დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 30 ნოემბერი

CC BY 2.0 / Michael Seeley / We're made of star stuffვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 30 ნოემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის დასაწყისში განსაკუთრებულად უნდა მოუსმინოთ ინტუიციას. ის დაგეხმარებათ რთულ კითხვებზე პასუხების სწრაფად პოვნაში, ასევე რეალობის აღქმაში, რომ ილუზიების მსხვერპლი არ გახდეთ. დღის მეორე ნახევარში წარმატებებია მოსალოდნელი საქმეებში. მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვების შანსი გაუჩნდება მათ, ვისაც აქვს მოლაპარაკებების, შეთანხმების უნარი, ხანდახან დათმობაზეც იცის წასვლა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ნოემბერი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა, რომელიც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთების საშუალებას იძლევა. სწრაფად უმკლავდებით საკუთარ საქმეებს და სიამოვნებით ეხმარებით სხვებსაც. აშკარად გამოიკვეთება ლიდერის თვისებები - თქვენთვის იოლია ადამიანების დაინტერესება სხვადასხვა საკითხით. დიდია ალბათობა, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირს გააგრძელებთ. ბევრზე ახდენთ წარუშლელ შთაბეჭდილებას და არაა გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: კარგი, მშვიდი და იღბლიანი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მოაწესრიგოთ, დაამთავროთ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები. გაჩნდება რაღაც პატარა შეცდომების გამოსწორების საშუალება. გაგახარებთ საუბრები სამუშაოზე - მხარს გიჭერენ, გაქებენ. შესაძლებელია საინტერესო პროფესიული წინადადებების მიღება. მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაციის მიღება ახლობლებთან დაკავშირებით. გაგიჩნდებათ საოჯახო დღესასწაულის მიღების საბაბი.
ტყუპი: დღის დასაწყისში არ იჩქაროთ. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ წვრილმანს, კარგად მოიფიქრეთ გადაწყვეტილებები. არცთუ ხელსაყრელი დროა ახალი წამოწყებებისთვის. დღის მეორე ნახევარი უფრო სასიამოვნოდ ჩაივლის. გელოდებათ სასიხარულო სიურპრიზები, საოცარი თანხვედრები, დასამახსოვრებელი მოვლენები. არაა გამორიცხული შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ბოლო დროს ძალიან გენატრებოდათ.
კირჩხიბი: საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული დღე გაქვთ, მაგრამ წუწუნს ნამდვილად არ შეუდგებით - ყველა საქმე საინტერესოა და ენთუზიაზმით ეკიდებით ახალი ამოცანების გადაწყვეტასა. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის საჭირო არაა. ნაცადი მეთოდები დღეს ბევრად ეფექტურია. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, რომლებიც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს. დღის მეორე ნახევარში შესანიშნავ ახალ ამბავს გაიგებთ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: არცთუ ნაყოფიერი, მაგრამ სასიამოვნო დღეა. შესაძლოა, რაც დაგეგმილი გაქვთ, ყველაფერი ვერ მოასწროთ, მაგრამ დროს კარგად გაატარებთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი საჩუქრები. ასევე არაა გამორიცხული, მოულოდნელად რამე იყიდოთ. სპეციალურად რამის გაკეთება არ გჭირდებათ - თქვენი ძლიერი მხარეები შეუმჩნეველი არ დარჩება, თქვენს წარმატებებზე ბევრი შეიტყობს. საღამოს მცირე ოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი.
ქალწული: ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, ბევრი რამის უნარი შეგწევთ. ახლა ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და გაქვთ შანსი, რომ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. არაა გამორიცხული, რომ საკუთარ საქმეებზე გაგიჭირდეთ ყურადღების კონცენტრირება, რადგან ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ, ოჯახშიც თქვენი თანადგომის გარეშე საოჯახო პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება.
სასწორი: ხელსაყრელი, ნაყოფიერი დღეა. გექნებათ საშუალება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დაგროვებულ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდეთ. შეგწევთ უნარი, გადალახოთ სირთულეები, რომელთა წინაშე სხვებმა უკან დაიხიეს. თუ დღის პირველ ნახევარში ადვილია დამოუკიდებლად მოქმედება, დღის მეორე ნახევარში აჯობებს იმ ადამიანებთან გაერთიანება, რომლებიც თქვენს ინტერესებს იზიარებენ. მათთან შეიძლება მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
მორიელი: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ დღის პირველ ნახევარში თავი გააკონტროლოთ და აირიდოთ კამათი, ჩხუბი. უმნიშვნელო საკითხების განხილვაზე დროის დაკარგვა არ ღირს. ბევრ საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით დამოუკიდებლად, ამაში გამოცდილება გეხმარებათ. დაგრჩებათ დრო დასვენებისთვისაც, ძველ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.
მშვილდოსანი: შესაფერისი დღეა იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. დღეს ბევრი რამის უნარი შეგწევთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. გაჩნდება ახალი იდეები. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ შემოსავლების გაზრდის საშუალება. კარგი დღეა სწავლისთვის. საღამო შესაფერისი დროა ოჯახური თავყრილობის, ნათესავებთან შესახვედრად, ასევე რომანტიკული პაემნისთვის.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. საკითხების განხილვა შესაძლებელია მშვიდად, კონსტრუქციულად, უთანხმოებებისა და ცხარე კამათის გარეშე. გექნებათ საოჯახო საკითხების მოგვარების საშუალება. პრობლემების აღმოსაფხვრელად არაა გამორიცხული, რომ თანხის დახარჯვა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
მერწყული: საინტერესო, სასიამოვნო დღეა. დღევანდელი მოვლენები ოპტიმიზმს ჩაგისახავთ. მოგემატებათ თავდაჯერებულობა. ახალი იდეები იღბლიანი აღმოჩნდება. იქნება საშუალება დაუმეგობრდეთ მათ, ვისთანაც აქამდე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები გქონდათ. კარგად ჩაივლის მგზავრობა. მიიღებთ უამრავ კარგ შთაბეჭდილებას, გაიგებთ რაღაც მნიშვნელოვანს, ისწავლით ახალს, რაც მალე გამოგადგებათ.
თევზები: რთულია აზრების მოკრება, საქმეებზე კონცენტრირება. შესაფერისი დღეა დასვენებისთვის, ასევე სასარგებლო საქმიანობისთვის. თუმცა ყველას არ ექნება საშუალება, რომ დაისვენოს ან ის გააკეთოს, რაც სურს. ზოგიერთ თქვენგანს გადასაჭრელი ექნება საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ახლობლების მხარდაჭერა. განწყობა გაგიუმჯობესდებათ, როცა იცით, რომ სირთულეებთან მარტო არ დარჩებით.
ყველა ახალი ამბავი
0