დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 3 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 3 დეკემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ჩვეულებრივ მშვიდ ადამიანებსაც გაუჭირდებათ დღეს თავიანთ ემოციებთან გამკლავება. მაგრამ ჯანსაღ აზრს უნდა მოუსმინოთ, რომ თავიდან აიცილოთ შეცდომები. ეცადეთ, არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. კარგი დღეა განსჯისთვის სხვადასხვა საკითხზე. მთლიანად ცხოვრებაზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 2 დეკემბერი>>
ვერძი: არ გაღიზიანდეთ წვრილმანების გამო. სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის ან ირღვევა მნიშვნელოვანი შეთანხმებები. მაგრამ ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, თუ ძალისხმევას არ დაიშურებთ. იღბლიანი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, ძველი ვალის დაბრუნება. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, თუნდაც ეს დაგეგმილი არ გქონდეთ.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
კურო: საკმაოდ მშფოთვარე დღეა. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ამას სახლის პრობლემები შეიძლება დაემატოს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც შეიძლება ტექნიკის ყიდვას ან მწყობრიდან გამოსულის შეკეთებას დასჭირდეს. რუტინისგან თავის დაღწევა გინდათ, მაგრამ სანამ საქმეებს არ მორჩებით, ამას ვერ მოახერხებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეებს გაიგებთ.
ტყუპი: ნებისმიერი უაზრობა და წვრილმანი გულთან ახლოს მიგაქვთ, სერიოზულად განიცდით, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც გინდათ. ამასთან, საკმაოდ ხელსაყრელი დღეა. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები და სასიამოვნო აღმოჩენები გაჩნდება. აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საქმეებს არ გადადებთ და დღესვე დაიწყებთ მათზე მუშაობას. დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ, ახალ გაცნობილებთან კი ფრთხილად იყავით.
კირჩხიბი: ხანდახან მცირე პრობლემები ჩნდება, მაგრამ შესანიშნავად უმკლავდებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს, წარმატებით წყვეტთ სერიოზულ საკითხებს. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად, სახელმწიფო ორგანიზაციებში მიმართვისთვის, იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული. შესაძლებელია თანხის მიღება. საღამოს სასიამოვნო ახალი ამბები გელოდებათ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: იმაზე მეტს მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ; გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, გადაწყვეტთ პრობლემებს, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. ჰარმონიულია ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. მიუხედავად ბევრი საქმისა, დრო დასვენებისთვისაც, ურთიერთობებისთვისაც დაგრჩებათ. კარგი იქნება, თუ გარემოს გამოიცვლით.
ქალწული: არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ახალი ნაცნობები გეუბნებიან. შესაძლოა, დღეს ჩვეულმა სკეპტიციზმმა გიღალატოთ, სასურველი რეალობად აღიქვათ, საკუთარი ილუზიების ტყვეობაში მოხვდეთ, რასაც გარშემომყოფები წააქეზებენ. შეხედეთ მოვლენებს რეალისტურად, ასე თავიდან აიცილებთ ცრუ იმედებს და არ დაუშვებთ შეცდომებს. კარგი დღეა სწავლისთვის. დღეს მიღებული ცოდნა მალე გამოგადგებათ.
სასწორი: შესანიშნავად გაუმკლავდებით იმ საქმეებს, რომლებიც დიდი ხანია, არ გამოგდიოდათ. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრა, რომლის წყალობითაც ახალ მოკავშირეებს შეიძენთ, დროთა განმავლობაში კი დაუმეგობრდებით მათ. შესაძლოა, მოსალოდნელზე მეტი საქმე გქონდეთ და სამსახურში დაყოვნება მოგიწიოთ. კარგი დღეა როგორც სამუშაო, ისე პირად გეგმებზე სასაუბროდ. მოსალოდნელია საინტერესო წინადადების მიღება.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მორიელი: გულთან ახლოს მიგაქვთ ნებისმიერი წვრილმანი, განერვიულებთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდით. სჯობს, რამე კარგზე იფიქროთ, თან კარგი დღეს ცოტა არ იქნება. გექნებათ შანსი, აღადგინოთ საქმიანი კავშირები, შეურიგდეთ ნაწყენ ადამიანებს, ამასთან, ნაბიჯი გადადგათ ადამიანისკენ, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას.
მშვილდოსანი: რაც არ უნდა დაგეგმოთ, გაითვალისწინეთ - ნებისმიერ საქმეს დღეს შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ელოდებოდით. ასევე დაყოვნებაა მოსალოდნელი მგზავრობის დროს, ასე რომ, თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე აპირებთ წასვლას, უფრო ადრე გადით. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის არც სამსახურში, არც პირად ურთიერთობებში. საერთო ენას ყველასთან იოლად პოულობთ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად. თითოეული ამოცანის გადაწყვეტას შემოქმედებითად ეკიდებით და ბრწყინვალე შედეგები შეიძლება მიიღოთ იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს. ადვილად იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც თქვენს მიზნებს იზიარებენ. მოგეცემათ ახლობლების გახარების შესაძლებლობა საჩუქრებით ან რამე საინტერესოს შეთავაზებით. საღამოს გულღია საუბრების დროა ახლობლებთან.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: დღის პირველ ნახევარში მარტივი არ იქნება კარგი განწყობის შენარჩუნება - განიცდით სულ უმნიშვნელო წვრილმანების გამო, თითოეულში სერიოზულ პრობლემას ხედავთ. საბედნიეროდ, გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ, თავდაჯერებულობას დაგიბრუნებთ. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის, მოულოდნელი წყაროებიდან.
თევზები: არ იჩქაროთ. ეს ის დღე არაა, როდესაც გადაწყვეტილებები გზადაგზა უნდა მიიღოთ და თქვათ პირველივე, რაც თავში მოგივათ. მიეცით თავს დრო, აუცილებლად გაერკვევით სიტუაციაში, მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ. ხანდახან გარშემომყოფებთან გიჭირთ ურთიერთობები, თავს იჩენს კამათი, გაუგებრობები. თუ არ გაცხარდებით, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. დაგეხმარებათ იუმორის გრძნობა, რომლითაც ვითარებას განმუხტავთ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური