დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 4 დეკემბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 4 დეკემბერია, შაბათი. ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ამას გარდა, 4 დეკემბერს არის მზის სრული დაბნელება.
მზის დაბნელებას ასტროლოგიაში შეუძლია მოიტანოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ცვლილებები. ის გავლენას, პირველ რიგში, ახდენს მათზე, ვის ნიშანშიც ჩაივლის - ამ შემთხვევაში, მშვილდოსნებზე. მზის დაბნელება 4 დეკემბერს დაასრულებს მიმდინარე წლის დაბნელებების მეორე დერეფანს, რომელიც 19 ნოემბერს დაიწყო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 3 დეკემბერი>>
მზის დაბნელება გაააქტიურებს ოპტიმისტური მშვილდოსნის ენერგიას, მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს და ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი ადამიანებისთვის.
ვერძი: სახლის საქმეებს ბევრ დროს მოანდომებთ. ვერ ვიტყვით, რომ დიდი სიამოვნებით გააკეთებთ, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი არ გინახავთ ისინი - აუცილებლად გექნებათ უამრავ საინტერესო თემაზე სასაუბრო.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
კურო: ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამ გამოგივათ კარგად. თუ რამე დასაწყისშივე ისე არ წავიდა, როგორც თქვენ გსურთ, მაინც მონახავთ წარმატების მიღწევის შანსს. ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად შესანიშნავი იდეები გაგიჩნდებათ. შესაძლებელი იქნება ახლობელ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ისინი დიდი ინტერესით მოგისმენენ.
ტყუპი: არ გადაიღალოთ. მაღალი დატვირთვის ან უძილობის გამო შეიძლება განწყობა გაგიფუჭდეთ. წაგადგებათ დასვენება, თუ რამე გადაუდებელი საქმე არა გაქვთ. კარგი იქნება, თუ მოერიდებით სტრესულ სიტუაციებს, უსიამოვნო საუბრებს, მოწყდებით რუტინულ საქმეებს და ისეთ საქმიანობას შეარჩევთ, რომელიც გაგახარებთ, მოვლენებს სხვა თვალით დაგანახებთ.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც სარგებელს მოგიტანთ თქვენცა და თქვენ ირგვლივ მყოფებსაც. გრძნობთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ და ეს უსაფუძვლო არაა - დღეს შესაძლებელია იმასთან გამკლავება, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებსაც ესმით თქვენი მიზნებისა და ინტერესების. მათგან ღირებულ რჩევებს მიიღებთ.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
ლომი: დღეს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოუსმინოთ რჩევებს. ხშირად ადამიანები, რომლებიც მოვლენებს გარედან უყურებენ, ამჩნევენ იმას, რაც თქვენ მხედველობიდან გეპარებათ. შეიძლება მნიშვნელოვანი საქმიანი და პირადი საკითხების განხილვა. ასეთი საუბრები გეგმების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. შეიძლება გაგიჩნდეთ უჩვეულო და თამამი იდეები.
ქალწული: დღის დასაწყისში, შესაძლოა, რაღაც შფოთვის საბაბი გაგიჩნდეთ, მაგრამ სერიოზულად აღელვებას ვერც მოასწრებთ, რომ ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება და მოულოდნელი, მაგრამ ძალიან საინტერესო წინადადების მიღება. ადამიანებთან იოლად ამყარებთ კონტაქტს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
სასწორი: დღე შეიძლება უსიამოვნოდ დაიწყოს, მაგრამ დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ, ვითარება მალე შეიცვლება სასიკეთოდ. სასურველია, შუადღემდე მნიშვნელოვან საუბრებს თავი აარიდოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ კარგ სიახლესა და სასიამოვნო მოვლენას მოიტანს. ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ეკონტაქტებით ახალ ნაცნობებსაც.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების წამოწყებისთვის. რაც უფრო თამამი და ორიგინალურია იდეა, მით უფრო ადვილია თქვენთვის მისი რეალიზება. გარშემომყოფები მზად არიან დახმარებისთვის. კარგად ჩაივლის მგზავრობა, იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი თუ სპონტანური. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შემდეგ მეგობრობაში ან სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება გადაიზარდოს.
მშვილდოსანი: კარგი დღეა მნიშვნელოვან საქმეებზე დასაფიქრებლად, რთულ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად. მოუსმინეთ ინტუიციას - ის დაგეხმარებათ, რომ გზა გაიკვლიოთ არაერთმნიშვნელოვანი სიტუაციებიდან. თუ ბოლო დროს ხშირად გქონდათ უთანხმოებები ახლობლებთან, დღეს გაქვთ შანსი, რომ ამას ბოლო მოუღოთ. დღის მეორე ნახევარი ნათესავებთან ურთიერთობებისთვის კარგი დროა.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა იმ საქმეებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. შეგიძლიათ შეეჭიდოთ რთულ ამოცანებს, მათ ბრწყინვალედ გაართმევთ თავს. შესაძლოა, შესამჩნევად შეიცვალოს დამოკიდებულება თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან. სწრაფად ხვდებით, რა უდევთ მათ გულში და როგორ შეიძლება მათი განწყობის ამაღლება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მერწყული: დღე მსუბუქად, წარმატებით, საინტერესოდ დაიწყება. შესაფერისი დროა ნებისმიერი საქმისთვის, ახალი იქნება ეს თუ ჩვეული, მარტივი თუ რთული და ჩახლართული. შესანიშნავად გაუმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ. წვრილმანის გამო შეიძლება ხასიათი თქვენც წაგიხდეთ და სხვებსაც გაუფუჭოთ განწყობა.
თევზები: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო დღის პირველ ნახევარში, რომელიც, დიდი ალბათობით, დაძაბული და მშფოთვარე იქნება, მაგრამ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არაა. დღის მეორე ნახევარი განსხვავებულად აეწყობა. შესაფერისი დროა პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოსაჩენად - ადამიანი, რომელიც მოგწონთ, გახარებული იქნება თქვენი აქტიურობით.
ყველა ახალი ამბავი
0