დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 1 დეკემბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 1 დეკე,ბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა, თუმცა მოთმინებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები, პროფესიული თემების განხილვა. დღის მეორე ნახევარში რაღაც მოვლენებია მოსალოდნელი, რომლებიც უჩვეულო ემოციებს გამოიწვევს. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული გაცნობა ადამიანისა, რომელთანაც შემდგომ რომანტიკული ურთიერთობები განვითარდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 30 ნოემბერი>>
ვერძი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. ერთნაირი ენთუზიაზმით ეკიდებით საკუთარ საქმეებსა და სხვისი პრობლემების გადაჭრას. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მალე სასარგებლო აღმოჩნდება. წარმატებებია მოსალოდნელი სწავლაში. ადვილად იმახსოვრებთ ახალს, ითვალისწინებთ სხვის გამოცდილებას. ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველი მეგობრების ნახვა.
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
დეკემბრის ასტროპროგნოზი: ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება წარმატება, რომელს - ახალი სიყვარული
კურო: თქვენი დიპლომატიური ნიჭი განსაკუთრებულად გამოჩნდება. ამის წყალობით შეარიგებთ ნაჩხუბარ ადამიანებს, შეძლებთ საერთო ენის გამონახვას სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. შესაძლებელია ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა, რომელიც სარგებელს მოიტანს პროფესიული თვალსაზრისით. კარგი დღეა საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, დოკუმენტების გასაფორმებლად. არაა გამორიცხული საქმიანი წინადადებების მიღება.
ტყუპი: კარგად უმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს კიდებთ, რთული პრობლემების გადაწყვეტისთვის ხშირად უმარტივეს გზას ნახულობთ. წინა პლანზე გამოდის ლიდერის თვისებები. შეგიძლიათ განსხვავებული ადამიანების გაერთიანება. თქვენი სული კაშკაშა ემოციებს მოითხოვს. ამას მიიღებთ, თუ გარემოს გამოიცვლით, ან რამე ახალს წამოიწყებთ. არაა გამორიცხული უჩვეულო ნაცნობობა, რომელიც, შესაძლოა, დიდი სიყვარულით დაგვირგვინდეს.
კირჩხიბი: მსუბუქი დღე გელოდებათ. მალე გაუმკლავდებით როგორც ძველ, ისე ახალ საქმეებს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი წინსვლა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მათ შორის, ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის. გარშემომყოფები თქვენს მოსაზრებებს ითვალისწინებს, ცდილობენ მიჰყვნენ თქვენს რჩევებს. ეს დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების გადაჭრაში.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
ლომი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შეძლებთ შეთანხმებას მათთანაც კი, ვისთანაც ეს აქამდე ძალიან გიჭირდათ. შესაძლოა, ახალმა ნაცნობებმა, რომელთა შორისაც გავლენიანი ადამიანები არიან, მხარი დაგიჭირონ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემების გადაჭრა - ვერავინ შეძლებს, რომ არჩეული კურსიდან გადაგახვევინოთ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ.
ქალწული: დღე ახალ ნაცნობობასა და შეხვედრებს გპირდებათ, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. გარშემომყოფებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენთ, ბევრს უნდა თქვენი კარგად გაცნობა, თქვენთან დამეგობრება. არ არის გამორიცხული, რომ მღელვარე სასიყვარულო ისტორია დაიწყოს. წარმატებული იქნება დღე სამუშაოს თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, სირთულეები არაა მოსალოდნელი და თუ გაჩნდება, მათ ადვილად გადალახავთ.
სასწორი: ხართ მტკიცედ განწყობილი და თქვენ მიზნებს სწრაფად აღწევთ. შესანიშნავად გაართმევთ თავს რთულ საქმეებს, პრობლემების გადაწყვეტას. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება სამუშაოსთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული, რომ თქვენი შემოსავლები უახლოეს პერიოდში გაიზარდოს. დიდი ალბათობით, თავს ვერ ააცილებთ უთანხმოებებს, კამათს. ეცადეთ, რომ ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს, მოძებნეთ კომპრომისი.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: როგორც არ უნდა აეწყოს ვითარება, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და არ აჰყვებით პროვოკაციებს. სწორედ ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ხანდახან გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ერევიან, მაგრამ ეს არ გაღიზიანებთ. თუ დღის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში სიურპრიზებია მოსალოდნელი. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს. ენდეთ ინტუიციას, ის სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი იდეების დღეა. იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. შესაძლოა, გააცნობიეროთ შეცდომები და მიხვდეთ მათი გამოსწორების გზებს. ადვილად ამყარებთ კონტაქტებს განსხვავებულ ადამიანებთან, ბევრზე ახდენთ შესანიშნავ შთაბეჭდილებას. დღე ნებისმიერ საქმიანობას მიესადაგება, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიაა საჭირო. ასეთ საქმეებში ბადალი არ გეყოლებათ.
თხის რქა: მშფოთვარე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი დღეა. გექნებათ ბევრი საუბარი, შეხვედრა, მიიღებთ სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს, ასევე საინტერესო წინადადებებს. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებების დადება. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ, სერიოზულზე გაამახვილოთ ყურადღება და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. დღეს განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ და უარყოფით ემოციებს არაფერი გამოიწვევს თქვენში.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
მერწყული: მნიშვნელოვანია, რომ მეგობრულად განეწყოთ ირგვლივ მყოფების მიმართ და მათგან ძალიან ბევრი არ მოითხოვოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ადამიანები უცნაურად იქცევიან, ერევიან თქვენს საქმეებში, გიქმნიან პრობლემებს. მაგრამ თუ სიტუაციაში გაერკვევით, მიხვდებით, რა მოტივი ამოძრავებს თითოეულს და შეძლებთ მათთან შეთანხმებას. არ იჩქაროთ ფულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც მცირე ოდენობის თანხას ეხებოდეს საქმე.
თევზები: დღის დასაწყისში ფრთხილად იყავით - რთული პერიოდია, როდესაც ემოციები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიშლით ხელს. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაიზრდება და დღის მეორე ნახევარი თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. საღამოს ბევრი სასიამოვნო შეხვედრა, საუბარი გელოდებათ. ადვილია ახლობლებთან ურთიერთობები. არანაირი საბაბი არ გექნებათ პრეტენზიებისა და წყენისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0