დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 2 დეკემბერი

© Pixabay / Finn-bორი მდინარის შესართავი
ორი მდინარის შესართავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 2 დეკემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღის პირველი ნახევარი მშფოთვარედ და არცთუ წარმატებით ჩაივლის. მოულოდნელად შეიძლება გაჩნდეს ახალი საქმეები და დაგეგმილის გადადება მოგიწიოთ, შესაძლებელია უთანხმოებები ახლობლებთან... მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და სიტუაცია შესამჩნევად შეიცვლება. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა სერიოზული საქმეებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 1 დეკემბერი>>
ვერძი: გინდათ, რომ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. სურვილი გასაგებია, მაგრამ ეს დღის პირველ ნახევარში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეცადეთ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ და არ ინერვიულოთ - ვითარება მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდი იქნება. კარგი დროა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. ჰარმონიულია პირადი ურთიერთობები.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
კურო: დღის დასაწყისი საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. საქმე არა იმდენად წარმოქმნილი პრობლემებია, არამედ თქვენი არასტაბილური ემოციურ ფონი. დაფიქრდით, რა აგიმაღლებთ განწყობას და ეცადეთ, რამე საინტერესო გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად. დღეს კარგად გაუმკლავდებით იმას, რაც ადრე არ გამოგდიოდათ, სწრაფად პოულობთ პასუხებს ბევრ კითხვაზე.
ტყუპი: დღის დასაწყისი წარმატებული იქნება. ბევრი საკითხის გადაჭრას შემოქმედებითად ეკიდებით და შესანიშნავ შედეგებს აღწევთ. ბევრ თქვენგანს რთულ ვითარებებში ორიენტირებაში გამოცდილება დაეხმარება. ასევე კარგი, მაგრამ არცთუ ნაყოფიერი იქნება დღის მეორე ნახევარი. ეს დრო შესანიშნავად მიესადაგება ძველ მეგობრებთან შეხვედრას. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.
კირჩხიბი: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. დღის პირველი ნახევარი შეუფერებელი დროა იმისთვის, რომ კარდინალურად შეცვალოთ ცხოვრებაში რამე ან უარი თქვათ ძველ გეგმებზე, სამაგიეროდ შესანიშნავი დროა დაგროვებულ საქმეებში გასარკვევად, მცირე საკითხების გადასაწყვეტად. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საქმიანი მოლაპარაკებები გამართოთ, იმსჯელოთ სერიოზულ თემებზე.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: დღის პირველ ნახევარში ბევრი რამ უნდა მოასწროთ, მაგრამ საკმაოდ დაძაბულად ეწყობა ვითარება. ყოველთვის ვერ პოულობთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, ხშირად დამოუკიდებლად მუშაობა უფრო მარტივია, ვიდრე ვინმესთან შეთანხმება თანამშრომლობაზე. დღის მეორე ნახევარი უფრო მსუბუქად ჩაივლის. გაჩნდება ბევრი შესაძლებლობა. ახლობლებთან ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი.
ქალწული: შესანიშნავი იდეებისა და ახალი თამამი გეგმების დღეა. ჩანაფიქრის განხორციელება დაუყოვნებლივ შეიძლება ვერ შეძლოთ, მაგრამ ამ იდეებს მალე დაუბრუნდებით და რეალობად აქცევთ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საქმეებში, რადგან ფულთან დაკავშირებით ძალიან ქარაფშუტულად იქცევით. გარშემომყოფებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
სასწორი: რა სიურპრიზიც არ უნდა მოგიმზადოთ ამ დღემ, ეცადეთ, არ დაარღვიოთ შეთანხმებები, არ დაივიწყოთ ძველი გეგმები, არ დააღალატოთ ადამიანები, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად მოქმედება სჯობს, მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ სხვებთან გაერთიანება. ძველმა მეგობრებმა შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში ძალიან გამოგადგებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მორიელი: ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებში საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ და არ ელოდოთ უპირობო მხარდაჭერას ყველაზე საიმედო მოკავშირეებისგანაც კი. ყველაფერი კარგად აეწყობა, მაგრამ ზოგიერთ საქმეს მეტი დრო დასჭირდება. შესაძლებელია მცირე უთანხმოებები სამსახურში, მაგრამ მალე მოაგვარებთ ყველაფერს. მოუსმინეთ ინტუიციას საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ირგვლივ მყოფთა რჩევებს - ნაკლებად.
მშვილდოსანი: დღის პირველი ნახევარი მოულოდნელობების გარეშე არ ჩაივლის და ვერ ვიტყვით, რომ ყველა სასიამოვნო იქნება. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას, წარმატების მიღწევის იმედს შეინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული რაღაც უთანხმოებები სამსახურში, მაგრამ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის. კარგი დროა გეგმების დასაწყობად.
თხის რქა: მნიშვნელოვანია, რომ დღის დასაწყისში რაღაც წვრილმანებზე არ "ჩაიციკლოთ". ამ პერიოდში ყველაფერი ისე არ აეწყობა, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ყველაფერი გამოვა, ოღონდ მოგვიანებით. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მშვიდი საქმიანობისთვის, შეხვედრებისთვის ადამიანებთან, რომლებმაც იციან, როგორ აგიმაღლონ განწყობა. კარგი იქნება, თუ ფინანსურ საკითხებზე დღეს არ იმსჯელებთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ინტუიცია ყველაზე მეტად განვითარებული
მერწყული: დღე მშფოთვარედ დაიწყება. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც ძალზე მწირი ინფორმაცია გაქვთ. მაგრამ, საბედნიეროდ, ინარჩუნებთ სიმშვიდეს, საღ გონებას და ყველაფერს სწორად აკეთებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან. შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხის განხილვა.
თევზები: დღე ძალზე სასიამოვნოდ დაიწყება. იღბლიანი თანხვედრა გიკარნახებთ, საით უნდა წახვიდეთ და როგორ გაუმკლავდეთ რთულ ამოცანას სწრაფად. ჩვეულ სამუშაოს იოლად ასრულებთ, მაგრამ არც ახალ საქმეებს შეჰყავხართ ჩიხში. დღის მეორე ნახევარში დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გადაიღალოთ, თავი აარიდოთ სტრესულ ვითარებებს. კარგი იქნება, თუ შუალედებში მცირე პაუზას გააკეთებთ. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
ყველა ახალი ამბავი
0