დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ნოემბერი

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 29 ნოემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოთ – დღეს მათთან გამკლავება უფრო მარტივი იქნება. ინფორმაციებს დროულად მიიღებთ და ამის წყალობით თავიდან აიცილებთ შეცდომებს. დღეს მიღებული გამოცდილება მომავალშიც გამოგადგებათ. ადვილია საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, შეთანხმება მათთან სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის, თანამშრომლობაზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ნოემბერი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა. შეგიძლიათ ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება როგორც თქვენი თავის, ისე სხვებისთვის – გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება, სამართლიანობის აღდგენა... დიდია ალბათობა, რომ ახალ მეგობრებსაც შეიძენთ. დასვენებისთვის შეიძლება ბევრმა თქვენგანმა ვერ მოიცალოს, რადგან არაფრის გადადება არ გინდათ. სჯობს მცირე ხნით მაინც შეისვენოთ, მერე თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: მშფოთვარე დღეა. რამდენიმე საქმე ერთდროულად გაქვთ გასაკეთებელი, რთულია ყველაფრის გაკონტროლება, რომ არაფერი დაგავიწყდეთ. ამასთან გარშემომყოფებსაც ხშირად თქვენი არ ესმით და ერთსა და იმავეს რამდენჯერმე უმეორებთ. ემოციებს გაუმკლავდებით და არ დაუშვებთ კონფლიქტებს. შესაძლებელია რაღაც მცირე ყოფითი პრობლემები, მაგრამ ამას თქვენი განწყობის გაფუჭება შეუძლია.
ტყუპი: არ იჩქაროთ და არ ეკამათოთ მათ, ვინც არ გეთანხმებათ. დღეს დიპლომატიურობა უნდა გამოიჩინოთ, ნებისმიერი საკითხის განხილვა კონსტრუქციულ კალაპოტში წარმართოთ და პიროვნებაზე არ გადახვიდეთ. გაქვთ შანსი, რომ გადაჭრათ სამუშაო საკითხები, განიმტკიცოთ პროფესიული პოზიციები, განაიარაღოთ არაკეთილმოსურნეები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი: აჯობებს, თუ დღის პირველ ნახევარში სერიოზულ საქმეებს არ დაგეგმავთ. მშვიდი დრო კი არის, მაგრამ არანაყოფიერი. შეიძლება გაგიჭირდეთ დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, ყოველთვის ვერ მოხერხდება საჭირო შედეგის მიღება. სამაგიეროდ, ადვილი იქნება მიმდინარე საკითხებთან გამკლავება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებთან შეჭიდება.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2019
როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: შესაძლებელია რთული საკითხების სწრაფად გადაწყვეტა ისე, რომ თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომები. დაგეხმარებათ ინტუიცია, მისი კარნახის წყალობით არ დაუშვებთ მცირე ხარვეზებსაც კი, მოხერხებულად აუვლით გვერდს არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებულ მახეებს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო რთულია საქმე, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით მათ დამოუკიდებლად.
ქალწული: საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბრების დღეა. შეგიძლიათ მშვიდად განიხილოთ ისეთი საკითხები, რაც აქამდე უთანხმოებების საბაბი ხდებოდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სჯობს, არ აჩქარდეთ, განსაკუთრებით თუ ის შორეულ მომავალს ეხება. იღბლისა და ხელსაყრელი გარემოებების იმედი გაქვთ, ამ დროს კი აჯობებს საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ.
სასწორი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ისაუბროთ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე, განიხილოთ შორს მიმავალი გეგმები. ადამიანებს სჯერათ, რომ წარმატებებს მიაღწევთ და ენთუზიაზმით ამოგიდგებიან გვერდში. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები დროთა განმავლობაში შეიძლება რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. კარგი დღეა ფინანსების თვალსაზრისით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2018
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: ყოველთვის კარგად ვერ ეწყობით ადამიანებს. სამუშაოზე წვრილმანების გამო უთანოხმოებებია მოსალოდნელი, შეიძლება სირთულეები გაჩნდეს მიმდინარე საკითხების განხილვისას. ცდილობთ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ და ამას ახერხებთ კიდეც. თქვენი სიმშვიდე თქვენი უპირატესობა გახდება, ამის წყალობით არ წამოეგებით პროვოკაციებს, მიიღებთ აწონ–დაწონილ გადაწყვეტილებებს.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა, რომელიც ბევრი კარგი რამის გაკეთების შანსს მოგცემთ. ცდილობთ დაეხმაროთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანებს. ეს ურთიერთობებს წაადგება – შეიძლება წარსულს ჩაბარდეს რაღაც უთანხმოებები, აღადგინოთ საქმიანი კავშირები. დღის პირველი ნახევარი უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე მეორე. საღამოს დასვენება წაგადგებათ. მცირე ხნის პაუზა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში ბევრი რამ გამოგივათ შესანიშნავად. გამოიყენეთ ვარსკვლავების თანადგომა – მათი დახმარებით შესაძლებელია თამამი გეგმების განხორციელება, წარმატებების მიღწევა, თანამშრომლობაზე შეთანხმება, მათ შორის ახალ ნაცნობებთან. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება, მაგრამ მრავალი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მერწყული: ახალი უჩვეულო, თამამი და იღბლიანი იდეების დღეა. გარშემომყოფები მზად არიან, თქვენს მრავალ ინიციატივას დაუჭირონ მხარი. მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც სერიოზული შეცდომისგან გიხსნით. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები. დღეს მათაც დაიყოლიებთ, ვისთანაც მუდმივად კამათი გაქვთ. დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, რაღაც საოჯახო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც თქვენს ახლობლებს დიდი ხანია აწუხებთ.
თევზები: ნებისმიერ საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით, თუნდაც ძალზე რთული იყოს. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მიიღოთ სწრაფად საჭირო შედეგი. მისი წყალობით დიდ დროს მოიგებთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, შეხვედრები, რომელთა წყალობით ახალი პროფესიული პერსპექტივები გაიშლება თქვენ წინ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, თანხა ეკონომიურად დახარჯეთ.
ყველა ახალი ამბავი
0