დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 დეკემბერი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 5 დეკემბერია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. არ გაჩნდება წყენის საბაბი, ადვილი იქნება შეთანხმება ადამიანებთან. მიზნის მიღწევაში მტკიცე განწყობა დაგეხმარებათ. კარგი დღეა სწავლისთვის. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ თავში ისეთი ნიჭი აღმოაჩინოს, რომელზეც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 4 დეკემბერი>>
ვერძი: რაც არ უნდა დაგეგმოთ დღეს, წინასწარ განეწყვეთ, რომ დიდი მოთმინება დაგჭირდებათ, რადგან, დიდი ალბათობით, საჭირო შედეგს სწრაფად ვერ მიაღწევთ, გაჩნდება სხვადასხვა სახის დაბრკოლება. მოსალოდნელია კამათი ადამიანებთან, მათ შორის მათან, ვისთანაც აქამდე არანაირი კონფლიქტი არ გქონიათ. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა – დღეს ამისთვის არახელსაყრელი დროა.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: კარგი დღეა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად. შეგიძლიათ ენდოთ ინტუიციას, რომელიც სწორ მინიშნებებს მოგცემთ. სახლში შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გაჩნდეს. ახლობლებს თქვენი მხარში დგომა სჭირდებათ. ამის გამო შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვედრების ან რამე გასართობი ღონისძიების გადადება მოგიწიოთ.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად და მნიშვნელობა არა აქვს, ადრე გაქვთ ეს საქმეები დაწყებული თუ ახლა. შესაძლებელია თანხის მიღება – თუნდაც მცირე ოდენობით. სიხარულს მოგიტანთ მეგობრებთან შეხვედრა, მათგან კარგ სიახლეებს შეიტყობთ, ასევე არაა გამორიცხული, საქმიანი წინადადებაც მიიღოთ. ეს შეხვედრა უამრავ პოზიტიურ ემოციას მოიტანს.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, იმ თემებზე მსჯელობისთვის, რომლებზეც დიდხანს ფიქრობდით. შეძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ყველას აწყობს. ასევე კარგი დღეა გეგმების დასაწყობად, განსაკუთრებით მგზავრობასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ დრო დაგეგმილზე მეტი შეიძლება დაგჭირდეთ. არ არის გამორიცხული რაღაც მცირე გაუგებრობები.
ხალები ქალის სახეზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
თმის ვარცხნილობის საიდუმლოებანი ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით
ლომი: ბევრ რამეს მოასწრებთ, მოახერხებთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებას ისე რომ არაფერი გამოგრჩებათ მხედველობიდან. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ხართ ენერგიული, ძალებით სავსე, მაგრამ დღის მეორე ნახევარში თუნდაც მცირე პაუზა, შესვენება ნამდვილად არ გაწყენთ. კარგი იქნება, თუ ცოტა ხანი მაინც მოწყდებით საქმეებს.
ქალწული: ეცადეთ, წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. დღის პირველ ნახევარში არაა გამორიცხული რაღაც გაუგებრობები, უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ ამას უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვება. კარგი დროა იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო საქმეები გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი მეგობრებთან შეხვედრას შეგიძლიათ დაუთმოთ. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ფინანსებია.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა, მაგრამ მარტივი – არა. გინდათ, რომ სწრაფად გაუმკლავდეთ რთულ საკითხებს, მაგრამ ამას ძალისხმევა სჭირდება. საჭირო შედეგს მიიღებთ, მაგრამ უფრო მოგვიანებით. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ – მერე უფრო ცხადი გახდება, რაში შეიძლება ფულის გამოყენება. სახლში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი, მაგრამ საღამოსთვის ყველაფერი მოგვარდება.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მორიელი: ბევრი რამ თავისთავად ეწყობა ისე, როგორც თქვენ გინდათ, ხანდახან არანაირი სერიოზული ძალისხმევა ამისთვის არ გჭირდებათ. დაგეხმარებიან როგორც ძველი, ისე ახალი ნაცნობები, თანაც უანგაროდ. მათ, უბრალოდ, მოსწონთ თქვენთან ერთად საქმიანობა. ადვილად პოულობთ საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან. არაა გამორიცხული უჩვეულო რომანტიკული ისტორიის დაწყება.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა რთულ თემებზე სასაუბროდ, მათ გადასაწყვეტად. საკუთარ ინტუიციას უფრო ენდობით, ვიდრე სხვის რჩევებს და სწორადაც იქცევით – ასე მეტად აიცილებთ თავიდან შეცდომებს. ახლობლები ყველაფერში არ გეთანხმებიან, მაგრამ კონფლიქტამდე საქმე არ მივა, მალე მოძებნით კომპრომისს. სხვის სურვილებს პატივისცემით ეპყრობით, გარშემომყოფები კი ამას აფასებენ.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებსდა და შეხედულებებს ცხოვრებაზე. ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს დაგიტოვებთ, გაიგებთ რაღაც ახალს, შესაძლებელია რამე წინადადებაც მიიღოთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. დღეს განსაკუთრებით ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ და ვერავინ შეძლებს თქვენს შეცდომაში შეყვანას.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
მერწყული: შესანიშნავი გადაწყვეტილებების, ბრწყინვალე იდეების დღეა. შეიძლება გაგიჩნდეთ საკმაოდ თამამი გეგმები, რომელთა რეალიზება ბევრ რამეს შეცვლის თქვენს ცოხვრებაში. ჩანაფიქრის განხორციელების დაწყება ჯერ ადრეა, ხელსაყრელ დროს უნდა დაელოდოთ. გაგახარებთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები. ზოგიერთ თქვენს საკმაოდ შთამბეჭდავი სასიყვარულო პაემანი ელოდება.
თევზები: კარგი დღეა მომავალზე სასაუბროდ. სჯობს, ამაზე ძველ მეგობრებთან იმსჯელოთ – მიიღებთ არა მხოლოდ მხარდაჭერას, არამედ შესანიშნავ რჩევებსაც. შეგიძლიათ განიხილოთ სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები. კარგად ჩაივლის მგზავრობა. სახლიდან მოშორებით შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, ასევე მოსალოდნელია შეხვედრები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. არაა გამორიცხული რომანტიკული გატაცება.
ყველა ახალი ამბავი
0