდომებს არ უშვებთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
კურო: დღის დასაწყისში საერთოდ არანაირი სურვილი არ გაქვთ, რომ რუტინული ამოცანები გადაჭრათ. და მართლაც, შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ახალს შეეჭიდოთ. დღის მეორე ნახევარი კი ადრე დაწეყებული საქმეების დასრულებისთვის, ფინალური წერტილის დასმისთვის გამოდგება. როდესაც ყველა საკითხი გადაწყვეტილი გექნებათ, თქვენი განწყობაც გაუმჯობესდება.
ტყუპი: არანაირი საფრთხე იმისა, რომ თქვენ წინაშე გადაულახავი ბარიერი გაჩნდება, არ არის. ხართ შემოქმედებითად და მტკიცედ განწყობილი, შეგიძლიათ გეგმების სიტუაციის მიხედვით შეცვლა, ბრწყინვალედ უმკლავდებით ყველაზე რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია თანხის მიღება. არ იჩქაროთ ფულის დახარჯვა – ამის შესაფერისი დრო უფრო მოგვიანებით დადგება.
კირჩხიბი: დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელი დროა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაც უნდა გადადოთ, რადგან რთული იქნება საერთო ენის გამონახვა და კომპრომისის მოძებნა. სამაგიეროდ, კარგი დროა მომავალზე დაფიქრებისთვის, გეგმების დასაწყობად. ურთიერთობებისთვის კარგი დროა დღის მეორე ნახევარი.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
ლომი: განსაკუთრებით ყურადღებით მოუსმინეთ ინტუიციას. დღეს მასზე უკეთესად ვერავინ გირჩევთ, რა საქმეს უნდა შეეჭიდოთ პირველ რიგში, როგორ იმოქმედოთ. საქმეები კი თავზე საყრელი გექნებათ. ამის გამო შეიძლება რაღაც შეხვედრების ან ღონისძიებების გადადება მოგიწიოთ. არ ინერვიულოთ, საქმეს ასე უფრო წაადგება – ახლა საჭიროა საუკეთესო შედეგების ჩვენება.
ქალწული: ნებისმიერი საქმე თქვენგან დღეს ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს, თუნდაც ეს ისეთი რამ იყოს, რასაც თვალდახუჭული აკეთებთ. მაინც შეამოწმეთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი სანერვიულო შეიძლება გაჩნდეს – გაგიჭირდეთ შეთანხმება ადამიანებთან, თუმცა კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის.
სასწორი: ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ უნდა იჩქაროთ, რადგან დღის პირველი ნახევარი უფრო იღბლიანია როგორც ძველი საქმეების დასარულებლად, ისე ახლის დასაწყებად. ასევე არ გადადოთ სერიოზული შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში შეძლებისდაგვარად დაისვენეთ, გადაერთეთ რუტინული საქმეებისგან. მოსალოდნელია კარგი სიახლის გაგება ფულთან დაკავშირებით.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მორიელი: შესანიშნავად გაუმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ. არანაირი საქმე არ მოგეჩვენებათ ძალიან რთულად, გზაზე გადაულახავი ბარიერები არ გაჩნდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, რაც განწყობას აგიმაღლებთ. მოგეცემათ ურთიერთობების შესაძლებლობა ადამიანებთან, რომლებიც ბოლო დროს ძალიან მოგენატრათ.
მშვილდოსანი: საქმე ბევრი გაქვთ და მათ შორის ძალიან რთულიც. გზაზე მოსალოდნელია დაბრკოლებები; მიუხედავად ამისა, უკან დახევის სურვილი ერთი წამითაც არ გაგიჩნდებათ. ეს სიჯიუტე თავის ნაყოფს გამოიბამს და შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკული.
თხის რქა: შესანიშნავად ეწყობით ადამიანებს, ხშირად ეხმარებით გარშემომყოფებს, დახმარებაზე არ ეუბნებით უარს რთულ ვითარებაში ჩავარდნილებს. დიპლომატიური ნიჭის წყალობით მეტოქეები შეიძლება თქვენი მოკავშირეები გახდნენ. შესამჩნევი ცვლილებებია მოსალოდნელი უკეთესობისკენ საქმიან სფეროში, პროფეასიულ კარიერაში. უნდა იფრთხილოთ ფინანსურ საკითხებში.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2019
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები
მერწყული: შესაშური ენერგიულობით გამოირჩევით. სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ წარმატებებს, გადაჭრით რთულ საკითხებს, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავთ. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ძალა წვრილმანებზე კი არა, ნამდვილად სერიოზულ საკითხებზე დახარჯოთ. არაა გამორიცხული მცირე საოჯახო პრობლემები, მაგრამ მათ ადვილად გაუმკლავდებით.
თევზები: დღე კარგი სიახლეებით იწყება. შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები არ იყოს, მაგრამ ეს განწყობას აგიმაღლებთ. ასევე კარგია დღის მეორე ნახევარიც, მაგრამ უფრო დაძაბული იქნება. გაგიჩნდებათ ბევრი საქმე, მაგრამ არ ინერვიულოთ – ყველაფერს გაართმევთ თავს და რაც მთავარია, კარგ განწყობას შეინარჩუნებთ – დღეს ვარსკვლავები თქვენ გვერდით არიან.
ყველა ახალი ამბავი
0